fbpx




8 დეკემბერი 6 წუთში წასაკითხი

„დიჯითალ ბასში“ შექმნილმა პორტფოლიომ ჩვენს სტუდენტს მილანში უფასოდ სწავლისკენ გაუხსნა გზა!

🚍 ჩვენი ციფრული ავტობუსის სტუდენტები რომ ძალიან ბევრ წარმატებას აღწევენ, ჩვენი ბლოგიდან უკვე გეცოდინება. ჰოდა, ამ სტატიაში ერთ-ერთზე გიამბობ, რომელმაც Digital Bus Academy-ში გრაფიკული დიზაინის კურსის დასრულების შემდეგ, სწავლა მილანში, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით გააგრძელა (რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, დიზაინის კუთხით). მოკლედ, ლიზა ბაქრაძეზე უნდა მოგიყვე, რომელმაც გაკეთებული პორტფოლიოს შემდეგ, თავისი სურვილები რეალობად აქცია 👇🏻

ორი სიტყვით, ჩემ შესახებ

გამარჯობა, მე ლიზა ბაქრაძე ვარ, 23 წლის გრაფიკული დიზაინერი და მარკეტერი. წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირებისა და მარკეტინგის მიმართულებით. გრაფიკული დიზაინით რამდენიმე წელია დაინტერესებული ვარ და საბოლოო ჯამში, ამ ორი მიმართულების მიქსი გამოვიდა ის, რასაც ახლა ვსწავლობ – Product Service System Design, სადაც მუდმივად ინოვაციურ პროდუქტებზე ვმუშაობ.

თურმე, გრაფიკული დიზაინი ადრეც მაინტერესებდა  🖌

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობდი და ხშირად მქონდა გრაფიკულ დიზაინერებთან გადაკვეტის წერტილები. ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვისას უმნიშვნელოვანესია ვიზუალური მხარე და ჩემთვის ამ თემაზე მუშაობა ყოველთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო ხოლმე.

2019 წელს, Instagram ფილტერების ბუმი დაიწყო და მეც დავინტერესდი ამ ამბებით. Spark AR Studio-ში ვქმნიდი ფილტერებს და ამის გამო დავიწყე Photoshop-ის სწავლა. განსაკუთრებულ დონეზე ნამდვილად არ ვიყავი, იმდენი ვიცოდი, რამდენიც შესაძლებელია რომ მოკლე დროში Youtube-ს ვიდეო ტუტორიალებით ისწავლო. მაგრამ, წინა გამოცდილება და ეს მცირე პერიოდი საკმარისი იყო იმისთვის, რომ დიზაინთან დაახლოება უფრო მეტად მდომებოდა და სწავლის გაგრძელებაც ამ მიმართულებით მეცადა.

დიზაინერის პორტფოლიო

🚀 ასე შევქმენი Digital Bus Academy პორტფოლიო, რომლითაც მერე იტალიელელები მოვხიბლე
კოვიდ პანდემიის დაწყებამდე ერასმუსის გაცვლითი პროგრამით ესპანეთში წავედი. შემდეგ პანდემიაც დაიწყო და დაგეგმილზე ბევრად დიდ ხანს მომიწია ესპანეთში ყოფნა. იმ პერიოდმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რადგან უფრო უკეთ მივხვდი, რა მინდოდა მეკეთებინა და სად მინდოდა მესწავლა. საბოლოოდ არჩევანი დიზაინზე და იტალიაზე შევაჩერე. დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდი ჩემთვის საინტერესო სამაგისტრო პროგრამას და ბოლოს მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამა მომეწონა, სადაც, ახლა, Product Service System Design-ს ვსწავლობ. მგონი საუკეთესო არჩევანი იყო ჩემთვის – დიზაინის და იმ ცოდნის სინთეზი, რაც უნივერსიტეტში მივიღე.

მაგრამ, სანამ ამ უნივერსიტეტში მოვხვდებოდი, საკმაოდ რთული საკითხები უნდა მომეგვარებინა და თან, ძალიან მალე. სამოტივაციო წერილი, ნიშნები და ყველა სტანდარტული მოთხოვნა ძალიან მარტივად დასაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ ისეთი პორტფოლიოს გაგზავნა, რომელიც ასეთ უნივერსიტეტში სწავლის საშუალებას მომცემდა, მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. მითუმეტეს, რომ დედლაინამდე 3 თვით ადრე, პორტფოლიო საერთოდ არ მქონდა.

ზუსტად იმისთვის, რომ ცოდნა კიდევ უფრო გამეღრმავებინა, ჩემი ხედვები უფრო საინტერესო გამხდარიყო და რაც მთავარია, პორტფოლიო გამეკეთებინა, Digital Bus Academy-ში მოვედი. გრაფიკული დიზაინის კურსის გავლამ აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა: მივიღე საბაზისო ცოდნა, რომელიც საერთოდ არ მქონდა. ეს არა მარტო Photoshop-სა და Illustrator-ში მუშაობას მოიცავს, ასევე დიზაინის ისტორიას და გრაფიკული დიზაინის ტრენდებს. ამან მომცა საშუალება, რომ მე, როგორც დიზაინერს, საკუთარი ხედვა და იდენტობა მქონოდა. ამ ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, კარგი პორტფოლიოც გამომივიდა და დედლაინის დაცვით სასურველ უნივერსიტეტში გავაგზავნე.

გრაფიკოსი დიზაინერი

ამ პორტფოლიოთი 800 აპლიკანტში გავიკვალე გზა
პორტფოლიოს უნივერსიტეტის მისაღები კომისია აფასებდა. კურსზე მხოლოდ 80 ადგილია, სადაც, წლის მანძილზე 800-ზე მეტი აპლიკაცია შედის. მე კი, სწორედ ამ 80 ადამიანს შორის მოვხვდი! და მეტიც – იტალიის საელჩოსგან მივიღე სტიპენდია, რაც ნიშნავს, რომ საოცნებო სასწავლებელში სრულიად უფასოდ ვისწავლი! იუჰუუ!

საბოლოოდ ამ დიდი ძალისხმევის შემდეგ მოვხვდი იქ, სადაც მინდოდა და ვსწავლობ ისეთ სპეციალობას, რომელიც დიდად გავრცელებული ჯერ ნამდვილად არ არის საქართველოში. Product Service System Design-ის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს იმ საკითხების დამუშავებას, რომელიც ადამიანებს გაუმარტივებთ ცხოვრებას. ანუ, ჩვენ ვმუშაობთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებზე, რომელიც ერგონომიული, მარტივი და კომფორტულია. როგორც უკვე ვთქვი, მარკეტინგის სფერო ჩემთვის ცოტა მოსაბეზრებელი იყო ბოლო პერიოდში, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ იმას მივაგენი, რასაც კიდევ ძალიან ბევრ წელს დავუთმობ.

ჩემი სამომავლო გეგმა ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მივიღო ამ უნივერსიტეტის დახმარებით და მათ შორის, სწავლის მეორე წელს ადგილობრივ კომპანიაში სტაჟირების გავლასაც ვგეგმავ. მაშინ, როცა დარწმუნებული ვიქნები ჩემს ცოდნასა და გამოცდილებაში, მინდა, საქართველოში დავბრუნდე და ამ სფეროს განვითარებას მოვახმარო ჩემი ძალები 🇬🇪

გრაფიკული დიზაინის კურსი

თუ შენც გაინტერესებს მსგავსი პერსპექტივები, მაშინ ამას გირჩევ:

ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ციფრული მიმართულებები არის დასაქმების ბაზრის მომავალი. ამაში კოვიდ პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნა. საქართელოშიც, ყველა კომპანია ნელ-ნელა ხვდება, რომ სოციალური მედია, ბრენდინგი და ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მათგან ერთ-ერთის, გრაფიკული დიზაინის სწავლა, ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.

მაგრამ, ამ გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი რამ აფერხებთ ხოლმე. პირველ რიგში აშინებთ ის, რომ დიზაინთან აქამდე შეხება არ ქონიათ. სიმართლე რომ ვთქვა, ეს აუცილებელი საერთოდ არ არის. კურსის გავლისა და ბევრი მუშაობის შემდეგ, უკვე თავად ჩამოგიყალიბდება საკუთარი ხედვა და გემოვნება. ის ფაქტი, რომ აქამდე არც ფოტოშოპთან და არც დიზაინთან შეხება არ გქონია, დაბრკოლება არ უნდა იყოს.

დიზაინთან ერთად, არც ფანქრით ხატვა არ არის აუცილებელი, რომ კარგი გრაფიკული დიზაინერი გახდე. ჩემი აზრით, გრაფიკული დიზაინერობისთვის სამი რამ არის მთავარი: შრომისმოყვარეობა, მონდომება და შიშის დაძლევა, რომელიც რაღაც მომენტში ყველას გვაქვს, მაგრამ მისი გადალახვის გარეშე, ვერავინ ვერაფერს ვერ მივაღწევთ 🤟🏻

მსგავსი სიახლეები