fbpx




5 ივლისი 4 წუთში წასაკითხი

ამბის მოყოლის ძალა მარკეტინგულ სტრატეგიაში

მარკეტინგულ სამყაროში ყველაფერი სამიზნე აუდიტორიის დარწმუნებასა და მომხმარებელთან ძლიერი კავშირის დამყარებაზეა აგებული.

მოგეხსენებათ, დღესდღეობით ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც განსხვავებული მიდგომის ჩამოყალიბება და აუდიტორიის ყურადღების მიქცევა მარტივი სულაც არ არის.

თუმცა, ამბის თხრობა საუკეთესო საშუალებაა მარკეტერებისთვის, ისინი ხალხს თავიანთ ბრენდს აცნობენ და ამით სამიზნე აუდიტორიამდე აღწევენ.

ამ სტატიაში უკეთესად განვიხილავთ ამბის თხრობის ძალას და მის მნიშვნელობას მარკეტინგულ სტრატეგიაში.

რატომ ამბის თხრობა?

ადამიანები ბუნებით ამბის მთხრობელები არიან. ჩვენ დაპროგრამებული ვართ, რომ შევიტყოთ და მოვყვეთ ისტორიები. ამბის თხრობის პროცესში კი ვუზიარებთ ემოციებს, ღირებულებებსა და გამოცდილებებს. ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მარკეტინგულ სამყაროში ეს მიდგომა დიდი ეფექტურობით სარგებლობს.

ამბის თხრობა ბრენდებს საშუალებას აძლევს, რომ თავიანთი სათქმელი ავთენტურად და ემოციურად გადმოსცენ.

ისტორიის მოსმენისას მომხარებელი ბრენდთან აიგივებს თავს, ადამიანები პროდუქტთან ერთად ყიდულობენ იმ ემოციებს, რომელიც შენაძენთან ასოცირდება, ეს პროცესი კი მომხმარებელესა და ბრენდს შორის ძლიერ ურთიერთკავშირს აყალიბებს.

კარგი ამბავი დაუვიწყარია

მარკეტინგული კამპანიის მიზანი მხოლოდ ყურადღების მიქცევა არ არის, ხანგრძილივი შთაბეჭდილების დატოვება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. სწორედ ამიტომ, კარგი ამბავი, ფაქტობრივ მესიჯთან შედარებით მარტივი დასამახსოვრებელია

კარგ ამბავს პოპულარიზაციის შესაძლებლობაც აქვს. როდესაც ამბავი ადამიანებზე გავლენას ახდენს, ისინი მას თავიანთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უზიარებენ. ეს კი ბრენდის ცნობადობაზე დადებითად მოქმედებს და მის ჩართულობაზეც პოზიტიურად აისახება.

კარგი ამბავი ავთენტურია.

მომხარებელს მოსწონს ავთენტურობა. მათ სჭირდებათ ბრენდი, რომელიც გულწრფელია. კარგი ამბავი მხოლოდ ემოციურად დამაკმაყოფილებელი კი არა, მართალი უნდა იყოს.

ნდობის მარცვლის გაღვივება სამიზნე აუდიტორიასა და ბრენდს შორის აუცილებელია.

კარგი ამბავი მიმართულია სამიზნე აუდიტორიისკენ.

კარგი ამბის მოყოლა საკმარისი არ არის, ის სამიზნე აუდიტორიასაც და მის საჭიროებებს უნდა ერგებოდეს.

მომხმარებლის ინტერესებთან და ღირებულებებთან თანხვედრა ბრენდის პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, საჭიროა სოციალური მედიის პლატფორმები, რომლებიც აუდიტორიამდე სათქმელის მიტანას გაამარტივებს.

როგორ გამოვიყენოთ ამბის თხრობის ტექნიკა მარკეტინგულ სტრატეგიაში?

აქვე გაგაცნობთ მაგალითებს, თუ სად და როგორ შეიძლება გამოიყენოს ბრენდმა ამბის თხრობის ტექნიკა.

  1. ბრენდის ისტორია

საიდან წარმოიშვა ბრენდი და როგორ გაიზარდა ის.

ამის საშუალებით სამიზნე აუდიტორია შეიტყობს ბრენდის შესახებ, რითი არის ბრენდი განსხვავებული სხვებისგან.

  1. პროდუქტის ისტორია

    ასახავს ისტორიას გარკვეული პროდუქტის შესახებ.

გვაძლევს ინფორმაციას პროდუქტის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

თხრობის ეს ფორმა მომხარებელს ეხმარება, რომ პროდუქტის დანიშულებისა და ღირებულების შესახებ შეიტყოს, რაც ბრენდთან დაკავშირებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

მომხმარებლის ისტორიები

მომხარებლის ისტორიების გაზიარება ეფექტური საშუალებაა, რომ ბრენდის პროდუქტისა და სერვისების ნამდვილი, ცხოვრებისეული გავლენის შესახებ შევიტყოთ.

გავიგოთ როგორ გააუმჯობესა ამა თუ იმ პროდუქტმა მომხმარებლების ყოველდღიურობა.

ემოციური ამბის თხრობა

სამიზნე აუდიტორიისთვის ემოციების გაღვიძება მნიშვნელოვანია.

გულთბილი ისტორიები საუკეთესო საშუალებაა მომხარებელთან დასაკავშირებლად და ბრენდის ლოიალურობის ჩამოსაყალიბებლად.

შემეცნებითი ამბის თხრობა

საგანმანათლებლო საკითხების გაზიარება ეფექტური საშუალებაა, რომ მომხარებელს კომპლექსური პროდუქტებისა და ხარვეზების შესახებ ინფორმაცია გაუზიარო.

ინტერაქციული ამბის თხრობა

ინტერაცქიულობა კარგი საშუალებაა, რომ აუდიტორია ჩვენი ამბის ნაწილად ვაქციოთ. იქნება ეს ინტერაქციული კონტენტი: ქვიზები და თამაშები, ან მისცეთ მომხარებელს საშუალება, რომ თავიანთი ისტორიები გაგიზიარონ.

დასასრულს ვიტყოდი, რომ ამბის თხრობის დამატება მარკეტინგულ სტრატეგიაში საუკეთესო საშუალებაა ჩართულობისა და დასამახსოვრებელი კონტენტის შესაქმენლად.აზრიანი ისტორიების საშუალებით ბრენდი აუდიტორიას ღრმა დონეზე უკავშირდება, რისი საშუალებითაც ამყარებს ნდობას და აჩაღებს ლოიალურობას.

მეტი ინფორმაციისთვის გაეცანი ქოფირაითნგის კურსს. https://digitalbus.ge/course/copiraitingis-kursi-online/

მსგავსი სიახლეები