ონლაინ რეკლამები გაყიდვების თუ ცნობადობის გაზრდაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
თუ ჯერ არ გაქვს გამოცდილება ამ მიმართულებით, გადახედე რამდენიმე, მარტივ რჩევას.
სანამ ონლაინ რეკლამის შექმნაზე ფიქრს დაიწყებ, მნიშვნელოვანია, განსაზღვრო – ვისთვის აკეთებ რეკლამას? ვინ არიან მომხმარებლები? რა აინტერესებთ მათ? ამ ინფორმაციის ცოდნა დაგეხმარება, სწორად შექმნა რეკლამა, რომელიც მომხმარებლებს მოეწონებათ.
გარდა ამისა, შეგიძლია, გამოიყენო სხვადასხვა ონლაინ ხელსაწყო, რომელთა საშუალებით, შეაგროვებ ინფორმაციას შენი მომხმარებლის შესახებ და შექმნი ე.წ. User Persona – ს, გამოგონილ ადამიანს, რომელიც წარმოადგენს იდეალურ მომხმარებელს.
ინტერნეტში რეკლამირებისათვის უამრავი ადგილი არსებობს: სოციალური მედიის საიტები, (მაგალითად: Facebook და Instagram), საძიებო სისტემები (Google), ვიდეო საიტები (YouTube) და სხვა.
წარმატების მისაღწევად, აუცილებელია ბიზნესისთვის სწორი პლატფორმის არჩევა. მაგალითად:
და ა.შ.
შეადგინე გეგმა : რისი მიღწევა გსურს რეკლამებით? მეტი ადამიანი რომ ეწვიოს შენს საიტს? გაყიდვები გაიზარდოს? ამის გარკვევის შემდეგ შეგიძლია, განსაზღვრო ბიუჯეტიც – რა თანხის დახარჯვა გსურს თითოეულ რეკლამაზე და – ჯამში.
რეკლამები კარგად უნდა გამოიყურებოდეს და მიიპყროს ხალხის ყურადღება. გამოიყენე მაღალი ხარისხის სურათები და ვიდეოები და დაწერე მარტივი, ადვილად გასაგები ტექსტები.
გახსოვდეს, რომ კონკურენციას უწევ ათასობით ბიზნესს, ამიტომაც შენი რეკლამა უნდა იყოს განსაკუთრებული და გამოირჩეოდეს სხვებისაგან!
ეს ოთხი, ზოგადი რჩევა გამოგადგება ციფრულ სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისათვის.
მაგრამ თუ ამ საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლა გსურს, მაშინ დარეგისტრირდი ედვერთაიზინგის და ანალიტიკის კურსზე,
რომლის გავლის შემდეგ შენ შეძლებ: ზუსტად განსაზღვრო მომხმარებლების ქცევა, გაზომო შედეგები და გახადო ბიზნესი მომგებიანი!
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში