ხშირად ადამიანის მიერ ერთხელ დანახული კომპანიის რეკლამა საკმარისი არ არის. ზუსტად ამიტომ, ამ ადამიანებთან კიდევ ერთხელ მესიჯის გაგზავნა აუცილებელია. ეს კომპანიას აძლევს საშუალებას, რომ საჭირო ხალხთან, საჭირო ადგილას, საჭირო მესიჯი გააგზავნოს. ზუსტად ამიტომ Retargeting და ასევე Remarketing მარკეტინგის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილებია.
მოდი უცებ ვთქვათ რა განსხვავებაა მათ შორის. ბევრი ჩვენგანისთვის ორივე ერთ მიზანთან ასოცირდება: იმ მომხმარებლების ჩვენსკენ მოზიდვა, რომლებიც რამე კავშირში არიან ჩვენს კომპანიასთან. დიახ, მიზანი ერთია, მაგრამ სამიზნე აუდიტორია სხვადასხვა. Retargeting არის კომუნიკაციის საშუალება იმ ხალხთან, რომელმაც დაგუგლა ან სადმე მოძებნა შენი კომპანია, მაგრამ ჯერ შეძენის გადაწყვეტილება არ მიუღია. Remarketing კი არის იმ ხალხთან საუბარი, ვინც ერთხელ უკვე ისარგებლა შენი კომპანიით, მაგრამ გინდა, რომ კიდევ ერთხელ იყიდოს შენი პროდუქტი ან სერვისი.
ამ სტატიაში Retargeting-ზე გვექნება საუბარი. მისი სწორი გამართვისთვის სწორი მესიჯის მოძებნაა აუცილებელი. სწორი მესიჯი კომპანიის და ქოფირაითერის თავსატეხია. მათ უნდა მოიფიქრონ ისეთი ტექსტი, რომელიც მომხმარებელს დააინტერესებს და მათი პროდუქტის ან სერვისის შეძენისკენ უბიძგებს. აი რაც შეეხება იმას, თუ სად უნდა ვიპოვოთ პოტენციური მომხმარებელი და როგორ უნდა მივმართოთ “სწორ” ხალხს, ეს უფრო რთული საკითხია.
Retargeting-ის ბევრი პლატფორმა არსებობს და მათი არჩევა და გამოყენება ბევრს ერთულება. სტატიაში Retargeting-ის პლატფორმებს განვიხილავთ და მისი გამოყენების ინსტრუქციებსაც მოვაყოლებთ 👌🏻
Retargeting Google Display Network-ზე
ყველაზე მარტივით დავიწყოთ: თუ გაქვს Google ads ექაუნთი, მაშინ Retargeting-ისთვის Google Display Network-ს უნდა იყენებდე.
Google Display Network მოიცავს 2 მილიონზე მეტ ვებ-საიტსა და აპლიკაციას. მისი გამოყენებით ასევე შეგიძლია ვიდეო რეკლამები განათავსო YouTube-ზე. ამ ყველაფრის გაერთიანებით ვიღებთ იმას, რომ გვაქვს შესაძლებლობა ინტერნეტის 10%-მდე მივიღოთ წვდომა.
GDN-ზე Retargeting კამპანიის შესაქმნელად საჭიროა მხოლოდ რამდენიმე რამ: Google retargeting tag-ის საიტზე დამატება, რეკლამის შექმნა და კამპანიის დაწყება.
თუ AdWords-საც იყენებ, შეგიძლია Remarketing-ის სია ნახო Search Ads-ისთვის (RLSA), რომ მოარგო ქივორდები და ქოფი იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე ესტუმრნენ შენს საიტს.
მოკლედ რომ ვთქვათ, Retargeting-ის კამპანია Google Ads-ზე ძალიან მარტივია და მისი არ გამოყენება ნამდვილი დანაშაულია. შეიძლება ის მაქსიმალურ reach-ს ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ კარგი შედეგების დადება მაინც შეუძლია.
Retargeting Facebook-ზე
Google-ს მსგავსად, Facebook მორიგი მასიური Retargeting-ის პლატფორმაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენო.დღიურად 1.8 მილიარდი მომხმარებლით, ამ პლატფორმაზე რეკლამის განთავსება უნიკალურ შანსს გაძლევს, რომ არანორმალურად დიდ აუდიტორიას გააცნო შენი პროდუქტი.
მარტო Facebook რამდენად დიდია და წარმოიდგინე ამას Instagram-იც ემატება, რომელზეც ასევე შეგიძლია განათავსო რეკლამები.
GDN-ის მსგავსად, Retargeting-ის კამპანიის გაკეთება Facebook-ზე ძალიან მარტივი საქმეა: ისევ retargeting tag-ის (პიქსელის) საიტზე დამატება, რეკლამის შექმნა და კამპანიის დაწყება.
დასაწყისისთვის ამ ვიდეოს შეგიძლია უყურო 👇🏻
Retargeting-ს Facebook-ზე თითქოს არაფერი დაეწუნება, მაგრამ GDN-ის ნაირი ეფექტური მაინც არ არის. თანაც მაშინ, როცა Apple-მა “ომი გამოუცხადა” Facebook-ს, მომხმარებლების tracking და შემდეგ მათი Retargeting ძალიან გართულებულია 🔒
Retargeting სერვისები
შენ შეგიძლია უბრალოდ ადგე და ამ პლატფორმებზე გააკეთო კამპანიები, მაგრამ თუ Retargeting-ის ახალ საფეხურზე აყვანა გსურს, მაშინ შეიძლება Retargeting სერვისებით დაინტერესდე 👇🏻
AdRoll
AdRoll ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული მოთამაშეა ამ სფეროში. ვერ ვიტყვით რომ ყველაზე იაფია, მაგრად ძალიან დიდი და გამოცდილი კომპანიების დიდი ნაწილი სწორედ მას იყენებს.
მისი უამრავი პარტნიორის საშუალებით (Google, Facebook, Yahoo, Microsoft და ა.შ.), პლატფორმა გაძლევს საშუალებას, რომ ინტერნეტის 98%-ზე გაქვს წვდომა. AdRoll სეგმენტაციისა და ტარგეტირების ვარიანტებსაც კი გთავაზობს, რომელიც შესაძლოა გამოიყენო რეკლამის განთავსებისას.
Criteo
AdRoll-ის მსგავსად Criteo-ც უამრავ საიტს გთავაზობს, სადაც targeting შეგიძლია.
საბოლოოდ Criteo-ზე ითქმის, რომ ძალიან სერიოზული Retargeting სერვისია, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ყველაზე შედეგიანი და გამომდგარია ბაზარზე.
პლატფორმის ალგორითმი ძირითადად იმის მიხედვით ეძებს პოტენციურ მომხმარებლებს, ვინც ბოლო პერიოდში ესტუმრა საიტს. შეიძლება ნამდვილად არის სფეროები, სადაც მომხმარებელს თავს 2-3 დღეში თუ შეახსენებ შედეგს გამოიღებს, მაგრამ ასევე ბევრი სფეროა, სადაც მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო სჭირდება. ასეთ სიტუაციაში Criteo ნამდვილად არ არის იდეალური პლატფორმა.
Steelhouse
Steelhouse ახალი სიტყვაა ამ სფეროში. მისი მოქმედების სტრატეგია განსხვავდება მისი კონკურენტებისგან, მათ შორის Google-ის ბაზაზე არსებული პლატფორმებისგან, მათ შორის AdRoll-ისგან.
თუ Retargeting-ში ახალ პლატფორმას ეძებ, რომელიც გამორჩეულად კრეატიულ გზებს გთავაზობს რეკლამირებისთვის მაშინ Steelhouse ნამდვილად უნდა განიხილო ვარიანტად. მისი განსხვავებულობის და ინოვაციურობის გარდა ისიც გამოსარჩევია, რომ პლატფორმაზე არსებული ნიმუშები ძალიან დიდ დროს დაგიზოგავს და განსაკუთებული რეკლამის შექმნაში დაგეხმარება.
რა შეიძლება ითქვას საბოლოოდ? როგორც ხედავ ბევრი Retargeting ისურვე და მისი განხორციელების უამრავი საშუალება არსებობს.
ყველა ბიზნესი უნიკალურია და განსხვავებული მომხმარებელი ჰყავს. რაც შეგვიძლია გირჩიოთ ის არის, რომ თუ პატარა ბიზნესი გაქვს, მაშინ შესაძლოა Facebook-ზე და Google Display Network-ზე Retargeting საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს. თუ საშუალო ან დიდი ბიზნესი გაქვს, მაშინ ალბათ იმ სერვისების გამოყენება გამოგადგება, რომელიც ვახსენე: AdRoll ან Steelhouse.
მოკლედ, ჩვენ რჩევები მოგეცით და ახლა შენზეა ყველაფერი. ხოლო, თუ სოციალურ მედიაზე უფრო მეტის გაგება გსურს, მაშინ –
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში