25 აგვისტო 8 წუთში წასაკითხი

როგორ მუშაობს და როგორ უნდა დავაყენოთ Facebook Pixel?


ჩვენი წინა სტატია თუ წაიკითხე, უკვე გეცოდინება რამდენად დიდ საქმეს აკეთებს Facebook Pixel. შესაძლოა მის შესახებ ადრეც გქონდა გაგონილი, მაგრამ მისი დაყენება ვერ მოახერხე. ხოდა, ამ სტატიაში ვეცდები კარგად აგიხსნა როგორ მუშაობს Facebook Pixel და როგორ უნდა დააყენო ის, საკუთარ ვებ-გვერდზე.

სტანდარტული Facebook Pixel event-ები

Facebook Pixel-ს სტანდარტული event-ები აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მან წინასწარ იცის, თუ რაზე შეიძლება მოგინდეს ყურადღების გამახვილება. გაითვალისწინე, რომ რადგან ეს შაბლონია, ზოგიერთი მათგანი შეიძლება საერთოდ არ გქონდეს ვებ-გვერდზე. მაგალითად, შეიძლება პროდუქტს ყიდი, მაგრამ შეხვედრის ჩანიშვნა შენც ბიზნესთან არანაირ კავშირში არ არის. ამაზე ნუ იდარდებ – უბრალოდ ყველა ჩამოვწერე, შენ თუ არა, შეიძლება სხვას გამოადგეს.

  • ყიდვა: მომხმარებელი ყიდულობს პროდუქტს შენს საიტზე.
  • Lead: მომხმარებელი ანხორციელებს Lead-ს შენს ვებ-გვერდზე.
  • რეგისტრაცია: მომხმარებელი რეგისტრირდება ვებ-გვერდზე.
  • გადახდის მეთოდის დამატება: მომხმარებელი ამატებს გადახდის მეთოდს.
  • კალათაში დამატება: მომხმარებელი ამატებს პროდუქტს კალათაში.
  • Wishlist-ში დამატება: მომხმარებელი ამატებს პროდუქტს სასურველ პროდუქტთა სიაში.
  • Checkout-ზე გადასვლა: მომხმარბეელი გადადის Checkout-ზე, რომ იყოდოს პროდუქტი.
  • Search: მომხმარებელი ეძებს რაიმე ინფორმაციას ვებ-გვერდზე.
  • კონტენტის ნახვა: მომხმარებელი ნახულობს ვებ-გვერდის რომელიმე კონკრეტულ გვერდს, მაგალითად პროდუქტს.
  • კონტაქტი: მომხმარებელი ეკონტაქტება შენს ბიზნესს.
  • პროდუქტის სპეციფიკაციის არჩევა: მომხმარებელი ირჩევს პროდუქტის ფერს, ზომას ან რამე სხვა მახასიათებელს.
  • დონაცია: მომხმარებელი აკეთებს დონაციას .
  • ლოკაციის ძებნა: მომხმარებელი ეძებს შენი კომპანიის ფიზიკურ მისამართს.
  • შეხვედრის ჩანიშვნა: მომხმარებელი რეგისტრირდება შეხვედრაზე
  • საცდელი პერიოდის გამოყენება: მომხმარებელი იყენებს უფასო საცდელ პერიოდს.
  • გამოწერა: მომხმარებელი იწერს შენს პროდუქტს ან მომსახურებას.

შეგიძლია ამ სტანდარტულ event-ებს დამატებითი პარამეტრები დაუმატო. ეს მოგცემს საშუალებას, რომ სტანდარტული event შემდეგი ფაქტორების მიხედვით შეცვალო და შენს ბიზნესს მოარგო. მაგალითად 👇🏻

  • რა ღირს conversion event
  • ვალუტა
  • კონტენტის სახე
  • ნავარაუდები გრძელვადიანი ღირებულება

სხვანაირად რომ გითხრა, შენ შეგიძლია ნახვების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით დაყო – თუ შინაური ცხოველების საკვებს ყიდი, ძაღლების და კატების მფლობელების განცალკევებას შეძლებ.

Facebook Pixel და IOS 14.5

ჩვენს სტატიაში შეიძლება უკვე წაიკითხე, თუ რამდენად დიდი ცვლილებები მოიტანა IOS-ის ახალმა განახლებამ. ამ განახლების გამო Facebook Pixel-ის ფუნქციონალის რაღაც ნაწილი შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი Iphone-ზე. თუმცა ამ ამბით ნუ დაპანიკდები, რადგან დაახლოებით 15-20% იყენებს Apple-ს პროდუქციას, დანარჩენები ისევ ანდროიდის ერთგულებად რჩებიან.
მთავარი შეზღუდვა რაც მარკეტერებმა უნდა გაითვალისწინონ ის არის, რომ მაქსიმუმ 8 სტანდარტული event-ის გამოყენება შეიძლება. სხვა განსაკუთრებულ ცვლილებებზე სტატიის განმავლობაში კიდევ გეტყვი.

Facebook Pixel-ის შექმნა

ახლა უკვე იცი რას აკეთებს Facebook Pixel და მგონი დრო მოვიდა რომ პრაქტიკაში გამოსცადო შენს ვებ-გვერდზე. მიდი შექმნის სწავლით დავიწყოთ 👇🏻

I ნაბიჯი: შექმენი შენი Facebook Pixel

1. შენს Facebook Events Manager-ში, მენიუს მარცხენა მხარეს Connect to Data Sources მონიშნე და შემდეგ აირჩიე Web. დააჭირე Get Started-ს და განაგრძე.

2. აირჩიე Facebook Pixel და დააკლიკე Connect-ს.

3. დაასათაურე შენი Pixel, შეიყვანე შენი ვებ-გვერდის მისამართი და დააჭირე Continue-ს.


გაითვალისწინე, რომ Events Manager-დან, ერთ ანგარიშზე მხოლოდ ერთ Pixel-ზე იღებ წვდომას თუ ერთზე მეტის გამოყენება გსურს, მაშინ Facebook Business Manager გამოიყენე.

II ნაბიჯი: დაამატე Facebook Pixel-ის კოდი შენს ვებ-გვერდზე

Pixel-მა რომ მუშაობა დაიწყოს და ინფორმაცია შეგიგროვოს, საჭიროა მისი შენს ვებ-გვერდზე დაინსტალირება. ამის გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს, გააჩნია ვებ-გვერდის რომელ პლატფორმას იყენებ.

თუ Facebook-ს პარტნიორებს იყენებ, მაგალითად WordPress-ს, ან SquareSpace-ს, მაშინ Use a Partner Integration-ს დააჭირე. ეს გზა ბევრად უფრო მოკლე და მარტივია, უბრალოდ კიდევ რამდენიმე ეტაპის გავლა მოგიწევს.


თუ დეველოპერი შეგიძლია დაიხმარო, ან თავად ხარ ამ საქმით დაკავებული, მაშინ Email Instructions-ს დააჭირე და სრულ ინფორმაციას მიიღებ, თუ როგორ უნდა დაყენდეს Pixel-ის კოდი შენს ვერ-გვერდზე.
თუ არცერთი წინა შემთხვევა შენ არ გეხება, მაშინ ცოტა ჩახლართულ, მაგრამ მაინც საკმაოდ მარტივ გზას აგიხსნი. აბა წავედით.

1. დააჭირე Instal code manually-ს.
2. დააჭირე მწვანე ღილაკს, Copy Code-ს.

3. ჩააკოპირე Pixel-ის კოდი შენს ვებგვერდზე არსებულ Header Code-ში, </head> tag-მდე. ამ კოდის ჩაკოპირება ყველა გვერდზე მოგიწევს, ან შეგიძლია პირდაპირ Header template-ში ჩააკოპირო, თუ იყენებ მას. შემდეგ დააჭირე Continue-ს.

4. აირჩიე, გინდა თუ არა ავტომატური შეთავსების გამოყენება. ეს ფუნქცია შენი მომხმარებლების მონაცემებს დააკავშირებს მათ ფეისბუქ პროფილებთან, რაც საშუალებას მოგცემს, რომ Conversion-ზე დაკვირვება უფრო ზუსტი გახადო. მოკლედ, მონიშნე სასურველი ფუნქცია და დააჭირე Continues.


III ნაბიჯი: შექმენი Facebook Pixel Events

1. დააჭირე Open Event Setup Tool-ს.


აირჩიე შენი Pixel ID, შემდეგ დააჭირე Settings-ს და ჩამოსქროლე ქვემოთ, Open Event Setup Tool-სთვის.

2. ჩაწერე შენი ვებ-გვერდის მისამართი და დააჭირე Open Website-ს.


3. Facebook გაჩვენებს რეკომენდებულ Event-ებს. აირჩიე თითოეული მათგანის გასწვრივ შეგიძლია Review-ს დააჭირო და შემდეგ Confirm-ს ან Dismiss-ს.მ ამით შეგიძლია ეს ეტაპი დაასრულო Finish Setup-ზე დაჭერით.

ასევე გაითვალისწინე, რომ Pixel-ის ჩაშენების პროცესის შეწყვეტა და მისი მოგვიანებით გაგრძელება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს: სადაც შეჩერდები, იმ ეტაპიდან შეძლებ გაგრძელებას.

IV ნაბიჯი: დარწმუნდი, რომ Pixel მუშაობს, Facebook Pixel Helper-ის დახმარებით

სანამ Pixel-ს მიერ შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დასკვნებს გააკეთებ, ჯობს შეამოწმო, რომ ნამდვილად გამართულად მუშაობს.

1. Google Chrome-ს ბევრი საინტერესო ხელსაწყო აქვს და Facebook Pixel Helper extension ერთ-ერთია (სხვა ბრაუზერზე ის არ არის ხელმისაწვდომი, ასე რომ Chrome-თან შეგუება მოგიწევს).

2. შედი ვებ-გვერდზე, სადაც Facebook Pixel  დააინსტალირე. ფანჯარა გაჩვენებს რამდენი Pixel იძებნება გვერდზე. ის ასევე გეტყვის, მუშაობს თუ არა Pixel სრულყოფილად, ხოლო თუ არ მუშაობს, საჭირო ინფორმაციასაც მოგაწვდის გამოსასწორებლად. მოკლედ, ძალიან საჭირო რამეა.

V ნაბიჯი: დაამატე Facebook Pixel-ის გაფრთხილება შენს ვებ-გვერდს

რომ არ დაარღვიო Facebook-ის წესები (ზოგ ქვეყანაში ასეთი კანონებიც არსებობს), შენს მომხმარებლებს უნდა მიაწოდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ შესახებ ინფორმაციას აგროვებ.

როცა საიტზე შედიხარ და გხვდება კითხვა, აძლევ თუარა გვერდს Cookies-ის გამოყენების უფლებას, სწორედ ეს უნდა კითხო შენს მომხმარებლებს: გაძლევენ ტუარა უფლებას, რომ გარკვეული ინფორმაცია მიიღო და გამოიყენო.

უფრო დეტალურად რომ გაეცნო ამ ამბავს, Facebook Business Tools Terms გახსენი და Point 3: Special Provisions Concerning the Use of Certain Business Tools წაიკითხე.

და ბოლოს, თუ იფიქრე, რომ IOS 14.5 განახლებით ყველაფერი დასრულდა, ეს ასე არ არის.

რადგან IOS 14.5 ძალიან ზღუდავს ინფორმაციის მიღებას, Facebook-მა Conversions API შექმნა. ის არა Cookies-ს, არამედ პირდაპირ სერვერებიდან იღებს ინფორმაციას. შესაბამისად, Conversions API-ს და Pixel-ს კომბინირებულად გამოყენების შემდეგ, შენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია უფრო მეტად სანდო და დიდი იქნება.

თუ Facebook-ს პარტნიორ პლატფორმას, Shopify-ს ან WooCommerce-ს იყენებ, მაშინ კოდის დაწერის გარეშე, რამდენიმე მარტივი მოქმედებით შეგიძლია Conversions API-ის გამოყენება.

1. Events Manager-ში, დააჭირე მარცხენა სვეტში Data Sources-ს და შემდეგ Settings-ს მენიუში.

2. ჩამოსქროლე Conversions API-ს სექციაზე და Choose a Partner-ს დააკლიკე.


აქ უკვე პლატფორმა უნდა აირჩიო და შემდეგ ეტაპებს მიჰყვე. თუ Facebook-ის პარტნიორ პლატფორმას არ იყენებ, მაშინ დეველოპერის დახმარება დაგჭირდება და ის დაწერს კოდს.

Conversions API რომ ძალიან კარგად ასრულებს თავის საქმეს ეს კომპანია Lull-ის მაგალითზეც ჩანს: 2020 წლის ბოლოს, კომპანიამ აღმოაჩინა, რომ Pixel ინფორმაციის 8%-ს კარგავდა, ხოლო მას შემდეგ, რაც Conversions API-ს გამოყენებაც დაიწყეს, ეს მაჩვენებელი 100%-მდე გაიზარდა.

ახლა უკვე ყველაფერი იცი იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი Facebook Pixel, რაში გეხმარება და როგორ უნდა დააყენო ის შენს ვებ-გვერდზე. მგონი ერთადერთი რაც ახლა დაგრჩენია ის არის, რომ საქმეს შეუდგე 🤘🏻

მსგავსი სიახლეები

აპრილი 11, 2021
კომენტარი

ადაპტაცია IOS 14-თან

10 წუთში წასაკითხი
თებერვალი 24, 2021
კომენტარი

რატომ არის სოციალური მედია უმნიშვნელოვანესი?

4 წუთში წასაკითხი