fbpx




11 ოქტომბერი 7 წუთში წასაკითხი

კორპორატიული სტილი: რისთვის არის საჭირო და რა შედის მასში

საფირმო სტილი – კომპონენტების ერთობლივი ნაკრებია, რომლებიც ბრენდის, ან კომპანიის იდენტობის დემონსტრირებას ახდენს.  შესაძლებელია მათი დანახვა, წაკითხვა, მოსმენა –  მყისიერი  შეგრძნება. 

რისთვის/რატომ  არის საჭირო კორპორატიული სტილის (იდენტურობის) არსებობა?

იმისთვის, რომ ცნობადი იყოს,   კომპანიებს სჭირდებათ  იდენტობა.  Იდენტობის დახმარებით ბრენდი თავის შესახებ ყვება, ქმნის საკუთარ განმასხვავებელ კოდს და  მომხმარებელთან  სასურველ იმიჯს აყალიბებს.   კორპორატიული სტილი, იდენტობა  მომხმარებელს ბრენდის  ერთი შეხედვით ამოცნობაში და მისი პროდუქტების  სხვა არსებულ პროდუქტებს  შორის შემჩნევაში ეხმარება. 

გარდა ამისა, პროდუქტებში, რეკლამებსა და კორპორატიული მასალების დამუშავებისას საერთო ვიზუალური სტილის შექმნა,  ბრენდის/კომპანიის დროს და რესურსებს ზოგავს. 

დიზაინერები მზა კომპონენტებს და კონცეფციებს იყენებენ, შესაბამისად მათ არ სჭირდებათ  ყოველი  ახალი იდეის/კრეატივის 0-დან დამუშავება. 

კორპორატიული სტილის განვითარების საფუძველი  

ვიზუალური კოდის (ვიზუალისთვის კოდების)  შექმნამდე, მნიშვნელოვანია კომპანიის და თქვენი კლიენტის პროდუქტების შესახებ  კითხვებზე პასუხების ფორმულირება.  მაგალითად:

  •  რით განსხვავდება ბრენდი სხვა ბრენდებისგან?
  •  რაშია მისი განსაკუთრებულობა?
  •  რომელი ღირებულებების გადმოცემაა საჭირო?
  •  რა არის ბრენდის, კომპანიის მისია?

ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ (გასაგებს გახდის), კონკრეტულად რის შესახებ უნდა იტყობინებოდეს, იძლეოდეს ინფორმაციას კორპორატიული სტილი. მათზე მუშაობენ დიზაინერებიც, მარკეტოლოგებიც მკვლევარებთან ერთად: ისინი ანალიზს უკეთებენ სამიზნე აუდიტორიას, ბაზრის ნიშას  და განსაზღვრავენ კონკრეტულად რომელ  მახასიათებლებში და სფეროებში იქნება გამოყენებული იდენტობა.  

 

 

კორპორატიული სტილის “სინჯისთვის/გამოსაცდელად” გამოიყენება მოქაფი (მზა რეფერენსი) – საგნის  რეალისტური გამოსახულებები, რომლებზეც ის უნდა განთავსდეს.  

კორპორატიული სტილის ფორმატები: პატარა/მცირე, დიდი და დიზაინ-სისტემა

Მცირე კორპორატიული სტილი/იდენტურობა შედგება ტრადიციული აუცილებელი ელემენტებისგან: ლოგო, შრიფტების ნაკრები, ფერთა პალიტრა, კორპორატიული ბლანკების და სავიზიტო ბარათების შაბლონები.  აუცილებლობის შემთხვევაში ამ სიაში შესაძლოა შევიდეს საიტი და აპლიკაცია.

დიდი ფორმატი – თავის თავში მოიაზრებს პატარა ფორმატის ყველა ელემენტს და დამატებით კომპონენტებს, რომელიც ბრენდს სჭირდება კლიენტთან/მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის:

POS მასალის განლაგება, კორპორატიული ფორმა, პატერნები, ტექსტურა,  ხატულები, ვებ-გვერდის განლაგების წესები, ფოტოგრაფიის და ილუსტრაციის სტანდარტული სტილი.  მსხვილი კომპანიებისთვის და ბრენდებისთვის  ზოგჯერ ქმნიან პერსონაჟებს.

 

 

სისტემის დიზაინი –  არის კომპონენტებისა და მათი გამოყენების წესების დიდი და ინკლუზიური ნაკრები. ფერების სქემების, შრიფტების, გრაფიკული ფორმების  მიღმა, მასში აუცილებლად შედის ციფრული ინტერფეისის ელემენტებისა და ჩარჩოების შაბლონები. როგორც წესი მათ მსხვილი კომპანიები იყენებენ, რომლებისთვისაც ელემენტების ასეთი ვრცელი  ბიბლიოთეკა – დამატებით სამუშაო პროცესის მოწესრიგების შესაძლებლობას იძლევა:

  • სხვადასხვა დეპარტამენტების, დიზაინერებისა და დეველოპერების გუნდების  მუშაობის პროცესის სინქრონიზაცია;
  • ინტერფეისის შექმნის ავტომატიზირება,  მრავალრიცხოვანი შაბლონებისა და მზა ელემენტების ნაკრების წყალობით, კრეატივის შექმნა;  
  • ვიზუალური ენის, კოდის და ელემენტების გამოყენების წესების  სტანდარტის შექმნა, უნიფიცირება (გაერთიანება).   
  •  

 

კორპორატიული სტილის კომპონენტები

ლოგოტიპი, საფირმო ნიშანი და ემბლემა

ლოგოტიპი – კორპორატიული სტილის საბაზისო  ელემენტია, რომელიც მუშაობს როგორც ბრენდის  მთავარი იდენტიფიკატორი.  

ლოგოტიპი ორი ელემენტის კომბინაციისგან შედგება, ან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის:

  • გრაფიკული სიმბოლო –  ნახატი,  სურათები (გამოსახულება), აიკონები (ხატები);  
  • კომპანიის, ან პროდუქტის სახელწოდების/დასახელების  განმსაზღვრელი ·          
  • ანბანური წერა, კონკრეტული კორპორატიული შრიფტით.
Fresh Font designs, themes, templates and downloadable graphic elements on  Dribbble

 

საფირმო (კორპორატიული) ნიშანი – არის ბრენდის გრაფიკული სიმბოლო. სიმბოლო შესაძლოა იყოს ლოგოს დახატული ნაწილი დასახელების წარწერის გარეშე (თუ ლოგო არის გრაფიკის და ტექსტის კომბინაცია), ან დამატებითი ვიზუალური ელემენტი. მაგალითად, სოციალური ქელის ტვიტერის (Twitter)  ლოგოტიპი – ეს არის ჩიტის გამოსახულება, რომელსაც გვერდით აქვს სერვისის სახელი, ნიშანი არის მხოლოდ ჩიტი მრგვალ,  ან მართკუთხა ჩარჩოში.  

ემბლემა – ეს არის გრაფიკული სიმბოლო, რომელიც ავლენს ბრენდის იმიჯს. მეტაფორულად ყვება ბრენდის ფილოსოფიის შესახებ, ან ბრენდის  ისტორიაში არსებული   მოვლენების შესახებ. 

 

Tbilisi Taxi Guide 2022: Tips & Best Taxi Apps Compared

 

ლოგოტიპის და ნიშნისგან განსხვავებით, ემბლემის დანიშნულება (ამოცანაა) –  არ მოახდინოს ბრენდის, ან პროდუქტის იდენტიფიკაცია, არამედ მოახდინოს იდეის საფუძვლების სიმბოლიზირება. ემბლემა უფრო ახლოს არის ილუსტრაციასთან, ვიდრე აბსტრაქტულ სიმბოლოსთან.   (ლოგოსა და ნიშნისგან განსხვავებით, ემბლემის ამოცანაა არა კომპანიის ან პროდუქტის იდენტიფიცირება, არამედ მის უკან არსებული იდეის სიმბოლიზაცია.

 

 

ფერების პალიტრა

ფერები საჭიროა ბრენდის პოზიციონირებისთვის, უნდა ყვებოდეს ბრენდის ისტორიას: მაგალითად, «ტილოსმაგვარი» თეთრი ფერი Maison Martin Margiela-ს ტანსაცმლისა და სუნამოების ეტიკეტებზე არის მინიშნება შაბლონებისთვის საბაზისო ქსოვილზე.

 

 

 შრიფტები

შრიფტების ერთიან ნაკრებს იყენებენ ბრენდის ლოგოტიპსა და ყველა ტექსტურ კომუნიკაციაში.  ტიპოგრაფია, ასევე, ასახავს ბრენდის ხასიათს და პასუხისმგებელია სასურველ მესიჯი გადასცეს/მიიტანოს  მომხმარებელამდე.  მაგალითად, IT სტარტაპის იდენტურობისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ შრიფტი Firago.

თუ იყენებთ ვარიაციულ, ცვლად შრიფტს, მაშინ ცალკეული ასოები შეიძლება თავად გახდეს ბრენდის საფირმო ნიშანი.

 

 

გრაფიკული დიზაინის ელემენტები და ტექსტურები

ილუსტრაციები, პატერნები (შაბლონები) და გეომეტრიული ფორმები  მუშაობს, როგორც დამატებითი საშუალება კომუნიკაციის და ბრენდს ეხმარება უფრო უკეთ გამოიყოფოდეს (ფორმები მუშაობს როგორც კომუნიკაციის დამატებითი საშუალება და ხელს უწყობს ბრენდის კიდევ უფრო უკეთ ხაზგასმას).

დოკუმენტის ფონის ნიმუში,  ან გარკვეული ტიპის შეფუთვა ძლიერ გავლენას ახდენს მომხმარებლსა და ბრენდს შორის   ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილებაზე. 

 

 

მოდულური ბადეები

შაბლონები და მოდულური ბადეები კორპორატიულ სტილში მეორეხარისხოვანი (მეორე დონის) კომპონენტია. ისინი ითვალისწინებენ საბაზისო (ძირითადი)  გრაფიკული ელემენტების ფორმატს და  აუცილებელი (სავალდებულო) წესით მუშაობენ პოლიგრაფიული (ბეჭდური)  პროდუქტების, საიტებისა და აპლიკაციების  გაფორმებაზე. 

 

თუ გინდა ამ ყველაფრის მაგიკოსი გახდე და იყო გრაფიკული დიზაინის სენსეი მაშინ ეს კურსი შენთვისაა: https://digitalbus.ge/course/graphic-design-kursi-online/

მსგავსი სიახლეები