Growth Marketing გახლავთ მარკეტინგული კამპანიებისა და ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მონაცემების გამოყენების პროცესი მარკეტინგული ზრდის სტიმულირებისთვის.
ეს პროცესი გეხმარებათ, რომ სტრატეგიები მუდმივი გაუმჯობესების მიზნით თავისუფლად დაგეგმოთ და ცვლილებებიც წინასწარ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განსაზღვროთ.
Growth მარკეტოლოგები მუდმივად ადევნებენ თვალს, თუ რა მეთოდი მუშაობს და რა არა.
მოგეხსნებათ, ციფრულ სამყაროში ცვლილებები ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.
სტრატეგია, რომელმაც ერთი დღე მუშაობა შეძლო, შეიძლება მეორე დღეს გამოუსადეგარი აღმოჩნდეს, რადგან ისინი ახალი ხელსაწყოებით, აპლიკაციებითა და მომხარებლებით შეიძლება ჩანაცვლდეს.
Growth მარკეტოლოგები ცდილობენ შეისწავლონ, თუ რა ბენეფიტს იღებს მომხარებელი მათი პროდუქტისგან და რა ტიპის მომსახურების შემდეგ ბრუნდებიან მომხარებლები უკან თანამშრომლობისთვის. ისინი ცდილობენ გარდაქმნან და ჩაანაცვლონ ტრადიციული ‘’შექმენი პროდუქტი, შემდეგ გაარეკლამე’’, ‘’შექმენი, გაარეკლამე, გააანალიზე, შეცვალე, გაარეკლამე ხელახლა’’ კონცეფციით.
თუ Growth მარკეტინგის უკეთ შესწავლას გეგმავ, მაშინ გირჩევ კითხვა განაგრძო.
Growth მარკეტინგი მარკეტინგული ოპტიმიზაციის სახეობაა, რომელიც ბიზნესს,
მომხარებლის ლოიუალურობის გაზრდის ფონზე განვითარებაში ეხმარება.
ამ ტიპის მარკეტინგი მაქსიმალურად ზრდის თქვენი ბიზნესის შესაძლებლობებს, ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა A/B ტესტირება, E-mail მარკეტინგი, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) და მონაცემთა ანალიზი.ეს მეთოდები საუკეთესოა ეფექტური სტრატეგიების დაგეგმარებისთვის.
Growth მარკეტინგული კამპანიები და მიკრო კამპანიების მიერ გენერირებული შედეგები დაგეხმარებათ, იმ ძირითად კითხვებზე გაიგოთ პასუხი, როგორიცაა:
სიტყვა ‘’Growth’’ მარკეტინგის ამ სახეობაში მომხარებლის, შემოსავლისა და ცნობადობისს გაზრდას გულისხმობს.
მთავარია, მიიღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მარკეტინგული ხრიკებია ყველაზე ეფექტური, შემდეგ ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ძალისხმევაზე და იმ არხებზე, რომლებსაც მონაცემები უჭერენ მხარს.
საბოლოოდ, შეგიძლიათ განსაზღვროთ ამ ძალისხმევისთვის გამოყოფილი თანხა, რომელსაც თქვენი მარკეტინგული ბიუჯეტიდან გადადებთ.
რითი განსხვავდება Growth მარკეტინგი ტრადიციული მარკეტინგისგან?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Growth მარკეტინგი უშუალოდ ორინეტირებულია მომხარებელის გამოცდილებაზე და მარკეტინგულ ძაბრზე, ხოლო ტრადიციულ მარკეტინგს რაც შეეხება,ის შეიძლება კონცენტრირებული იყოს ბრენდის ცნობადობაზე და მომხარებლის მოზიდვაზე, დროის მაქსიმალური დაზოგვით.
ტრადიციული მარკეტინგის მიზანია, რომ ვიზიტორი ჩართულ მომხარებლად აქციოს.
მოკლედ განვიხილოთ Growth მარკეტინგის მაგალითები:
Growth მარკეტინგი საშუალებას გაძლევთ, რომ მომხარებელს ხმა მიაწვდინოთ იმ პლატფორმებზე, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ, მაგალითად: ელ-ფოსტა, ან ნებისმიერი სოციალური მედიის პლათფორმა.
დასასრულს, კი გიზიარებთ რამდენიმე პრაქტიკას, რომელიც Growth მარკეტინგის მიმართულებით განვითარებაში აუცილებლად გამოგადგებათ:
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში