თუ თქვენი To do list-ი საყიდლების სიაზე გრძელია, დაიღალეთ, სიახლეს ეძებთ და თანაც მუშაობის ჰიბრიდულ რეჟიმზე გადასვლაც გინდათ, ის დროა, პროფესიის შეცვლაზე იფიქროთ. მაგრამ რა უნდა ისწავლოთ, როცა სამყაროში ამდენი საინტერესო პროფესიაა? რა თქმა უნდა ის, რაც, ფაქტობრივად, ყველაფერში გამოიყენება.
პროგრამულ ენა პითონზე რას იტყოდი? ჯერ არ იცი რა გელოდება და საშიშად ჟღერს, ხომ? თავიდან ასეა, სტატიის წაკითხვის შემდეგ კი მიხვდები, რომ პითონი საუკეთესო ტრამპლინია ახალი პროფესიის შესაძენად და ტექნოლოგიურ სამყაროში მოსახვედრად.
საერთოდ, რა არის პითონი და რატომ უნდა ვისწავლოთ იგი? პითონი ერთერთი ყველაზე პოპულარული პროგრამული ენაა, რომელსაც ვებ დეველოპმენტში, აპლიკაციების, თამაშების, ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად იყენებენ. სტატიაში რამდენიმე მიზეზი ჩამოვწერეთ რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი კონკრეტულად პითონზე და არა რომელიმე სხვა პროგრამულ ენაზე. ვფიქრობთ, ეს სია მოკლე გზამკვლევი იქნება გადაწყვეტილების მისაღებად.
მრავალფეროვანია – მისი საშუალებით უამრავი მარტივი თუ რთული ამოცანების შესრულება შეგიძლია. თავსებადია სხვადასხვა პროგრამულ ენებთან და გამოიყენება გამოიყენება როგორცმონაცემების ანალიზისას ან პროგრამების შესაქმნელად, ასევე მობილური აპლიკაციებისთვის დახელოვნური ინტელექტისთვისაც კი.
პითონი კომბინირებულია ისეთ პოპულარულ პროგრამულ ენებთან როგორებიცაა java და C რის გამოც, სამომავლოდ, სხვა პროგრამების სწავლასაც ამარტივებს.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ პითონის ბიბლიოთეკა 125 000-ზე მეტ მონაცემს ინახავს და პროგრამირების ამ ენის სწავლის შემდეგ, თქვენივე დაწერილი კოდის გარდა, უკვე გამზადებული ნიმუშების გამოყენებაც შეგიძლიათ.
დამწყებთათვის მარტივად გასაგებია – პითონის პოპულარობა სულ უფრო იზრდება, რადგან სხვა პროგრამულ ენებთან შედარებით ადვილი და მრავალფეროვანია. რაც მთავარია, მის შესასწავლად კომპიუტერული ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა არ გჭირდება და პირდაპირ ნულიდან დაწყებაც კი შეგიძლია. პითონი ინტერპრეტირებული პროგრამული ენაა და მუშაობის პროცესშივე გაძლევს დაწერილი კოდის შემოწმების საშუალებას, შეცდომებს დროულად ასწორებ, რაც უამრავ პრობლემას გარიდებს თავიდან და დიდ დროს გიზოგავს.
ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამული ენაა, რომელსაც Google, Netflix, Facebook, Dropbox და სხვა გიგანტი კომპანიები იყენებენ. ვინ იცის, იქნებ მისი სწავლით იწყება შენი ოცნების ასრულება? მაგრამ თუ მაქამდე ვერ მიხვედი, არც მაგაზე გაიტეხო გული, მაღალანაზღაურებადი პროფესია მაინც შეგრჩება.
პითონის სწავლით ერთი დიდი და მეგობრული პროფესიული საზოგადოების წევრი ხდები – პროგრამირების ამ ენას საკმაოდ საინტერესო ონლაინ კომუნა აქვს შექმნილი, რაც პროფესიის შეძენისას განსაკუთრებულად გამოსადეგია. როდესაც რამე ახალს სწავლობ, აუცილებლად გჭირდება სივრცე, სადაც ყოველთვის შეგიძლია დასვა კითხვები, ჩაერთო დისკუსიაში, გაიჩინო თანამოაზრეები და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკეთო საინტერესო პროექტები, დამეთანხმები, სახალისოცაა.
და ბოლოს – პითონი მომავლის ენაა, შენ კი ფეხი უნდა აუწყო დროს და ხანდახან გაუსწრო კიდეც.
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში