კრეატიულობა რომ ამ აუცილებელი უნარია წარმატების მისაღწევად ეს ალბათ უჩემოდაც იცი. ზუსტად ამიტომ, მსოფლიო ეკონომიკის ფორუმმაც კი, მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან 10 უნარს შორის დაასახელა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველა ჩვენგანის ტკივილი სწორედ ის არის, რომ კრეატიული იდეები ნაკლებად მოგვდის და მიზეზი ხშირად ჩვენი რუტინული სამუშაოა, რომელიც სხვა ყველაფრის დროს და ენერგიას გვართმევს.
კრეატივის ქონა ბევრისთვის მაგიური უნარია, რომელსაც ვერ ისწავლი და ეს ალბათ პირველი შეცდომაა, როცა კრეატივზეა საუბარი. ყველაფრის სწავლა შესაძლებელია, მათ შორის კრეატივისაც. კითხვაზე, “როგორ გავხდე კრეატიული?” ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან არანაირი კრეატიული განათლების სკოლა არ არსებობს, მაგრამ თუ საქმეს სწორად მიუდგები, ყველაფერს თავად მიაღწევ: მთავარია ეცადო, რომ სამყაროს სხვა კუთხით დააკვირდე, ერთი შეხედვით დაუკავშირებელი ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირო და მალე, მარტივი კრეატიული იდეები შენი კომპლექსური ამოცანების ამონახსნი გახდება.
რა არის კრეატივი? 🤟🏻
ბევრს კრეატივი მხოლოდ კრეატიული ბიზნეს იდეები ჰგონია. არადა, კრეატივი მეტია, ვიდრე მხოლოდ ახალი წამოწყება და ენტრეპრენერობა. მაგალითად მარკეტერს ის სჭირდება, რომ კრეატიული მარკეტინგი აწარმოოს და არა ისეთი, როგორსაც ყველა აკეთებს. ფოტოგრაფს ის სჭირდება, რომ კრეატიული ფოტოები გადაიღოს. ჩვენ, ყველას გვჭირდება კრეატივი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ერთმანეთს კრეატიული საჩუქრები ვაჩუქოთ და არა ისეთი, როგორიც შენთვისაც უამრავჯერ უჩუქებიათ და არცერთხელ არ გაგხარებია.
კრეატიულობას მოაქვს ინოვაციურობა 🦾
ბიზნესის წარმატებულად ოპერირებისთვის და ახალი მწვერვალების დასაპყრობად, თანამშრომლების კრიტიკული და კრეატიული აზროვნებაა საჭირო. ზუსტად ეს ყველაფერი არის საჭირო, რომ კომპანიამ ინოვაციური სერვისი ან პროდუქტი შექმნას. თეორიულად ამის თქმა მარტივია, მაგრამ პრაქტიკაში დამსაქმებლებმა რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინონ: თანამშრომლებს უნდა მისცენ დრო და თავისუფლება რომ იყონ კრეატიულები – თუ მათ მუდმივად შეცდომების დაშვების შიში ექნებათ და დაძაბულები იქნებიან, ახალსაც არაფერს არ ცდიან, რადგან ეს მათთვის ცხოვრების უსაფრთხოდ გაგრძელების გზა იქნება და კომპანიაში კრეატივი საერთოდ გაქრება. ზუსტად ამის დადასტურებაა ბოლო კვლევები, რომლის მიხედვითაც, ფსიქოლოგიურად უსაფრთხო კომპანიებში იქმნება ინოვაციური და კრეატიული პროდუქტები.
კრეატიულობა ერთადერთი გზაა ბიზნესის გადარჩენისთვის 💰
ცვლილებებთან ადაპტაცია და კრეატიული ხედვების ქონდა არის ის, რაც ბიზნეს წარმატებაში ეხმარება და აძლევს საშუალებას, რომ უზარმაზარ კონკურენციაში გადარჩეს. თუ კომპანიას არ შეუძლია, რომ ადაპტირდეს ცვლილებებთან, უბრალოდ გაქრება და ჩვენ ამის ბევრი მაგალითი კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს ვნახეთ. არ აქვს მნიშვნელობა კომპანია დიდია, თუ პატარა – ყველა მათგანმა უნდა სცადოს გამოსავლებს შორის საუკეთესო დაინახოს და თუნდაც არაპოპულარული, მაგრამ კრეატიული და აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღოს.
კრეატიულობა მომავლის უნარია 🤖
ბოლო წლებში ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს პროგნოზი გააკეთოს იმის შესახებ, თუ რა პროფესია იქნება მომავალში მოთხოვნადი, რომელი უნარები დაგვჭირდება 20 წლის შემდეგ და ა.შ. ბევრი ახერხებს ამ პროგნოზის გამოცნობას, მაგრამ უმეტესობა – ვერ. მაგრამ, თუ ყველა ასეთ სტატიას, ნაშრომს თუ პუბლიკაციას დავაკვირდებით, ყველა მათგანს ერთი რამ აქვთ საერთო – არ აქვს მიშვნელობა პროგნოზის მიხევით ადამიანს რობოტი ჩაანაცვლებს, თუ ყველაფერს ადამიანი გააკეთებს, ყველაზე აუცილებელი ადამიანის კრიტიკული და კრეატიული აზროვნება იქნება. ხოდა ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია – ვეცადოთ ჩვენს თავში კრეატიულობა გავაღვიძოთ და ციფრული მომავლისთვის მოვემზადოთ 🤘🏻
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში