fbpx




19 მარტი 3 წუთში წასაკითხი

რა არის fork?

კრიპტოვალუტები, როგორიაა Bitcoin და Ethereum იკვებები დეცენტრალიზებული ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფით, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. Fork-ი გამოიყენება მაშინ, როდესაც საზოგადოება ცვლის ბლოკჩეინის პროტოკოლს ან წესების ძირითად კომპლექტს.

მათ ბლოკჩეინებს უწოდებენ, რადგან ისინი სიტყვასიტყვით მონაცემთა ბლოკებისგან შედგებიან  და რადგან ისინი ღია წყაროა, ისინი ეყრდნობიან თავიანთ თემებს, რათა შეინარჩუნონ და განავითარონ კოდი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

ციფრული ვალუტების უმეტესობას ჰყავს დამოუკიდებელი განვითარების გუნდები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქსელის ცვლილებებსა და გაუმჯობესებაზე.  fork-ი კრიპტოვალუტისთვს ძალიან უსაფრთხოა, ასევეა ხვადასხვა ფუნქციების დასამატებლად.

ასევე, შესაძლებელია რომ ახალი კრიპტოვალუტის დეველოპერებმა fork ახალი მონეტებისა და ეკოსისტემების შესაქმნელად გამოიყენონ.

Soft fork, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ბლოკჩეინისთვის. სანამ ის მომხმარებლებში ადაპტირდება, ვალუტის ახალი სტანდარტების ნაკრები გახდება. Soft fork-ი გამოყენებლ იქნა ახალი ფუნქციების შესატანად პროგრამირების დონეზე, როგორც Bitcoin-ში, ასევე Ethereum-ში. 

Hard fork: მუშაობს მაშინ, როდესაც კოდი იმდენად იცვლება, რომ ახალი ვერსია აღარ არის თავსებადი წინა ბლოკებთან. ამ სცენარში ბლოკჩეინი ორად იყოფა: ორიგინალური ბლოკჩეინი და ახალი ვერსია, რომელიც მიჰყვება ახალ წესებს. ეს ქმნის სრულიად ახალ კრიპტოვალუტას და არის მრავალი ცნობილი მონეტის წყარო. კრიპტოვალუტები, როგორიცაა Bitcoin Cash და Bitcoin Gold, წარმოიშვა ორიგინალური Bitcoin ბლოკჩეინიდან Hard fork-ის საშუალებით.

რატომ ჩნდება fork-ები?

ისევე, როგორც ყველა პროგრამული უზრუნველყოფა საჭიროებს განახლებას, ბლოკჩეინებიც განახლებულია სხვადასხვა მიზეზის გამო:

  • ფუნქციონირების გასაფართოებლად
  • უსაფრთხოების რისკების აღმოსაფხვრელად
  • საზოგადოებაში არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად კრიპტოვალუტის ირგვლივ

როგორ ცვლის fork-ი კრიპტო ლანდშაფტს?

Ethereum ბლოკჩეინი შექმნილია „ჭკვიანი კონტრაქტების“ გასაშვებად, რაც წარმოადგენს კოდის ნაწილებს, რომლებიც ავტომატურად ასრულებს წინასწარ განსაზღვრულ ქმედებებს, როდესაც გარკვეული კრიტერიუმები უკვე დაკმაყოფილებულია. ჭკვიანი კონტრაქტის აპლიკაციები მოიცავს ყველაფერს, თამაშებიდან დაწყებული ლოჯისტიკური ხელსაწყოებით დაწყებული და DeFi dapps-ით გაგრძელებული.

როგორც პლატფორმა, რომელიც ახორციელებს ყველა ამ აპლიკაციას, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ Ethereum ბლოკჩეინი, როგორც კომპიუტერის ოპერაციული სისტემის მსგავსი. ამ ანალოგით, Ethereum-ის სხვადასხვა fork, როგორიცაა Ethereum, Ethereum Classic, Ethereum 2.0 – ჰგავს ოპერაციული სისტემის უფრო ახალ ვერსიებს, რომლებიც ამატებენ ფუნქციებს ან ეფექტურობას, რაც შეიძლება აკლდეს წინა ვერსიებს.

ძველმა fork-მა შეიძლება გაგრძელოს არსებობა, როგორც სტაბილურმა, კარგად გამოცდილმა პლატფორმამ, ამასობაში უახლესმა fork-მა შეიძლება შესთავაზოს დეველოპერებს მასთან ურთიერთობის სრულიად ახალი გზები (ძველი და ახალი ვერსიები საბოლოოდ შეიძლება გაერთიანდეს ან განაგრძონ განვითარება ცალცაკლე).

soft fork-ის წარმოდგენა შეგიძლიათ, როგორც „პროგრამული უზრუნველყოფის განახლება“ და hard fork, როგორც სრულიად ახალი ოპერაციული სისტემა.

მსგავსი სიახლეები