ინსტაგრამის ხელმძღვანელი ადამ მოსერი თავის ხედვებს გვიზიარებს, რომლებიც კონტენტის გავრცელებასა და ახალი კავშირების დამყარებაზე კონცენტრირდება.
გასული წლის დასაწყისში მოსერიმ განაცხადა, რომ ინსტაგრამის პრიორიტეტი ვიდეოზე მუშაობა, შეტყობინებები, გამჭვირვალობა, კონტროლი და კრეატორების დახმარება იქნება.
ეჭვგარეშეა, რომ მოსერი ზაფხულში გაშვებულ სრულეკრანიან რედიზაინს გულისხმობს , რასაც იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ინსტაგრამი ძველ ინტერფეისს დაუბრუნდა.
კომპანიის ხედვა მომავალი წლისთვის ხალხის გაერთიანებაა იმის გარშემო, რაც უყვართ.
სწორედ ამიტომ ინსტაგრამი ფოკუსირდება სამ მთავარ ასპექტზე:
ინსტაგრამმა გასულ წელს ახალი ნაბიჯები გადადგა და ყოველთვიურად ორ მილიარდ აქტიურ მომხმარებელს გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს მათ მიმართ, ვინც ყოველდღიურად იყენებს პლატფორმას.
მეტის გასაგებად, იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს მოსერი ამ სამი მიზნის მიღწევას,
განაგრძე კითხვა
1. კრეატიულობის შთაგონება
instagram მუდმივად აერთიანებს ადამიანებს მათი საერთო ინტერესებით.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მეთოდები შეიძლება შეიცვალოს და განვითარდეს ტექნოლოგიის წინსვლის პროპორციულად, ხალხის გაერთიანების ძირითადი კონცეფცია საერთო ინტერესების მეშვეობით არ იცვლება.
instagram-ის მთავარი მიზანი წელსაც მომხმარებლის კრეატიულობისაკენ წახალისება იქნება.
2. სიახლეების აღმოჩენა
instagram განაგრძობს მომხმარებლების დახმარებას ახალი კონტენტის მოძიებაში.
თუმცა ეს მხოლოდ ვიდეოებს არ ეხება, ვინაიდან პლატფორმა უზიარებს ადამიანებს რეომენდირებულ ფოტო კონტენტსაც.
„ინსტაგრამი უნდა იყოს ადგილი, სადაც ყოველ ჯერზე საოცარ აღმოჩენებს გააკეთებთ“, – ამბობს მოსერი.
3. უკეთესი კავშირები
Instagram-ის მიზანია ხელი შეუწყოს მომხმარებლებს შორის კავშირებს იმ კონტენტის მეშვეობით, რომელსაც ისინი აპლიკაციაში პოულობენ.
კომპანია გეგმავს ამ ასპექტზე ფოკუსირებას, რათა გამოირჩეოდეს სხვა სოციალური მედიის პლატფორმებისგან და ხელი შეუწყოს ინტერაქციული საუბრის დაწყებას.
Instagram-ს ამ წელს ბევრი სამუშაო ელის კრეატორების სურვილების დასაკმაყოფილებლად.
მოსერის განცხადების ქვეშ გაკეთებული კომენტარები მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლები უკმაყოფილოები არიან იმით, თუ როგორ ანაწილებს ალგორითმი შინაარსს.
კრეატორები ამბობენ, რომ მათი ზრდა შენელებულია და ვერ აღწევენ ახალ აუდიტორიას, ხოლო ყოველდღიური მომხმარებელი საკმარისად ვერ ხედავს საჭირო კონტენტს.
ამიტომ, სანამ ადამიანები იპოვიან ალტერნატივას, რომელიც მათ საჭიროებებს უკეთ დააკმაყოფილებს, საჭიროა ინსტაგრამმა სწრაფად იმოქმედოს პრობლემების აღმოსაფხვრელად.
თუ შენც გაინტერესებს შეისწავლო ინსტაგრამის სწორად მართვა დარეგისტრირდი სოციალური მედიის კურსზე: https://digitalbus.ge/course/sotsialuri-mediis-kursi/
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში