🚀რაც უფრო ვითარდება სამყარო, მით მეტი ახალი პროფესია ჩნდება და მით მეტი ადამიანი სპეციალიზდება კონკრეტული მიმართულებით. საგაზეთო სტატიების მწერლები, რედაქტორები და მსგავსი მიმართულების ადამიანები ადრეც იყვნენ და ახლაც არიან, მაგრამ მკითხველთა ნაწილს იმედი უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ ეს ქოფირაითინგს არ უკავშირდება. ასევე მინდა ისიც გითხრათ, რომ copywriting არც copyright-ს ეხება და სიმბოლო ©-ს. ქოფირაითინგი მომავლის პროფესიაა და ჩვენს ციფრულ ავტობუსშიც ზუსტად მაგიტო შეგხვდება ქოფირაითინგის კურსები. მოკლედ, ქოფირაითინგის საფუძვლებზე უნდა მოგიყვე: თუ გრძლად წაკითხვა გინდა, მაშინ შეგიძლია ამ სტატიას გაეცნო, თუ არა და გამომყევი 👇🏻
რას ნიშნავს ქოფირაითერი?
📢ქოფირაითერი არის მარკეტინგული ტექსტის მწერალი. ეს არის ადამიანი, რომელიც კომპანიას დაეხმარება ისეთი ტექსტის დაწერაში, რომელიც მომხმარებლისთვის იქნება მარტივად და სასიამოვნოდ წასაკითხი და რაც მთავარია: დაეხმარება პროდუქტის გაყიდვაში. რამდენიმე მაგალითს მოგიყვან და მიხვდები, რომ ქოფირაითერის “ნამოქმედარი” ყოველდღიურად გხვდება 👇🏻
📬ალბათ ერთხელ მაინც მოგსვლია ელ-ფოსტაზე ფასდაკლების მომაბეზრებელი შეტყობინებები. რაც უფრო ნაკლებად მომაბეზრებელი და გამაღიზიანებელია ტექსტი, მით კარგია ქოფირაითერი. მომხმარებელმაც დიდი შანსია გახსნას შეტყობინება და გაეცნოს მას. თუმცა ქოფირაითერის კვალიფიკაციის მიუხედავად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ მეილებს არასდროს არ ხსნი 😅
ფეისბუქზე რომელიმე გვერდი თუ ამოიჩემე და მის პოსტებს მოუთმენლად ელი ეგეც ქოფირაითერის დამსახურებაა. სოციალურ მედიაშიც მყარად აქვთ ფესვები ქოფირაითერებს გადგმული და მათი მეგობრული თუ სახალისო სტატუსები მკითხველის დადებით ემოციას უზრუნველყოფს, რაც კომპანიის მიმართ ლოიალურ აუდიტორიას ქმნის.
💻საიტზე რომ შეხვალ რა ტექსტიც დაგხვდება ეგეც ქოფირაითერის “ნამოქმედარია” და რაც უფრო კარგად აღქმადი და მარტივია საიტი, მით უფრო დიდ ხანს დარჩები საიტზე და შეიძლება რამის ყიდვაც გადაწყვიტო სპონტანურად. ან შეიძლება არც გადაწყვიტო, მაგრამ მერე სხვა მეთოდებით “მოგადგება” ციფრული მარკეტერი 🤭
დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც შეგხვედრია სტატია, რომელსაც არც თავი არ უჩანს და არც ბოლო. თუ ეს სტატია სამეცნიერო ხასიათის არ არის, მაშინ ის ძალიან ცუდი ქოფირაითერის დაწერილია და მას რამდენიმე წამში მომხმარებელი გამორთავს. და თუ სტატია ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხე, მაშინ ეს ადამიანი ან ქოფირაითერია, ან უბრალოდ ასე წერის უნარი აქვს.
ქოფირაითერის გარდა სხვა ვერ დაწერს ამ ყველაფერს?
ეს ყველაფერი ზუსტად ის არის, რასაც ქოფირაითერის პოზიცია მოიცავს. ადრე ამ ფუნქციებს სხვა ადამიანები ითავსებდნენ. მაგალითად ფეისბუქ პოსტების წერა, დარეკლამება, მარკეტინგი, PR და ყველაფერი ერთ ადამიანს ჰქონდა ხოლმე ჩაბარებული. მერე ადამიანებმა დაინახეს, რომ სპეციალიზირებული ქოფირაითერები ამ საქმეს ბევრად უკეთ აკეთებდნენ და სწორედ ამ დროს გაიზარდა ბაზარზე მოთხოვნა ქოფირაითერებზე. ცხადია საუბარია საქართველოზე, სადაც ქოფირაითერების მომრავლება ბოლო წლებში დაიწყო. ბევრმა ქვეყანამ ეს ეტაპი წლების წინ გაიარა და შესაბამისად ქოფირაითერებიც მრავლად ჰყავთ.
რატომ ჭირდება ყველას ქოფირაითერი? ჰენრი ფორდის სიტყვები ამას ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს 👇
„ადამიანი, რომელიც წყვეტს დარეკლამებას ფულის დაზოგვის მიზნით ჰგავს ადამიანს, რომელიც აჩერებს საათს დროის დაზოგვის მიზნით.“
და თუ ყველა ვხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეკლამა პროდუქტის ან სერვისის გაყიდვაში, მაშინ ისიც მარტივი მისახვედრია, რომ ამას საქმის პროფესიონალი უკეთ გააკეთებს – ქოფირაითერი.
ქოფირაითერების ხელფასი მაღალია?
ამ კითხვის გარეშე ამ სტატიის დამთავრება როგორ იქნებოდა 🙂 როგორც ყველა პროფესიის ადამიანი, ქოფირაითერიც ზუსტად იმდენ ხელფასს იღებს, რამდენიც ეკუთვნის კვალიფიკაციის შესაბამისად. თუ ძალიან გამოცდილი და კარგი პორტფოლიოს მქონეა, მაშინ ანაზღაურებაც მსუყე ექნება. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას აკეთებს ქოფირაითერი – ვებ-საიტ ქოფის, სოც.მედია ქოფის თუ სტატიას წერს. ყველა მათგანს შესაბამისი ანაზღაურება მოჰყვება. ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ მაღალი თამასა გაქვს და მაღალი ანაზღაურება გსურს, ქართულ ბაზარს არ დაკმაყოფილდე და უცხოურ შეკვეთებსაც შეეჭიდე 🙌🏻
ქოფირაითინგი ხომ ქართული სიტყვა არ არის?
დიახ, ასევე კომპიუტერი, ლეპტოპი, სისტემა და სხვა უამრავი სიტყვა არ არის ქართული. ენა ცოცხალი ორგანიზმია და თუ უცხო სიტყვის შესატყვისი ქართულ ენას არ აქვს, მაშინ ის მას ისეთს მიიღებს, როგორიც არის. დაუძახო ქოფირაითერს მარკეტინგული ტექსტის მწერალი იგივეა, რომ დაუძახო ქირურგს ოპერაციის გამკეთებელი. შესაბამისად, მგონი ჯობს ისევ ქოფირაითინგი დავუძახოთ და ახალი ველოსიპედი არ გამოვიგონოთ.
ქოფირაითინგის სწავლა რთულია?
მგონი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რასაც ეცდები, ყველაფერი გამოგივა და არაფერი რთულად არ მოგეჩვენება. თუ წინასწარ დაიძაბავ თავს და იფიქრებ, რომ ქოფირაითინგი შენთვის ძალიან რთულია, მაშინ არაფერი გამოგივა, მაგრამ თუ სურვილი და საკუთარი თავის რწმენა გექნებათ, მაშინ ქოფირაითინგის სწავლა ნამდვილად ძალიან მარტივად მოგეჩვენება. თანაც ამაში Digital Bus Academy და საუკეთესო ლექტორი დაგეხმარებათ 😉
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში