fbpx




23 ნოემბერი 4 წუთში წასაკითხი

კითხვები რომელსაც თქვენმა ბრენდმა თუ პროექტმა უნდა უპასუხოს

ჩვენ გაგაცნობთ თუ რა კითხვებს უნდა პასუხობდეს თქვენი ბრენდი თუ პროექტი, თქვენი პასუხები იქნება სახელმძღავენლო, საძირკველი ბრენდ პლატფორმის და ბრენდის სტატეგიის, რეკომენდირებულია პასუხები იყოს თქვენი გუნდის ღირებულებებით შედგენილი.

მიუხედავად იმისა, თუ რა მოცულობისაა თქვენი პროექტი, როდესაც საზღვრავთ მოთხოვნებს, აუმჯობესებთ მას ან იღებთ გადაწყვეტილებებს, ყოველთვის უნდა გახსოვდეს 5W:

ვინ – Who
რა – What
როდის – When
სად – Where
რატომ – Why

ეს არის მაგალითები იმ კითხვებისა, რომელსაც უნდა სვამდეთ, არსებული პრობლემის გადაჭრამდე ‘ვინ’

ვინ (Who)

ვინ — განსაზღვრავს პრობლემაზე მომუშავე პირებს, მათი ცოდნა მნიშვნელოვანია ნებისმიერ ბრენდის სტრატეგია სა თუ ბრენდბუქ ზე მუშაობისთვის. 

მაგალითად:

  • ვის უნდა პრობლემის გადაჭრა ან ამ პროცესში მონაწილეობა?
  • ვინ მიიღებს სარგებელს პრობლემის გადაჭრიდან?
  • ვინ იხდის ფულს პრობლემის გადასაჭრელად?
  • ვინ უჭერს მხარს პრობლემის გადაჭრას ?
  • ვის აქვს უფლება იმოქმედოს პრობლემის გადასაჭრელად ?
  • ვის რა როლი აკისრია პრობლემის მოგვარებაზე?
  • ვის ექნება წვდომა მთავარ მონაცემებზე ?
  • ვინ მართავს პრობლემის გადაჭრის პროცეს?
  • ვინ გვაკლია?

რა (What)

რა — განსზღვრავს პრობლემის მოგვარების პროცესში წარმოქმნილ სხვადასხვა მონაცემს, მასალას, შედეგს და ა.შ.
ეს არის მაგალითები იმ კითხვებისა, რომელიც ისმევა არსებულ პრობლემის გადაჭრამდე ‘რა’. ბრენდის ბრიფი სწორედაც რომ “რა”-ზე დაფუძნებული პასუხებით იწყობა. 

მაგალითად:

  • რა არის პრობლემის მოგვარების მიზნები და ამოცანები
  • რა უნდა ჰქონდეთ/გააკეთონ მოქმედმა პირებმა გადაწყვეტილებისთვის
  • რა საკითხი დაეხმარება პრობლემის გადაჭრში მოქმედ პირებს
  • რა მონაცემებია საჭირო პრობლემის მოგვარების გზების გამოსავლენად, მოქმედებაში მოსაყვანად და შედეგების მისაღებად
  • რა მონაცემები გვაქვს
  • რა არის მთავარი მონაცემთა წყარო
  • რა ბიზნეს-წესებმა უნდა მოახდინოს პრობლემის გადაჭრა
  • რა პროცესების გამარტივება და მხარდაჭერაა საჭირო პრობლემის გადასაჭრელად
  • სხვა რა სისტემებთან ურთიერთობას მოითხოვს პრობლემის მოგვარება
  • რა სიდიდეებთან ურთიერთობას მოითხოვს პრობლემის მოგვარება
  • რა სიდიდეებში უნდა გაიზომოს პრობლემის მოგვარების დონე
  • სხვა რა პრობლემებს გადაჭრის ან ამცირებს აღნიშნული პრობლემის მოგვარება
  • რა გამოგრვრჩა

როდის (When)

როდის — დროზე დამყარებულ მოვლენებსა და საქმიანობებს ეხება, რომლებიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.
ეს არის მაგალითები იმ კითხვებისა, რომლებიც ისმევა არსებულ პრობლემის გადაჭრამდე ‘როდის’. ბრენდის მიზნები და გეგმები საკმაოდ რთულად დასახვადია, სწორედ ამისთვის გჭირდებათ “როდის” კითხვების განსაზღვრა და მათი ამოწურვა. 

მაგალითად:

  • როდისაა საჭირო პრობლემის გადასაჭრელი ღონისძიებების დაწყება
  • როდის უნდა შეძლონ მოქმედმა პირებმა კონკრეტული საქმიანობების განხორციელება
  • როდისაა საჭირო პერიოდული ქმედებების ჩატარება (მაგ. დღიურად, ყოველკვირეულად, ყოველთვიურად, კვარტალურად, წლიურად და აშ.)
  • როდის უნდა მოხდეს მიღწეული მიზნის მოქმედებაში მოყვანა (მაგ. სამუშაო საათებში 24/7/365და აშ.
  • როდის შეიძლება იყოს გადაწყვეტილება ხელმიუწვდომელი
  • საჭიროა თუ არა რომელიმე საქმიანობის მსვლელობის დროში დაფიქსირება
  • როდის უნდა იყოს მონაცემები წაშლილი

სად (Where)

სად — განსაზღვრავს პრობლემის გადაჭრის ხვადასხვა გეოგრაფიულ ან/და ლოჯისტიკურ ასპექტებს. 


ეს არის მაგალითები იმ კითხვებისა, რომელსაც უნდა სვამდეთ არსებულ პრობლემის გადაჭრამდე.  როდესაც ბრენდის რისკები გაქვთ გასაანალიზებელი, “სად” კითხვები განსაკუთრებულ მიშვნელობას იძენს. 

მაგალითად:

  • სად იმყოფებიან მოქმედი პირები
  • საიდან უნდა შეეძლოთ მოქმედმა პირებმა გადაწყვეტილების გამოყენება
  • რომელი მოწყობილობებია საჭირო გადაწყვეტილებაში ინტერაქციისათვის
  • სად არის საჭირო განთავსდეს გადაწყვეტილება
  • სად უნდა იყოს განთავსებული მუდმივი მონაცემები
  • სად უნდა იყოს განთავსებული დროებითი მონაცემები
  • სად უნდა იყოს განთავსებული სარეზერვო ინფორმაცია
  • რა ტერიტორიულ ერთეულზე უნდა გადაიჭრას პრობლემა

რატომ (Why)

რატომ — ეხება სხვადასხვა მამოძრავებელ ან შემზღუდველ ფაქტორებს (შიდა ან გარე) რომელთა ფარგლებშიც უნდა მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა.
ეს არის მაგალითები იმ კითხვებისა, რომლებიც ისმევა არსებული პრობლემების გადაჭრამდე ‘რატომ’. ამ კითხვებმა შესაძლოა გიბიძგოთ ჩამოაყალიბოთ სრულყოფილი ბრენდის ხედვა, ბრენდის მისია და ა.შ. 


მაგალითად:

  • რატომ გვჭირდება პრობლემის გადაჭრა?(მაგ.სამუშაო სივრცეში ცვლილება,ახალი ინიციატივები,სისტემების ჩანაცვლება,ტექნოლოგიების განახლება.)
  • რატომ ახლა
  • რომელ სტრუქტურას ან ორგანიზაციულ წესებს უნდა პასუხობდეს გადაწყვეტილება
  • რომელი სტრუქტურისა თუ ორგანიზაციული წესებით უნდა ვიხელმძღვანელოთ პრობლემის გადასაჭრელად.

ჩამოწერეთ ზემოთ მოცემული კითხვები, გასწვრივ უპასუხეთ, შეინახეთ და განაახლეთ.

პატივისცემით თქვენი Digital Bus 🧡

მსგავსი სიახლეები