ალბათ, თქვენც შეგიმჩნევიათ, რომ თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებულ ყურადღებას ეს ორი აბრევიატურა: EI (Emotional intelligence) და AI (Artificial intelligence) იპყრობს.
ჩნდება შეკითხვა: რომელი უფრო მნიშვნელოვანია დღესდღეობით?
ეპოქაში, რომელშიც ეფექტურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ემოციური ინტელექტი გადამწყვეტ როლს ასრულებს. იმ სამუშაო სივრცეში, რომლის განვითარებაც გუნდურ მუშაობაზეა დამოკიდებული, სწორედ მაღალი EI-ის მქონე ადამიანები არიან საჭირო, ჰარმონიული და პოზიტიური გარემოს შესაქმნელად.
მეორე მხრივ, ხელოვნურმა ინტელექტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოიტანა ჩვენს ყოველდღიურობაში. გაზარდა დავალებების შესრულების სიჩქარე, სიზუსტე და ადამიანებს მუშაობის პროცესი საგრძნობლად გაუმარტივა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ AI ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემებს და ასრულებს ძალიან რთულ გამოთვლებს, არ აქვს ემოციები და სოციალური ნიუანსებისა თუ ადამიანური საკითხების გაგება არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, ისეთი სამუშაოსთვის, როგორიც, მაგალითად, მომხმარებელთა მომსახურებაა, EI – ის როლი ფასდაუდებელია.
თუ გვინდა, საუკეთესო შედეგებს მივაღწიოთ, ემოციურსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ. EI-ის დახვეწით, ადამიანები შეძლებენ სწორ, ეფექტურ კომუნიკაციას კარგ ლიდერებად ჩამოყალიბებას, AI – ის დახმარებით კი დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავებასა და რთული, რუტინული ამოცანების მოკლე დროში შესრულებას. საბოლოოდ, EI და AI , ერთად, სამუშაო პროცესში ადამიანური და ტექნოლოგიური უპირატესობების ჰარმონიას შექმნის.