დროა მარკეტინგული სტრატეგიები ახალ ციფრულ სამყაროს მოერგოს – Metaverse-ი რეალურია. წაიკითხეთ მეტი, თუ რა კარებს ხსნის ის.
თუ Metaverse-ის შესახებ ახლახან გაიგეთ ან სულაც ჯერ კიდევ ჭურში ნებივრობთ, დროა ფართოდ გაახილოთ თვალები და გაიგოთ საით მიდის სამყარო (და არა მხოლოდ ციფრული სამყარო). თუ უკვე იცნობთ მას, ესეიგი იცით, რომ მომავალი უკვე აქ არის და თქვენ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ მისი დაგეგმვა.
სანამ Metaverse-ის მნიშვნელობაზე გადავალთ, მოდით გადავხედოთ კონცეფციის წარმოშობას და ევოლუციას.
ტერმინი „მეტავერსი“ მრავალი თვალსაზრისით წააგავს ტერმინ „ინტერნეტს“. საინტერესოა რა ცვლილებებს მოიტანს Metaverse-ი მაშინ, როცა თავის მხრივ ინტერნეტმა მარკეტინგსა და ციფრულ სამყაროში ახალი ერა დაიწყო.
Metaverse-ის თავდაპირველი ცნება პირველად ნილ სტეფენსონის მიერ იყო ნახსენები 1992 წელს, რომანში “Snow Crash”, შემდეგ ტერმინი ერნესტს კალაინის რომანში „Ready Player One“ გვხვდება.
თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ Metaverse-ის კონცეფცია მეთიუ ბურთის ესეში გამოჩნდა, რომელშიც მისი განმარტება და მახასიათებლებია ჩამოყალიბებული. ესეს მიხედვით Metaverse-ი მოიცავს როგორც ციფრულ, ასევე რეალურ სამყაროს, აქვს სრული ფუნქციონალი, დამოუკიდებელი ეკონომიკა და განისაზღვრება კონცეფციით-“თავსებადობა”.
მეტავერსი არის ის, რადაც გადაიქცა ინტერნეტი, რამდენადაც სამყარო დღითიდღე უფრო ციფრული ხდება. მეტავერსი აღწერს რეალობას, რომელიც სცდება ფიზიკურს და ვრცელდება ციფრულ სამყაროში, იმ გამოცდილებითა და ღირებულებებით, რაც ერთდროულად ორ სამყაროს მოიცავს.
რას ნიშნავს ეს მარკეტინგისთვის? ეს ერთი მხრივ არის შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი გამოწვევა. Metaverse სრულიად ახალ სივრცეს ქმნის ბრენდებისთვის, სადაც შექმნიან უფრო ძლიერ კონტენტს და უშუალო გზებით დაუკავშირდებიან მომხმარებლებს. ეს სივრცე მოითხოვს სტრატეგიულ აზროვნებას, შეუფერხებელი და ამავდროულად დასამახსოვრებელი დებიუტისთვის სრულიად ახალ სამყაროში.
რატომ მაინდამაინც ახლა?
იმისათვის, რომ გარკვეულმა ტექნოლოგიურმა ტენდენციებმა ადგილი დაიმკვიდროს საჭიროა ძლიერი კონცეპტის, სწორი დოისა და სწორი კონტექსტი კომბიანაცია. მეტავერსის შემთხვევაში, სამივე ფაქტორი გაერთიანდა, რათა შეექმნა გარემო, სადაც იდეა შეიძლება გავრცელდეს ადამიანების ცხოვრებაში და განისაზღვროს მომავალი.
პანდემიამ მკვეთრად დააჩქარა ციფრული ტრანსფორმაცია მთელ მსოფლიოში. ერთ ღამეში ციფრული პლატფორმებით ცხოვრება ახალ ნორმად იქცა – მუშაობა დისტანციური გახდა, შეიქმნა ახალი პლატფორმები კომუნიკაციის, გართობის, განათლებისა და სხვა საჭიროებებისთვის. აქიდან გაომდინარე შეიცვალა მომხმარებელთა ქცევა და ბრენდებმაც შეცვალეს რაკურსი – მარკეტინგის ძირითადი აქცენტი storytelling-ი, მომხმარებლის გამოცდილება და მათი ჩართულობის გაზრდა გახდა. მოულოდნელად, ერთწლიანი კარანტინის შემდეგ ამ ძალისმხმევამ წარმატება არაერთ ბრენდს მოუტანა.
გარდა „შესაფერისი“ პერიოდისა, არსებულმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმაც გააძლიერა ციფრული ტრანსფორმაცია. მაგალითად ვირტუალურ რეალობა(VR) და გაძლიერებულ რეალობა (AR) ბოლო 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებით
პოპულარული გახდა. Statista-ს მონაცემებით, 2018 წელს შეერთებულ შტატებში 59,5 მილიონი ადამიანი იყენებდა AR-ს თვეში ერთხელ მაინც. პროგნოზების მიხედვით, 2022 წელს 95 მილიონამდე გაიზრდება მომხმარებელთა რიცხვი.
ეს არის ტენდენცია, რომელსაც უკვე ბევრი კომპანია მიმართავს და შედეგად, მათი სწრაფი ზრდაც თვალსაჩინოა.
სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებთან ერთად, Facebook-მაც გამოხატა თავისი განზრახვა განახორციელოს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია Reality Labs-ში, AR და VR-ისთვის. ოფიციალური განცხადების შემდეგ კომპანიის სახელის გადარქმევა Meta-ად ცხადყოფს, რომ ის საკუთარი Metaverse-ის აშენების გზაზეა. Amazon, Google და Microsoft ასევე დაინტერესებულები არიან AR/VR-ში ინვესტიციითა და Metaverse-ში გადასვლით. მიუხედავად იმისა, რომ Meta-ს უკვე აქვს აპარატურა საკუთარი ციფრული სამყაროს შესაქმნელად (Oculus და Ray-Ban ჭკვიანი სათვალეები), ის ემზადება სრულიად ახალი ციფრული სამყაროს შესაქმნელად…
სცენარი შეიცვალა, ტექნოლოგია ბრენდის მართვის საფუძველი გახდა და დღეს ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, რომ იყოთ უახლესი ტენდენციების ცენტრში, რამდენადაც ეს პირდაპირპროპორციულია ბრენდის ნიშაზე ბაზარზე.
მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა “მეტავერსი” ძალიან ფუტურისტულად ჟღერს, ის უფრო რეალისტურია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ.
ჩვენს ყოველდღიურ სამყაროში არსებული Metaverse-ის მთავარი მაგალითებია პოპულარული ვიდეო თამაშების პლატფორმები, როგორიცაა Roblox და Fortnite. ისინი ასევე გავრცელდა ბრენდებზე და კომპანიებზე.
New York Times-ის თანახმად, 2021 წლის დასაწყისისთვის მოთამაშეები ატარებდნენ დაახლოებით 10 მილიარდ საათს Roblox-ზე და ყოველდღიურად 42 მილიონზე მეტი მომხმარებელი შედიოდა სათამაშო პლატფორმაზე. თამაშებს ასევე აქვთ საკუთარი ეკონომიკა საკუთარი ვალუტით – ცნობილი როგორც Roblox.
Roblox და Fortnite გახდა უფრო მეტი, ვიდრე სათამაშო პლატფორმები – უმასპინძლეს მასობრივ ღონისძიებებს, რომლებიც აერთიანებდა ხალხს საერთო, ციფრული გამოცდილებით(კონცერტები და შოუები). მაგალითად, Lil Nas X-მა უმასპინძლა ვირტუალურ კონცერტს Roblox-ზე 2020 წელს, რომელმაც მოიზიდა 30 მილიონზე მეტი ვიზიტორი 4 შაბათ-კვირის განმავლობაში.
იგივე ეხება ნებისმიერ სხვა ვიდეო თამაშს ან სოციალურ მედიას, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ საკუთარი ავატარები და გამოჩნდნენ თავიანთი ავატარების საშუალებით – ისინი უფრო ახლოს არიან მეტასთან, ვიდრე შეიძლება ფიქრობდეთ.
ზღვარი ტრადიციულ რეალობასა და ვირტუალურ რეალობას შორის უკვე ოფიციალურად ბუნდოვანია. დროა გავიგოთ რას ნიშნავს ეს და როგორ მოვემზადოთ ახალი სამყაროსთვის, რომელშიც შევდივართ.
მარკეტინგი Metaverse-ში გამოცდილებაზე და საზოგადოებაზე ორიენტირებული იქნება. სტრატეგიულ დონეზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკუთარ თავს ჰკითხოთ, რატომ ფიქრობთ, რომ მომხმარებლებს სურთ თქვენს ბრენდთან ურთიერთობა – თქვენი პროდუქტი/სერვისი საკმარისად საინტერესო და ამაღელვებელია? ის სწორად უკავშირდება აუდიტორიას ? არიან მომხმარებლები/პოტენციური მომხმარებლები აქტიურად ჩართული? ეს ის კითხვებია რაზეც უნდა იფიქროთ, როცა პირველ ნაბიჯებს დგამთ მეტავერსიში.
Metaverse-ში ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებაა -ბრენდებს შეუძლიათ გაიზარდონ სწორედ ახალ სამყაროში ჩამოყალიბებული ძლიერ კომუნიკაციით.
გასული წლის განმავლობაში, NFT გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიტყვა ტექნიკურ სამყაროში. NFT-ები ბიტკოინის მსგავსი ციფრული აქტივებია, იმ განსხვავებით, რომ ის უნიკალურია და მათი შეცვლა ან გამეორება შეუძლებელია. NFT-ის ფლობა არის იშვიათი ხელოვნების ნიმუშის ან ორიგინალური ნაწარმოების ფლობა, მხოლოდ ციფრულ სამყაროში. NFTs არსებობს ყველა ფორმაში, დაწყებული ფულადი ინვესტიციით დამთავრებული ნივთით, რომლის ტარებაც შესაძლებელია ციფრულად.
ბრენდები აცნობიერებენ ზრდის უნიკალურ შესაძლებლობებს NFT სივრცეში და არაერთმა უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები. ამის მაგალითები ჰოლივუდიდან, მოდის ინდუსტრიამდე გვაქვს:
არაერთმა ბრენდმა უკვე შექმნა საკუთარი სამყარო ვირტუალურ საზოგადოებაში.
ვნახოთ რამდენიმე საუკეთესო მეტა-კამპანიის მაგალითი:
Gucci იყო ერთ-ერთი პირველი ძვირადღირებული ბრენდი, რომელმაც შექმნა უნიკალური NFT. Christie’s-თან თანამშრომლობით, მოდის სახლმა გამართა NFT ვიდეოს ონლაინ აუქციონი სახელწოდებით Aria, რომელიც შთაგონებულია მისი 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციით. ის 2021 წლის ივნისში 25000 დოლარად გაიყიდა.
2021 წლის გაზაფხულზე კი გახსნა Gucci Garden on Roblox- ვირტუალური გამოფენა.
ბრენდი, რომელიც ხშირად დგას ინოვაციების წინა პლანზე – გასაკვირი არ არის, რომ სპორტული ტანსაცმლის ბრენდმა უკვე შექმნა საკუთარი სამყარო Roblox Metaverse-ში.
გაიცანით NIKELAND, Nike-ის საკუთარი სამყარო Roblox-ის 3D სივრცეში. ბრენდის მიზანი ნათელია: „სპორტი და თამაში ცხოვრების წესად აქციოს“.
ეს კიდევ ერთი ბრენდია, რომელიც Metaverse-ის ახალ ზონაში შევიდა, Epic Games-ისა, Fortnite-ის დეველოპერებთან პარტნიორობით.
თანამშრომლობა 2021 წლის სექტემბერში შედგა და თამაშებში მოდის სახლის შემოქმედებაც გამოჩნდა. მოთამაშეებს შეუძლიათ თამაშის ზოგიერთ საკულტო პერსონაჟს Balenciaga-ს კოლექციებიდან ჩააცვან (ჰუდი, მზის სათვალეები თუ ჩექმები). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Balenciaga-სთან თანამშრომლობა Epic Games-ის პირველი ბიძგია მოდისა და ფუფუნების სამყაროში.
მეტავერსი აღარ არის მითი ან მხატვრული ლიტერატურის პროდუქტი. 2022 წლიდან ყველა ბრენდმა უნდა შეიმუშაოს ზრდის სტრატეგიები, რათა Metaverse-ის უზარმაზარი პოტენციალი გამოიყენოს.
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში