ინტერნეტში მილიარდზე მეტი ვებსაიტია, რომელთაგანაც მხოლოდ 17% არის აქტიური. დანარჩენი 83% საიტების და ბლოგების უფუნქციოდ არსებობენ ქსელში და შესაბამისად, მათი მფლობელები კარგავენ რეალურ შესაძლებლობას გამოიმუშავონ ფული.
იქნებ გაქვს საიტი ან ბლოგი, მაგრამ არ იცის როგორ აქციო ის შემოსავლის წყაროდ? ან იქნებ ბევრისგან გსმენია ასეთი ბლოგების შესახებ, თუმცა არ იცი საიდან და როგორ დაიწყო?
გაგიკვირდება, თუმცა, საიტის აწყობა და ონლაინში ჩაშვება დღესდღეობით სულაც აღარ არის ხარჯებთან დაკავშირებული. ნებისმიერ დროს შეგიძლია შექმნა საიტი, ატვირთო კონტენტი და გამოაქვეყნო – სრულიად უფასოდ! შემდეგ კი არაერთი გზა არსებობს, რომ საიტით ფული გამოიმუშავო.
ამ სტატიაში მოგიყვებით რა შესაძლებლობები არსებობს ფულის შოვნის საიტის მეშვეობით, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული საიტის შექმნა და მართვა და საერთოდ, როგორ უნდა დაიწყოთ ბლოგერობა.
რა თქმა უნდა, უფასო საიტს ბევრი შეზღუდვა აქვს და არ გამოიყურება ისე, როგორც ფორბსის ან ბლუმბერგის საიტები. მიუხედავად ამისა, ეს ხელს არ შეგიშლით თქვენი მცირე ბიზნესის წამოწყებაში.
არსებობს არაერთი პლატფორმა, რომელიც მზა ძრავზე საიტის დამზადებაში დაგეხმარებით. ერთერთი ასეთია WordPress. ვორდპრესის უფასო პაკეტი საშუალებას გაძლევთ აიღოთ ბლოგის დომეინი უფასოდ და განათავსოთ რა კონტენტიც გაგიხარდებათ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ არსებული მზა დიზაინები, ფუნქციონალი, ველები, სარეგისტრაციო ფორმები, მოკლედ, ნებისმიერი რამ რაც შეიძლება დამწყებ ბლოგერს საიტზე დასჭირდეს.
თუ უფრო კომპლექსური ან ინდივიდუალური სტილის საიტის შექმნა გსურთ, ვორდპრესი მაინც იდეალური ვარიანტია, თუმცა, ცოტა მეტი ცოდნა დაგჭირდებათ ამისათვის. ასეთ შემთხვევასი, გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს ვორდპრესის კურსს, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ ვორდპრესში საიტის აწყობა უმოკლეს დროში და კურსის დამთავრების შემდგომ უკვე დამოუკიდებლად შექმნათ და დაამუშავოთ ნებისმიერი სირთულის საიტი ამ პლატფორმაზე.
მანამდე, დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ კითხვას და ვნახოთ როგორ გამოიმუშავებენ საიტები ფულს.
ყველაზე მთავარი მონეტიზაციის ნაწილი ნებისმიერი საიტისთვის არის ტრაფიკი. მარტივად, რომ ვთქვათ, ტრაფიკი არის ინტერნეტ მომხმარებლები, რომლებიც თქვენს საიტს სტუმრობენ. ტრაფიკის გარეშე თქვენ შეიძლება გქონდეთ საიტი საუკეთესო კონტენტით, თუმცა არცერთი მკითხველით.
ალბათ უკვე მიხვდით ტრაფიკის მნიშვნელობას – ეს არის თქვენი უნიკალური აუდიტორია, რომელსაც რა ინფორმაციასაც გსურთ იმას მიაწვდით, რა პროდუქტსაც გსურთ იმას შესთავაზებთ, და რა სახის კომუნიკაციაც დაგჭირდებათ იმას გამოიყენებთ.
მაგალითად, შეგიძლიათ საიტზე განათავსოთ სხვა კომპანიების რეკლამები (რაშიც საკმაოდ დიდ ფულს იხდიან, თუ თქვენ საიტს მაღალი ტრაფიკი აქვს), გაყიდოთ პროდუქტი, მიიღოთ ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ (სარეგისტრაციო ფორმები, კითხვარები), გაუწიოთ რეკომენდაცია სხვადასხვა ბრენდებს და ბიზნესებს და ა.შ.
დღესდღეობით არსებობს რამდენიმე სხვადასხვა სტრატეგია ტრაფიკის გენერაციის. ყველაზე პოპულარულ და გამართლებულ საშუალებებად ითლვება:
ჩამოთვლილთაგან ყველაზე ეფექტური და რეკომენდირებულია SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) და სოციალური მედია. ქვემოთ განვიხილავთ ამის მიზეზებს.
SEO არის Search Engine Optimization (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია), რომელზეც უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიას. SEO-ს ერთერთი მთავარი ფოკუსი სწორედ რომ ტრაფიკის გენერირებაა.
ყველაზე ეფექტური გზა ვიზიტორების მოსაზიდად არის Google-ის საძიებო სისტემაში პირველ გვერდზე აღმოჩენა გარკვეულ საკვანძო სიტყვებზე (keywords). ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ყველაზე მარტივად მოგაგნებთ და თან ის არ იქნება შემთხვევით თქვენს საიტზე აღმოჩენილი იუზერი, მას ნამდვილად აინტერესებს ის, რასაც წერთ თქვენ (საძიებო ფრაზიდან გამომდინარე).
SEO გაიდლაინები შედგენილია იმისთვის, რომ საიტი აღმოჩნდეს რაც შეიძლება წინ საძიებო სისტემებში. ასე რომ, ერთერთი ყველაზე უტყუარი მეთოდი ტრაფიკის მოსაზიდად არის საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია.
სოციალური მედია ჯერ კიდევ ყველაზე აქტიურ საკომუნიკაციო არხად რჩება. Მითუმეტეს დღესდღეობით, როდესაც არსებობს მრავალი ალტერნატივა სხვადასხვა სოც ქსელების მომხმარებლების ინტერესებიდან, სურვილებიდან და მიზნებიდან გამომდინარე.
ამ არხების მრავალფეროვნება ბლოგის და საიტის მფლობელებს საშუალებას აძლევს აარჩიონ ის სპეციფიური სოციალური ქსელი, რომელიც მათ მომხმარებლებს ყველაზე მეტად აინტერესებთ. მაგალითად, თუ თქვენ კორპორატიულ თემატიკაზე გსურთ წერა, თქვენი მთავარი კლიენტები პროფესიონალები არიან, მაშინ LinkedIn თქვენი საუკეთესო გზა არის აუდიტორიის მოსაძიებლად.
სოციალურ ქსელებში არაერთი ჯგუფი, გვერდი თუ სარეკლამო საშუალება არსებობს რათა მიწვდეთ მომხმარებელს. თუმცა, SEO-სთან შედარებით ნაკლებად ეფექტური, ვინაიდან SEO-ს პირდაპირ თქვენს საიტზე შემოყავს მომხმარებელი, ხოლო სოციალურ ქსელებში ჯერ თქვენს გვერდთან/პროფილთან აქვს მომხმარებელს კომუნიკაცია.
მოკლედ, თქვენ თუ გადაწყვეტთ საიტის შექმნას, გაქვთ წარმოსახვაში მცირე მონახაზი მაინც თქვენი მომავალი ბლოგის შესახებ, აუცილებლად გირჩევთ დაიწყოთ ახლავე! ამასთან, გთავაზობთ დაიწყოთ ჩვენთან ერთად – ვორდპრესის, SEO-ს ან სოციალური მედიის კურსით!
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში