მარტივად გასაგები სოც.მედიის რეპორტი ნამდვილად არის საუკეთესო გზა იმისა, რომ ციფრული მარკეტინგის წარმატებულად მუშაობა დავამტკიცოთ. ამ ყველაფერს არსებული მონაცემთა ანალიზის საშუალებით ვახერხებთ.
გუგლის ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მარკეტერების ნახევარს უჭირთ უზარმაზარ ინფორმაციასთან გამკლავება. სოც.მედია რეპორტი ნამდვილად შეგვიძლია ამ ხალხის შველად ჩავთვალოთ. მოკლედ რომ ვთქვათ 3 ძირითად საკითხს გავივლით ამ სტატიაში:
1. რა მონაცემები უნდა შეიყვანო სოც.მედიის რეპორტში
2. სად უნდა იპოვო ეს მონაცემები
3. როგორ უნდა დაუმტკიცო შენი მონაცემების მიხედვით სოც.მედიის ეფექტურობა დაინტერესებულ პირებს
აბა წავედით 👇🏻
რა არის სოციალური მედიის რეპორტი?
სოციალური მედიის რეპორტი არის დოკუმენტი, რომელიც გვაჩვენებს რელევანტურ მონაცემებს სოც.მედია აქტივობის შესახებ. რეპორტი შეიძლება იყოს უზარმაზარი ექსელის ფაილი, გადავსებული რიცხვებით და ასევე მარტივი Power Point ინფორმატიული ანალიზით. ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტო იმის მიხედვით, თუ ვისთვის აკეთებ პრეზენტაციას 🤝🏻
როგორ უნდა გააკეთო სოც.მედია რეპორტი?
სოც.მედია რეპორტის გაკეთებისას აუცილებელია რამდენიმე კითხვა დაუსვა საკუთარ თავს და შემდეგ შეუდგე საქმეს
ვისთვის აკეთებ სოც.მედია რეპორტს?
აუცილებელია განსაზღვრო ვინ უნდა ნახოს სოც.მედია რეპორტი. შესაძლოა ანალიზისთვის აკეთებ და გინდა საკუთარი თავისთვის გააკეთო, შესაძლოა ეს იყოს მარკეტინგის ჯგუფი ან უბრალოდ კომპანიის დირექტორთან გიწევს სოც.მედიის წარმატებულობის მტკიცება.
ყველა მათგანს თავისებურად უნდა მიუდგე და მათთვის რელევანტური ინფორმაცია აჩვენო.
რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს რეპორტი?
რეპორტი უნდა გამოიყურებოდეს კარგად და მისი დანახვისას ადამიანს გული არ უნდა გაუსკდეს. საერთოდ არ არის საჭირო უაზრო ინფორმაციისა და დეტალების ჩატენვა, აუცილებელი ინფორმაციაც საკმარისია.
შესავალი
როგორც ყველაფერს, რეპორტსაც სჭირდება შესავალი. პირველ რიგში მცირე მიმოხილვით უნდა დაიწყო და თავიდანვე გააცნო მსმენელს 3 მთავარი რამ:
1. მიზნები
2. სტრატეგია
3. წარმატების საზომი
ამ ყველაფრის გაგების შემდეგ, რეპორტის მნახველმა უკვე იცის, თუ რას უნდა ელოდოს დოკუმენტში.
მცირე ინფორმაცია წარმატებაზე
ამ ნაწილში ძალიან მოკლედ უნდა აჩვენო, თუ რას მიაღწიე. როგორც უკვე ვახსენე, რეპორტში აუცილებელია მიზნების განსაზღვრა. სწორედ ამ მიზნების მიხედვით უნდა აჩვენო წარმატებაც, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული კამპანიის, ან კვირის და თვის შედეგები.
მაგალითად შეგიძლია აჩვენო 👇🏻
ეს უბრალოდ მოკლე მიმოხილვა უნდა იყოს მიღწევების. შემდეგ ამ წარმატებებზე უფრო ვრცლად მოყვები.
აუცილებელია ასევე დავაიდენტიფიციროთ თქვენი კომპანიის მინიმუმ საარსებო შედეგები, სწორი მეტრიკების დაკვირვებით, განსასაზღვრია თუ როგორ უნდა მივაღწიოთ ამა თუ იმ შედეგს კონკრეტულ თვეში და როგორ, რა გეგმაა შესასრულებელია გადასარჩენად?!
თუ საფუნთუშე 100 ფუნთუშას 350 ინბოქს მესიჯით ყიდის და ეს მისთვის მისაღები შედეგია, შესაბამისად გეგმაც უნდა განვსაზღვროთ თუ როგორ უნდა მივიღოთ 350 მესიჯი.
Data tracking
ეს ნაწილი მთლიანად რიცხვებზეა. კონტექსტის უკეთ აღსაქმელად წინა რეზულტატების ჩვენებას გირჩევდი, თორემ მხოლოდ რიცხვების ყურებით შესაძლოა რეპორტის პრეზენტაციისას მსმენელმა ვერ აღიქვას ყველაფერი.
მაგალითად, თუ კამპანიის რეპორტს აკეთებ, კარგი იქნება თუ ძველი კამპანიებიდან იგივენაირს აარჩევ და პრეზენტაციაში აჩვენებ. თუ აკეთებ რეგულარულ, კვირის ან თვის რეპორტს, მაშინ წინა თვეების შედეგებიც უნდა აჩვენო. ეს არსებულ ტენდენციებს ნათლად გაჩვენებს.
როგორც უკვე გითხარი მიზნების გათვალისწინება აუცილებელია რეპორტის გაკეთებისას. სწორედ მისი საშუალებით მიხვდები იმას, თუ რომელი მონაცემების შეტანაა რეპორტში აუცილებელი. ზოგადად კი ყველაზე ხშირად ამ რიცხვებს იყენებენ მისი შედგენისას 👇🏻
ამ ყველაფრის გარდა ეს მონაცემებიც აუცილებლად დაგჭირდება:
რა თქმა უნდა, ამათ გარდა კიდევ ბევრი რიცხვის შეტანა შეგიძლია რეპორტში, მაგრამ აქ იმ ძირითადებზე გავამახვილე ყურადღება, რომელიც უფრო სავარაუდოა რომ დაგჭირდება.
სხვა გამორჩეული შედეგები 🏆
ხანდახან მხოლოდ რიცხვები არ არის საკმარისი შედეგების საჩვენებლად.შესაძლოა რამე ისეთი მოხდა, რაც ჯერ რიცხვებში არ ჩანს, მაგრამ ელი, რომ მალე გამოჩნდება. რეპორტში ნებისმიერი სახის წარმატების ჩაწერა შეგიძლია, თუნდაც ის რიცხვებში არ იყოს ასახული.
ანალიზი
ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთია ამ რიცხვების ჩამოწერა, მაგრამ მეორეა მისი გაანალიზება და იმის გაგებამ თუ რა რას ნიშნავს.
მაგალითად, მხოლოდ იმის ჩვენება, თუ რამდენი დაკლიკვა ჰქონდა ლინკს, რომლითაც შენს საიტზე გადადის მომხმარებელი, შესაძლოა არ იყოს საკმარისი. მაგრამ, თუ ამ მონაცემს დაურთავ იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რა ნაწილსაც შეადგენს საიტის მთლიანი traffic-ის, მაშინ შესაძლოა სხვა სურათი დაინახო.
მოკლედ რომ გითხრა, ეცადე რიცხვებთან ერთად მისთვის რელევანტური ფაქტებიც მოიყვანო, რომ უფრო მარტივად აღქმადი გახდეს შედეგი და არ იყოს ძალიან აბსტრაქტული.
დასკვნა
დასკვნა უნდა იყოს შეჯამება იმისა, თუ რა შედეგები გაქვს და რამ გამოიწვია ასეთი რეზულტატის ქონა. დასკვნაში ასევე შეგიძლია დაწერო ის, თუ რას გაითვალისწინებ მომავალში ამ რეპორტიდან გამომდინარე.
Facebook Insights
სტატიის ბოლოს Facebook Insights-ზეც მინდა გითხრა 1-2 სიტყვით. უკვე აგიხსენი რა მონაცემები უნდა გამოიყენო რეპორტში და ახლა უკვე უნდა გითხრა თუ სად იპოვო ეს რიცხვები.
შენს Facebook გვერდზე, მარცნივ მენიუში Insight-ზე უნდა გადახვიდე. აქ ნახავ ყველა სახის სტატისტიკას და ინფორმაციას. შეგიძლია ნახო ლაიქები, reach, გაზიარებები და მოკლედ ყველაფერი.
ამ ინფორმაციის გადმოსაწერად, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება სოც.მედიის რეპორტის გაკეთებისას დააჭირე Export Data-ს. მასზე დაჭერის შემდეგ შეგიძლია აირჩიო რა მონაცემების გადმოწერა გინდა და რომელ ფორმატში (.xls თუ .csv).
მოკლედ, საკმაოდ გრძელი, მაგრამ ძალიან საჭირო სტატია გამოგვივიდა. შესაძლოა თავიდან ცოტა რთულად გეჩვენოს, მაგრამ სოც.მედიის რეპორტის გაკეთებას არც იმდენი ენერგია არ სჭირდება რამდენიც გგონია. ხოლო რამდენად საჭირო და აუცილებელია მისი გაკეთება, ამაზე უკვე გითხარი.
ხოლო, თუ სოციალურ მედიაზე უფრო მეტის გაგება გინდა, მაშინ ჩვენს
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში