fbpx




დარჩა
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

“ცხოვრების აზრი შენი ნიჭის პოვნაა, ხოლო ცხოვრების მიზანი კი, მისი გაცემა.” – პაბლო პიკასო.

   

Digital Bus არის ადგილი, სადაც იცი, რომ შენზე ზრუნავენ. ჩვენ ვქმნით მეგობრულ და არაფორმალურ სივრცეს ყველასთვის,  განურჩევლად ასაკის, პროფესიისა და ინტერესებისა. ეს არის აკადემია, სადაც გეხმარებით, იპოვო ის საქმე, რომელსაც ენთუზიაზმით, სიყვარულითა და მოტივაციით გააკეთებ. გვსურს, ვიყოთ შთაგონების წყარო და მოტივატორი მათთვისაც, ვისაც გამბედაობა არ ჰყოფნის ხელახლა სცადოს, ისწავლოს და თავის რეალურ სურვილებს მიაგნოს. 

ჩვენთან მომავლის პროფესიებს ეუფლები სწორედ დღეს და რაც ყველაზე ღირებულია, ჩვენი ურთიერთობა გამოცდებითა და გაცემული სერთიფიკატებით არ შემოიფარგლება. იმისათვის, რომ კურსებზე მიღებული ცოდნის რეალიზება შეძლო, მუდმივად ვმუშაობთ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორების მოძიებასა და შენს დასაქმებაზე.

ჩვენ გეძებთ შენ – ციფრული ავტობუსის თანამგზავრს, მზად ცვლილებებისთვის. ერთად გავემგზავროთ ყველაზე საინტერესო მომავალში.


რას გთავაზობთ

ჩვენ არ ვყიდით კურსებს, ჩვენ ვყიდით სუპერ ძალებს მრავალმხრივი შესაძლებლობებით.

დღეს, როგორც არასდროს, ციფრული სამყარო უსწრაფესი ტემპით ვითარდება. იცვლება მომხმარებელთა ქცევა, ონლაინ ტრენდები და ტექნოლოგიები. ინფორმაცია გახდა მალფუჭებადი პროდუქტი და ის, რაც წლების წინ იყო აქტუალური, დღეს, მოძველებული და არაეფექტურია.

ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ყველაზე მაღალანაზრაურებად პროფესიებს, ვიწვევთ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალ, პრაქტიკოს ლექტორებს, საერთშორისო გამოცდილებით, რომლებსაც ცოდნის გაზიარების დიდი სურვილი და ენთუზიაზმი აქვთ. ისინი მზად არიან, ქაოტურ და მზარდ ციფრულ სამყაროში გზის გაკვლევასა და პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმაროთ.

 

დაიწყე ოცნებების ასრულება დღეს!


დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგეხმარებით კურსის შერჩევაში

ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
არ გამოგრჩეს დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და მიიღე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი!
ვერ მიიღე შენთვის საინტერესო ინფორმაცია?
არ გამოგრჩეს დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია და მიიღე ნებისმიერ კითხვაზე პასუხი!