fbpx




10 აგვისტო 4 წუთში წასაკითხი

გრაფიკული დიზაინის სამყაროში ცვლილებები სწრაფად მიმდინარეობს

გრაფიკული დიზაინის სამყაროში ცვლილებები სწრაფად მიმდინარეობს.

 ზოგიერთი სტილი დავიწყებას მიეცა, ზოგიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა და შეცვლილი სახით  განაგრძნობს ციფრულ სამყაროში მოღვაწეობას.

 გიზიარებთ 2023 წლის გრაფიკული დიზაინის  ტენდენციებს, რომელიც ვფქირობთ ამ სფეროში თვალსაწიერის გასაფართოებლად აუცილებლად გამოგადგებათ!

  1. AI დიზაინი

ხელოვნური ინტელექტი ციფრული სამყაროს განუყოფელი ნაწილია და რასაკვირველია, რომ დიზაინის შექმნის პროცესზეც საკმაო გავლენა აქვს.

  AI ხელსაწყოების საშულებით ისეთი დიზაინების აწყობა და გენერირება არის შესაძლებელი, რომლის ხელით შექნმაც წარმოუდგენლად რთული/შეუძლებელია.

  1. აბსტრაქტული 3D დიზაინი

ორიენტირებულია სამგანზომილებიანი დიზაინის შექნმაზე, რომელიც აბსტრაქტული და ექსპერიმენტული ხასიათისაა.

ეს ტენდენცია შთაგონებულია ციფრული ფორმით გაცოცხლებული ქანდაკებებითა და ინსტალაციებით.

ვფიქრობთ, რომ 2023 წელს დიზაინერები აბსრაქტულ 3D დიზაინს მიმზიდველი და თვალისმომჭრელი ილუსტრაციების შესაქმნელად გამოიყენებენ, როგორც ანიმაციების ისე ვირტულური რეალობის მიმართულებებით.

  1. ვინტაჟური მინიმალიზმი

ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ადრე არტისტები და დიზაინერები თავიანთ საქმეში მეტ შრომას ‘’გულსა და სულს’’ დებდნენ,  ამიტომ, ხშირად, როდესაც საქმე ძველ მუსიკას, დიზაინსა და მოდას ეხება, ადამიანები მას წარსულის, ტკბილი მოგონებებით სავსე დღეებთან აკავშირებენ.

დიზაინის ეს მიმართულება იმ პერიდოში გვამოგზაურებს, როდესაც ყველაფერი ხელით იქნმებოდა.

მართალია, მინიმალისტური ტენდენცია დიდი ხანია რაც გრაფიკულ დიზაინში დიდი პოპუალრობით სარგებლობს, თუმცა ვინტაჟური მინიმალიზმი ორივე სამყაროს საუკეთესო კომპონენტებს აერთიანებს,ტოვებს მხოლოდ საჭირო ელემენტებს და ქმნის დახვეწილ, უკვდავ კლასიკას.

  1.  ბრენდირებული ილუსტრაციები

ბრენდის ილუსტრაციის სტილი იმდენად ორიგინალური და უნიკალურია, რომ ხშირ შემთხვევაში თავად ბრენდის სინონიმადაც იქცევა ხოლმე, მაშინაც კი, როდესაც ლოგო საერთოდ არ არის ვიზუალზე გამოტანილი.

ბრენდირებული ილუსტრაცია საუკეთესო საშუალებაა ბრენდის იდენტობის ჩამოსაყალიბებლად და ცნობადობის ასამაღლებლად.

  1. ფოტოგრაფია

 ბრნედის მესიჯის მომხარებლამდე მიტანა რეალური ფოტოების საშუალებით ძალიან ეფექტურია.

ორიგინალური და კრეატიული ფოტოების ვიზუალზე გამოტანა, რომელიც ემოციებს აღძრავს და ამბის თხრობაში გეხმარებათ, საუკეთესოა ბრენდისა და მომხარებლის ემოციურ დონეზე დასაკავშირებლად და კომპანიის ცნობადობის გასაზრდელად.

  1.  Motion დიზაინი

 დიზაინის ტექნოლოგიურმა მიღწევებმა შესაძლებელი გახადა მაღალი ხარისხის, სტატიკური გამოსახულებების შექმნა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც შიდა, ასევე გარე რეკლამისთვის.

ახლა კომპანიებს მოძრაობის საშუალებით შეუძლიათ საკუთარ ბრენდეზე გვიამბონ ამბავი, რაც მათ ინდეტობას  და მომხარებელთან მჭიდრო კავშირს აყალიბებს.

  1.  Bold მინიმალიზმი

 ინდუსტრიული დიზაინის სტილი, რომელიც სუფთა და მარტივი ფორმებით ხასიათდება.

გრაფიკული დიზაინის ეს ტიპი აქცენტს ფუნქციონალობაზე აკეთებს, ამიტომ დეკორაციები მინიმუმამდეა დაყვანილი.

Bold მინიმალიზმი ორიდან ერთ-ერთ მიდგომას იყენებს:ან ყველაფერი არსებითი მნიშვნელობისაა, ან ერთი დრამატული ელემენტი გამოიყენება ვიზუალური ინტერესის დასამატებლად.

ინდუსტრიული ელემენტები, როგორიცაა პატარა Icon-ები, ხშირად სიღრმისა და ინტერესის გამოსაწვევად გამოიყენება.

  1. მაქსიმალიზმი

ეს სტილი გრაფიკული დიზაინის საერთო წესებს უარყოფს, მაქსიმალიზმი გულისხმობს კონცეფცია ‘’More is More’-ს’, რომელიც მჟღავნდება მუქი ფერების კომბინაციებში, Bold ტიფოგრაფიიასა და განმეორებით მოტივებში, გრაფიკული დიზაინის ეს ტიპი მარტივად იპყრობს მნახველის ყურადღებას.

გამოიყენე სივრცე სრულად და შეავსე ის სქელი შტრიხებით, ნათელი ფერებითა და მასიური ნიმუშებით.

  1. თანამედროვე ნატურალიზმი

ბუნებრივი, მიწიერი ტონები, სახასიათო ტიპოგრაფიასთან ერთად.

გრაფიკული დიზაინის ეს ტიპი ყველაზე ახლოს არის ბუნებასთან და საუკეთესოა ეკომეგობრული ბრენდების რეკლამირებისთვის.

  1.  ბრტყელი დიზაინი

დიზაინის ეს სტილი მიზნად სიბრტყის შენარჩუნებას ისახავს.

მთავარი არსი,  მკაფიო გზავნილის მიწოდებაზე კონცენტრირებაა, მინიმალური ჩრდილების, გრადიენტებისა და 3D დიაზინების საშუალებით.

ბრტყელი დიზაინი განსაკუთრებით პოპულარულია ტექნიკურ ინდუსტრიაში, რადგან ის გამარტივებული და ეფექტური დიზაინის გამოყენებას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, დიზაინის მინიმალური ეფექტებით აწყობა, ვებსაიტს, ზომების შეცვლის სწრაფ შესაძლებლობას აძლევს-მაღალი გარჩევადობის ეკრანებზე, ხარისხის დაკარგვის გარეშე.

ესეც ასე! თუ სტატია ბოლომდე წაიკითხე, მაშინ ვფქირობ,რომ ახალი მიმართულებების პრაქტიკაში გამოყენება და ორიგინალური, კრეატიული ვიზუალების შექნმა არ უნდა გაგიჭირდეს!

მსგავსი სიახლეები