fbpx




29 მაისი 4 წუთში წასაკითხი

რა არის გრაფიკული დიზაინი?

🚀ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ძალიან ბევრი ახალი პროფესია გააჩინა: გრაფიკული დიზაინერი, ქოფირაითერი, Motion დიზაინერი და ა.შ. ამ პროფესიების არსებობა ნამდვილად მსოფლიოს განვითარების “ბრალია”, თუმცა ის მოსაზრება, რომ გრაფიკული დიზაინის შექმნა მხოლოდ ციფრულ ტექნოლოგიებთან ასოცირდება მცდარია.

სინამდვილეში დღეს შეიცვალა გრაფიკული დიზაინის კეთების ხერხი შეიცვალა, მაგრამ თავად გრაფიკული დიზაინი ათიათასობით წლის წინაც არსებობდა. ამის ერთ-ერთი უძველესი მაგალითი ლასკოს მღვიმეა, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და ივარაუდება, რომ ამ მღვიმეში არსებული მხატვრობები 17000 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველყოფილი ადამიანებიც კი ხვდებოდნენ, რომ ვიზუალურად შეიძლება აზრის გადმოცემა.

მას შემდეგ, რაც ციფრული ინდუსტრიის განვითარებამ ფოტოშოპის და სხვადასხვა ვიზუალური დამუშავების შესაძლებლობის მქონე პროგრამები მოიტანა, ყველა კომპანიამ დაიწყო მისი აქტიურად გამოყენება. ეს ნამდვილად არ ყოფილა უბრალოდ ტრენდი, რადგან ვერბალურის ნაცვლად ვიზუალურად სათქმელის გადმოცემა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო👇

📌პირველი შთაბეჭდილების მნიშვნელობა

გრაფიკული დიზაინი უმნიშვნელოვანესია ბიზნესისთვის, რათა პოზიტიური წარმოდგენა დაუტოვოს მომხმარებელს. როცა პირველად ხედავს მომხმარებელი ბრენდს, მას სრული წარმოდგენა ექმნება კომპანიაზე და თუ ეს უარყოფითად მოხდა, მაშინ ამ წარმოდგენის გამოსწორება ძალიან რთული იქნება. 

📌ვიზუალური ინფორმაციის აღქმა ტვინისთვის უფრო მარტივია

კვლევების მიხედვით, ვიზუალურ ინფორმაციას უფრო მარტივად აღიქვამს ადამიანი, ვიდრე დაწერილ ტექსტს. თუ დაწერილმა ტექსტმა შეიძლება საერთოდ არ მიიქციოს ყურადღება, ვიზუალური ინფორმაცია ყურადღებასაც მიიქცევს და ტვინიც უფრო მარტივად გაიგებს მესიჯს.

📌ვიზუალური ინფორმაციის მიმართ ადამიანი უფრო სენსიტიურია

🚭“მოწევა კლავს” – გინახავთ ერთი ადამიანი მაინც, რომელზეც სიგარეტის კოლოფზე დატანილ ამ ფრაზას უმოქმედია? ალბათ არა, რადგან ტექსტს არ შეუძლია ადამიანზე იმხელა გავლენის მოხდენა, რამდენიც თუნდაც პოსტერს. სწორედ ამიტომ არის, რომ ნებისმიერი პროპაგანდისტული სოციალური კამპანიის ჩატარებისას, იყენებენ პოსტერებს და ფოტოებს. 

იქ, სადაც პროპაგანდა იყო ბოროტების იმპერიის მთავარი დასაყრდენი, საბჭოთა კავშირში, სწორედ პროპაგანდისტული პოსტერებით ცდილობდნენ ზემდგომი პირები ადამიანების გრძნობებზე ზემოქმედებას.

📌კომპანიამ უნდა შექმნას მისი იდენტობა

იმ ქართული კომპანიების პოსტერები რომ გაჩვენოთ, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ, ალბათ მიხვდებით რომელი პოსტერი რომელი კომპანიისაა. ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ კომპანია ვიზუალურ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს და მის გონებაში კონკრეტულ ადგილს იკავებს. სწორედ ასეთი ვიზუალების გამო, კოკა-კოლაზე წითელი🔴 გაგვახსენება, პეპსიზე ლურჯი🔵 და ა.შ.

რამდენად მოთხოვნადია გრაფიკული დიზაინერის პროფესია?

ზემოთ ის 4 ფაქტორი განვიხილეთ, რომლის მიხედვითაც ყველა კომპანიას სჭირდება გრაფიკული დიზაინერი და მის მიერ შექმნილი ვიზუალური მხარე. ზოგი ამას უკვე მიხვდა, ზოგი კი ჯერ კიდევ ამის პროცესშია. ასე რომ, გრაფიკული დიზაინერები ახლაც ძალიან მოთხოვნადები არიან და ამის შემდეგაც იქნებიან. ჯერ-ჯერობით ინფორმაციის ვიზუალურად გადმოცემის ალტერნატივა არ არსებობს.

ხატვის ცოდნა აუცილებელია?

ძალიან გავრცელებული მითია, რომ თუ არ გამოგდის ხატვა და არ გაქვთ ხელოვნების მიმართ “სხვანაირი” დამოკიდებულება, მაშინ გრაფიკული დიზაინი არ გამოგივა. სინამდვილეში, ძალიან ბევრი გრაფიკული დიზაინერი არსებობს, რომელსაც ფანქარი ხელში არასდროს არ სჭერია, მაგრამ მათ საქმეს იდეალურად აკეთებენ 👌

ასე რომ, თუ თვლით, რომ სათქმელის ვიზუალურად გადმოცემა თქვენთვის საინტერესოა, მაშინ დარეგისტრირდით ჩვენი ციფრული აკადემიის კურსზე და ჩვენი ლექტორი ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ 🚀

მსგავსი სიახლეები