fbpx




22 დეკემბერი 7 წუთში წასაკითხი

B2B ქოფირაითინგის მაგალითები, რომლისგანაც ძალიან ბევრს ისწავლი

ქოფირაითინგი-მწერალსა და მომხმარებელს/მკითხველს შორის საუბრის ხელოვნებაა, რაც საკმაოდ რთული პროცესია. 

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თუ კი ქოფირაითერმა ზუსტად იცის როგორ მიიტანოს სათქმელი მკითხველამდე, შედეგიც ზუსტად ისეთია, როგორიც ჩანაფიქრში აქვს.

პროფესიონალმა ქოფირაითერმა იცის როგორ გამოიყენოს მიმზიდველი ფრაზები, კრეატიული ტონები და საჭიროების შემთხვევაში, აუდიტორიის მასტიმულირებელი გამოცდილების მიზნით იუმორიც ჩართოს მასში.

სწორედ ეს ასხვავებს ქოფის წერას ლიტერატურისგან. იუმორისა და ენისათვის დამახასიათებელი სპეციფიკების გამოყენება შესანიშნავი გზაა ამაღელვებელი და მიმზიდველი შინაარსის შესაქმნელად. 

თუმცა აუცილებელია ისიც ვახსენოთ, რომ ქოფის შექმნისას ყველაზე მნიშვნელოვანი აზრის მარტივად და ლაკონურად გადმოცემაა.

აქვე B2B ქოფირაითინგის საუკეთესო მაგალითები შევაგროვეთ, რომლებიც შთაგონებას მოგცემთ ქოფის შექმნისას

#1: Roast My Landing Page

Roast My Landing Page ზუსტად გეტყვის რას უნდა ელოდოთ წინასწარ. გაინტერესებს? მაშინ იცოდე, რომ 49 ფუნტად ძალიან დიდი სარგებლის მიღება შეგიძლია.

“so many new customers you’ll have to work weekends.”“.

ერთი ხედვით, ტექსტით საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვიღებთ

  • რას უნდა ელოდოს ახალი მომხმარებელი roast my landing page-ისგან 
  • ვისთვის არის შექმნილი ეს სერვისი 
  • როგორ სრულდება დაპირება (15 წლიანი გამოცდილება)
  • როგორ შეგიძლია დაიწყო სერვისით სარგებლობა (149 £ ღილაკი “roast me”)
  • რატომ უნდა ენდო სერვისს (დასრულებულია 150 5 ვარსკვლავიანი შეფასება)
  • ეს არის b2b-ს ღირებულებაზე დაფუძნებული ქოფირაითინგის შესანიშნავი მაგალითი. 

მსგავსი ტიპის ქოფის შექმნა ვებსაიტის ვიზიტორებთან ერთად პოტენციური მომხმარებლის რაოდენობასაც ზრდის.

 

#2: copyhour

ცნობილი ქოფირაითერი დერეკ იოჰანსონი copyhour-ზე შესანიშნავი ქოფის შექმნას გვასწავლის. 

გაყიდვების გვერდი იწყება კითხვით “გიჭირთ ქოფის წერა?” 

რაც საინტერესოა ქოფირაითერებისათვის, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი უნარები.

შემდეგ, დერეკი მკითხველის ინტერესს “წარმატების საიდუმლოთი” იპყრობს.

ამასთან, ცოტა იუმორსაც ამატებს და ამბობს, რომ „მდიდარი და ცნობილი“ ქოპირაითერები ამ საიდუმლოებებს თავიანთი წარმატებისათვის იყენებენ.

ეს ყოველივე მკითხველის ინტერესს ინარჩუნებს, რათა სხვა გვერდებზეც გადავიდეს და მეტ ინფორმაციას გაეცნოს

#3: hubspot

hubspot მოკლე და ლაკონური ქოფის კიდევ ერთ შესანიშნავ მაგალითს გვთავაზობს. ის მკითხველის ყურადღებას იპყრობს და მათი პრობლემის გადაჭრის გზებსაც აჩვენებს. 

hubspot ყურადღების მისაპყრობად, მომხმარებლის პრობლემას საყრდენ წერტილად იყენებს. 

ვინაიდან ბიზნესის ზრდა-განვითარება საკმაოდ რთული პროცესია, გასაკვირი არც არის, რომ მარტივი გზების აღმოჩენა ყველასათვის მიმზიდველია.

ტექსტი გრძელდება გარკვეული განმარტებებით, თუ როგორ ასრულებს კომპანია თავის დაპირებებს „მარკეტინგის, გაყიდვებისა და სერვისის პროგრამული უზრუნველყოფის შეთავაზებით…“

საბოლოოდ კი მთავრდება საინტერესო მინიშნებით, რომელიც შედეგის პოზიტიურობას გვამცნობს, როგორც ბიზნესისთვის, ისე მისი მომხმარებლისათვის.

სწორედ ეს იწვევს ინტერესს, მეტი გავიგოთ კომპანიისა და მისი მიზნების შესახებ. ხოლო მოსახერხებლად განთავსებული cta ღილაკი სრული ინფორმაციის მარტივად მიღებაში გვეხმარება.

#4: hello fresh

hello fresh არის საკვები ობიექტია, რომელიც თავის პროდუქტს მომხმარებელს პირდაპირ სახლის კართან აწვდის. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად b2b სულაც არ არის, მისი ქოპირაითინგის მაგალითი მაინც საინტერესოა ბიზნეს აუდიტორიისთვის:

“გათავისუფლდი სტრესისგან სადილის დროს”

მათი განცხადება იპყრობს ყველა იმ ადამიანის ყურადღებას, რომელთაც სურთ ჯანსაღად იკვებონ, თუმცა მოსამზადებლად დრო და ენერგია არ ყოფნით.

მთავარი სათაურის ქვეშ მოქცეული წარწერა “ამერიკის ყველაზე პოპულარული კერძების ნაკრები”, შეგვიძლია მივითოღ როგორც სოციალური მტკიცებულება. 

ტექსტში ისიც ჩანს, რომ ბევრი სხვა ადამიანი იყენებს სერვისს, რომელიც მაშინვე გვიჩენს კითხვას „რას ვკარგავ?“.

გამოტოვების, დაკარგვის შიში (fomo) ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც ხშირად გამოიყენება მარკეტინგში. 

ადამიანის სურვილი, ჰქონდეს ის რაც სხვას აქვს, ხშირად ბიზნესისათვის მთავარი იარაღია.

#5: mailchimp

mailchimp არის პოპულარული, მარკეტინგული ელ.ფოსტის სერვისია, რომელიც ბიზნესებს თავიანთი კამპანიების ოპტიმიზაციაში ეხმარება.

მათ მთავარ გვერდზე მოხვედრისთანავე ვხვდებით საკმაოდ საინტერესო, თუმც აორაზროვან წარწერას-”მარკეტინგის საზრიანობა დიდი იდეებისთვის”

სათაური ბევრ კითხვას აჩენს, ასე რომ, შესანიშნავი გზაა მკითხველის წასახალისებლად, რათა კითხვა განაგრძოს.

შემდგომი დაკვირვებით ცხადი ხდება კომპანიის არსი, თუმცა ამჯერად ჩნდება კითხვები:

რაში გვეხმარება?

როგორ აკეთებს ამას?

რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს აჩენს და შედეგად მკითხველი ისევ განაგრძობს ტექსტის კითხვას. 

#6: wordpress

wordpress-ის შესახებ ალბათ უკვე გსმენიათ, თუმცა მათი ქოფირაითინგის მაგალითიც საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებს იმის ახსნაში, თუ რა არის ის.

wordpress ოსტატურად იყენებს მათ მიერ მოწოდებული სერვისის სწრაფ შეჯამებას, რასაც უამრავი სოციალური მტკიცებულება ახლავს თან. 

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ვებსაიტების შემქმნელთან. ვებ-გვერდების 40% wordpress-ზეა შექმნილი. 

ყოველდღიურად უფროდაუფრო მეტი კომპანია, ბლოგერი და მცირე ბიზნესმენი იყენებს wordpress-ს. 

შეუერთდით იმ მილიონობით ადამიანს, რომლებიც wordpress-ს თავის სახლს უწოდებს.”

გვერდის ქვემოთ შეამჩნევთ, რომ ქოფი კიდევ უფრო აფართოებს wordpress-ის უპირატესობებს მცირე და მარტივად წასაკითხი წინადადებებითა და სათაურებით.

#7: canva

canva ქოფის დასაწერად მოკლე, ლაკონურ წინადადებებს იყენებს. თუმცა მათი ვიზუალური მხარე იმდენად შთამბეჭდავია, რომ მაშინვე იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას.

„Canva-დიზაინი ყველასათვის. 

შექმენით პერსონალური შაბლონები და შეიმუშავეთ ვიზუალები გუნდთან ერთად. გააზიარეთ თქვენი შექმნილი დიზაინები და  დაბეჭდეთ იგი პროფესიონალურად, ნებისმიერ დროს.”

#8: fiverr

fiverr თავისუფალი სერვისების ბაზარია და კატეგორიების უზარმაზარ არჩევანს გვთავაზობს.

მათ მიერ გამოყენებული ქოფი საოცრად მარტივია, თუმცა ეფექტური, რადგან აჯამებს ზუსტად იმას, რაც მოწოდებულია სწრაფი და ადვილად გასაგები გზით.

fiverr გვაცნობს რამდენიმე ფრილანსერს მბრუნავი სურათების მეშვეობით, რაც ხელს უწყობს პლატფორმის უფრო პერსონალური და ადამიანური განცდის შექმნას.

“იპოვეთ სრულყოფილი თავისუფალი სერვისები თქვენი ბიზნესისთვის”

#9: notion

notion შესანიშნავი ინსტრუმენტია  პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად. მას მრავალფეროვანი გამოყენება აქვს და საკმაოდ მარტივი, მომხმარებელზე მორგებული აპლიკაციით გამოირჩევა. 

საწყისი გვერდის ქოფი მკაფიო განმარტებით მიდის პირდაპირ იმ აზრამდე, თუ რისი შეთავაზება შეუძლია მათ სერვისს.

all-in-one workspace. ერთი ინსტრუმენტი მთელი გუნდისთვის. დაწერე, დაგეგმე და დააორგანიზე“.

#10: convertkit

convertkit კიდევ ერთი მარკეტინგული, mailchimp-ის მსგავსი ინსტრუმენტია, რომელიც თავის კონკურენტთან შედარებით ქოფირაითინგის განსხვავებულ მიდგომას იყენებს.

იმის ნაცვლად, რომ მომხმარებელი დააინტერესოს და კითხვის გაგრძელებისკენ მოუწოდოს, convertkit გვთავაზობს სწრაფ და დეტალურ ინფორმაციას სერვისისა და მისი შეთავაზების შესახებ.

convertkit სწრაფ და მარტივ ქოფის იყენებს, რითიც აჯამებს პროდუქტის სარგებლიანობას და გვაჩვენებს რეალურ მაგალითებს.

#11: bluehost

bluehost-ის ქოფის წერის მეთოდი მარტივი და ამასთანავე საკმაოდ ინფორმატიულია.

მათი სათაურები სწრაფად აჯამებს შემოთავაზებებს, დანარჩენი ინფორმაცია კი ბულეტებადაა ვიზუალზევე დატანილი. 

აშკარაა, რომ ეს ქოფი განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისთვის ან მენეჯერებისთვის, რომლებთაც, როგორც წესი, არ აქვთ ბევრი დრო ჯდომისა და კვლევისათვის.

ეს სწრაფი და ინფორმატიული განლაგება მოთხოვნის გარეშე გვაწვდის ხელმისაწვდომ ინფორმაციას.

#12: slack

slack საკომუნიკაცო სერვისია, რომელიც შექმნილია ბიზნესისთვის, რათა გაზარდოს პროდუქტიულობა და ეფექტურობა. 

მათი ქოფები საკმაოდ მსუბუქი და ამასთანავე იუმორის შემცველიცაა. 

“slack მუშაობას სასიამოვნოდ აქცევს” ის განცხადებაა, რომელიც მაშინვე იპყრობს მკითხველის ყურადღებას და მეტ ინტერესს აჩენს სერვისის მიმართ.

გვერდის სქროლვისას პატარა სათაურებითა და მაგალითებით, მარტივადაა ახსნილი თუ როგორ მუშაობს slack.

თუ ეს სფერო გხიბლავს და გსურს დაეუფლო ქოფირაითინგის პროფესიას მაშინ შემოგვიარე ჩვენს კურსზე ქოფირაითინგის კურსი ონლაინ – Digital Bus • Academy

მსგავსი სიახლეები