ბოლო პერიოდში გრაფიკულ დიზაინერებზე მოთხოვნა რომ ძალიან გაიზარდა ალბათ შენც შეამჩნიე. თანამედროვე მარკეტინგმა ბევრი ახალი პროფესიის გაჩენა გამოიწვია და გრაფიკული დიზაინერობაც მათ შორისაა. თუ ჯერ გრაფიკულ დიზაინზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა გსურს, მაშინ ჩვენს ამ სტატიას გაეცანი. თუ ეს ყვეალფერი უკვე იცი, მაშინ უბრალოდ შეგახსენებ, რომ ამ პროფესიის ადამიანები ძირითადად ორ პროგრამას იყენებენ: Adobe Illustrator-ს და Adobe Photoshop-ს. ამ სტატიაში პირველ მათგანზე უნდა მოგიყვე.
Adobe Illustrator ძალიან პოპულარული კომპიუტერული პროგრამაა, რომელსაც იყენებენ, როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერები. ის ვექტორული ილუსტრაციებისთვის განკუთვნილი პროგრამაა, რაც იმას გულისხმობს, რომ ძირითადად ილუსტრაციების, ლოგოების და სიმბოლოების შესაქმნელად გამოიხატება. ამ ყველაფრის შექმნა Photoshop-შიც შეგიძლია, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ Photoshop უფრო ხატვისთვის გამოიყენო. ახლა მგონი ჯობია ზედაპირულ განხილვას მოვრჩეთ და დეტალურად გავიაროთ Illustrator-ის ფუნქციები და შესაძლებლობები.
რა არის ილუსტრატორი?
როგორც უკვე გითხარი, Adobe Illustrator ძალიან ბევრი ფუნქციისგან შედგება. მისი საშუალებით შეიძლება, როგორც კომიქსის ხატვა, ასევე ბრენდის ლოგოს აწყობა. მოკლედ, მოდი მთავარი შესაძლებლობები გამოვყოთ 👇🏻
რას ნიშნავს ვექტორული გამოსახულება?
როგორც უკვე ვახსენე, Adobe Illustrator ძირითად გამოიყენება ლოგოების, იკონების, გრაფიკების და ისეთი გამოსახულებების დასახატად, სადაც უფრო მეტად გეომეტრიული ფიგურები ჭარბობს. ამის მიზეზი ის არის, რომ გრაფიკული დიზაინის ფაილების ორი ვერსია არსებობს: ვექტორული და რასტრული. რასტრულს ხშირად პიქსელურსაც ეძახიან, მაგრამ დღევანდელ ჩვენს თემასთან ნაკლებად არის კავშირში – უბრალოდ რომ იცოდე, რასტრულად ითვლება gif, jpeg და tiff ფაილები. ყველა მათგანში, გამოსახულება შედგება პიქსელებისგან, ანუ პატარა კუბიკებისგან, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის რარაც ვიზუალს. Adobe Illustrator-ის მთავარი მახასიათებელი ზუსტად ის არის, რომ ის არა რასტრულია, არამედ ვექტორული – პიქსელების მაგივრად, ხაზებისგან, ანუ ვექტორებისგან შედგება. ანუ, მონაკვეთს აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ შუაში წერტილებისგან არ შედგება, უბრალო ხაზებისგან შედგება, ხოლო რასტრულში, ეს მონაკვეთი წერტილებისგან არის აგებული.
რაში გჭირდება ამის ცოდნა? ერთადერთ რამეში: Adobe Illustrator-ის გამოსახულებას ხარისხი არ უფუჭდება, მიუხედავად იმისა, გაადიდებ მას თუ დააპატარავებ – ილუსტრაცია მაინც ძალიან მაღალი ხარისხის იქნება.
ზუსტად ამ მიზეზის გამო, ბევრ გრაფიკულ დიზაინერს უყვარს ილუსტრატორის გამოყენება: მას, ვისაც გეომეტრიული ფიგურების გამოყენება სჭირდება თავის პროექტში, ეს პროგრამა უფრო ეკომფორტულება. თან წარმოიდგინე, ერთი და იგივე ფაილი შეიძლება გამოიყენო, როგორც ბროშურაზე დასაბეჭდად, ასევე დიდ ბილბორდზე, რადგან გადიდება-დაპატარავება ხარისხზე არანაირ გავლენას არ იქონიებს.
Adobe Illustrator გაძლევს საშუალებას, რომ უფრო მარტივად შეიტანო შესწორებები შენს დიზაინში
რადგან ვექტორული ილუსტრაცია სხვადასხვა ხაზებისგან და ფორმებისგან შედგება, მისი შესწორებაც ბევრად მარტივია, ვიდრე Adobe Photoshop-ში.
აი მაგალითად: თუ გულს დახატავ Adobe Photoshop-ში და მისი ქვედა ნაწილი ძალიან წვრილად მოგეჩვენება, ან უბრალოდ უნდა შეეგუო ამ ფაქტს, ან თავიდან მოგიწევს დახატვა.
რაც შეეხება ზუსტად იგივე გულს, ოღონდ Adobe Illustrator-ში, რადგან ის ვექტორული გამოსახულებაა, მისი კომპონენტების ცალ-ცალკე მართვას შეძლებ და თუ ქვედა ნაწილი არ მოგწონს, მხოლოდ ქვედა ნაწილს გადააკეთებ, თანაც ისე, რომ მთლიანი ნაშრომის წყალში ჩაყრა არ მოგიწევს და ამ ერთ პატარა უზუსტობაზე, დროის და ნერვების შეწირვა არ მოგიწევს.
ვექტორულ გრაფიკებს გამჭვირვალე ფონი აქვთ
რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც ილუსტრაციას შექმნი, შეგიძლია მისი ფონიც, ანუ background-იც შეცვალო და შენთვის სასურველი ფერით ან გამოსახულებით შეავსო, მაგრამ თუ ასე არ მოიქცევი, Illustrator მას ავტომატურად გამჭვირვალე ფონს მისცემს. რჩევის სახით რომ გითხრა, მგონი ასეც ჯობს – მართალია Photoshop-ში ფონის მოშორებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, მაგრამ რა საჭიროა, როცა ილუსტრატორში ეს ყველაფერი ავტომატურად ხდება – ნებისმიერ დროს, როცა შენს მიერ შესრულებული გამოსახულების სადმე განთავსება დაგჭირდება, ის ყოველთვის გამზადებული გექნება.
ვექტორული გრაფიკული გამოსახულება ძალიან მარტივად შეგიძლია სხვადასხვა ფორმატში გადაიყვანო
გრაფიკული დიზაინის კეთებისას, ყოველთვის ვექტორული ილუსტრაციები რომ არ გამოგადგება, ამაზე Youtube-ზეც ნახავ ინფორმაციას, ილუსტრატორის ვიდეო კურსებს თუ მოიძიებ. ხშირად დაგჭირდება მისი bitmap ან jpeg ფორმატში გადაყვანა. Adobe Illustrator ამ მხრივ ძალიან კოფმორტულია: პროგრამაშივე შეგიძლია ფაილების სხვადასხვა ფორმატში გადაყვანა.
ამდენი კი ვაქე ილუსტრატორი, მაგრამ ერთი უარყოფითი თვისებაც აქვს: ეს მოქმედება პირიქით ვერ ხერხდება. თუ რასტრული ილუსტრაციის ვექტორულში გადაყვანა დაგჭირდება, ეს ნამდვილად შეუძლებელია. სწორედ მაგ მიზეზის გამო, მუშაობის დასაწყისში თუ ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას, თუ რომელი დაგჭირდება, მგონი აჯობებს თუ ვექტორულს გამოიყენებ.
აქვე, მოდი ჩამონათვალსაც ჩამოვწერ, რომელიც ალბათ მუშაობის დროს გამოგადგება.
Adobe Illustrator-ს შეუძლია ამ ფორმატებში დაიმახსოვროს ნამუშევარი 👇🏻
Adobe Illustrator-ს შეუძლია ამ ფაილებში დააკონვერტიროს შენი ფაილები 👇🏻
ვის შეუძლია Adobe Illustrator-ის სწავლა?
გრაფიკულ დიზაინზე საუბრისას, ადამიანების ძირითადი დაბრკოლება საკუთარი არასწორი წარმოდგენებია. საკმაოდ ბევრი ფიქრობს, რომ თუ ყვავილების დახატვას ფურცელზე ვერ ახერხებს და მისი ნახატები რეალურს საერთოდ არ ჰგავს, ჰგონია, რომ ვერც ციფრულ გამოსახულებას შექმნის.
სინამდვილეში, კითხვაზე „როგორ შევქმნათ ილუსტაციები“-ზე პასუხი მხოლოდ მონდომებაა, სხვა არაფერი. საერთოდ არ გჭირდება არც ხატვის უზომო ნიჭი, არც დიდი გამოცდილება და არც არაფერი.
სწავლის პირველ ეტაპზე, იმისთვის, რომ Adobe Illustrator-ის შესაძლებლობები აღიქვა, შეგიძლია რამე ფოტო ან ილუსტრაცია ატვირთო და შემდეგ მასზე მოახდინო სხვადასხვა მოქმედებები. ამით დაახლოებით მიხვდები, რა ფუნქციები აქვს ამ პროგრამას.
ილუსტრატორი მხოლოდ მათთვის ნამდვილად არ არის, ვინც გრაფიკული დიზაინი მთავარ პროფესიად აირჩია. მაშინ, როცა ციფრულ მარკეტინგში უამრავ შემთხვევაშია აუცილებელი ციფრული გამოსახულების მომზადება, Adobe Illustrator-ის ცოდნა შესაძლოა შენი უპირატესობა გახდეს. შეიძლება სოც.მედიის პოსტერი შექმნა, ბრენდის ლოგო, სარეკლამო ბანერი, მაგრამ საერთოდაც არ იყოს გრაფიკული დიზაინი შენი შემოსავლის მთავარი წყარო. მოკლედ, სწავლა იმ მიზეზით არ უნდა გადადო, რომ ამ პროფესიით ცხოვრებას არ აპირებ.
რომელი პროფესიის ადამიანებს სჭირდებათ Adobe Illustrator?
Adobe Illustrator მხოლოდ გრაფიკული დიზაინერებისთვის ნამდვილად არ არის. შეიძლება, უბრალოდ სახალისო ილუსტრაციები შექმნა და ასე გაირთო თავი, ან არა გრაფიკულ დიზაინს აკეთებდე, არამედ ვებ დიზაინს, ციფრულ ხელოვნებას და ა.შ. მოკლედ რომ გითხრა, ამ საუკუნის ვებ დეველოპმენტი, მარკეტინგი, სარეკლამო სფერო, ბრენდინდი და ხელოვნებაც კი, ილუსტრაციების გარშემო იქნება აწყობილი.
რამდენად რთულია Adobe Illustrator-ის სწავლა?
Adobe-ს რომელიმე პროგრამას თუ უკვე იყენებ, მაგალითად Photoshop-ს, InDesign-ს, ან PageMaker-ს, მასინ უფრო გაგიმარტივდება ილუსტრატორიში მუშაობაც. Adobe-ს ეს პროგრამები ინტერფეისით ძალიან ჰგავს ერთმანეთს და სულ რამდენიმე კვირა დაგჭირდება მისაჩვევად.
თუ არცერთი მათგანი არ გამოგიყენებია აქამდე, მაშინ ვერ გეტყვი, რომ ძალიან 1 და 2 დღეში ისწავლი ყველაფერს, მაგრამ შეუძლებელი და აუთვისებელი ნამდვილად არ არის. თუ გრაფიკული დიზაინერობა მართლა გინდა, მაშინ შენი დროის და რესურსების ილუსტრატორზე დახარჯვა ნამდვილად ღირს. ამ ყველაფერში კი, რა თქმა უნდა, Digital Bus Academy დაგეხმარებათ, რომლის გრაფიკული დიზაინის კურსიც, Adobe Illustrator-საც მოიცავს 🤟🏻
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში