fbpx




14 მაისი 3 წუთში წასაკითხი

სჭირდება თუ არა შენს ბიზნესს Google Ads? 🤔


ბიზნესის კეთების ხერხები ყოველდღიურად იცვლება, ისევე, როგორც ჩვენი ცხოვრება. ბიზნესის წარმატების საზომი გაყიდვებია: თუ შენი სერვისის ან პროდუქტის გაყიდვები მაღალია, ესეიგი წარმატებულად ართმევ თავს შენს საქმეს. თუ დაბალია, მაშინ სტრატეგიის ან მეთოდების შეცვლა მოგიწევს, სხვანაირად ვერაფერს იზამ.

სტრატეგიის შეცვლის მიზეზი მხოლოდ წარუმატებლობა არ არის. შეიძლება კონკურენციამ ან უფრო დიდი წარმატების სურვილმა გაიძულოს, რომ უფრო სხვანაირად მიუდგე პოტენციურ მომხმარებელს. მეთოდი შეიძლება იყოს ორნაირი: რეკლამირება ტრადიციულ არხებზე (ბანერები, ტელევიზია) და თანამედროვე მარკეტინგის, Growth Marketing-ის გამოყენება.


Growth Marketing შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგია და  გულისხმობს იმას, რომ შენი ყველა ქმედება, რომელშიც ფულს გადაიხდი გამოიღებს დათვლად შედეგს. იქნება ეს Facebook-ზე რეკლამა, Google Ads-ის გამოყენება თუ რამე სხვა, შენ ზუსტად იცი რაში იხდი ფულს და რა შედეგს მიიღებ – ციფრების დონეზე გეცოდინება რაში რამდენი გეხარჯება და, მაგალითად, Facebook-ზე Engagement-ის გაზრდაზე რამდენი დახარჯე. შესაძლოა ბანერებზეც ამბობდეს ვინმე, რომ იცის დღეში რამდენი ადამიანი ნახულობს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც ვარაუდის დონეზეა. აი რაც შეეხება ციფრულ რეკლამებს, აქ აბსოლუტურად ყველა მონაცემი ზუსტად იცი. ხოდა დღეს, ციფრული რეკლამირების ერთ-ერთ მაგალითზე, Google Ads-ზე მოგიყვები და გეტყვი იმ რამდენიმე ფაქტორს, რაზეც უნდა გაამახვილო ყურადღება, რომ გაიგო, გჭირდება თუ არა მასზე რესურსების დახარჯვა 💰

1. გინდა იყო პირველი? 🥇

ნებისმიერ ბიზნესს ზომის მიუხედავად უნდა რომ Google-ში ძიებისას პირველს მას ხედავდნენ. მაგალითად, თუ ავტოდილერი ხარ და ადამიანი შესაბამის სიტყვებს დაგუგლავს, რაც უფრო ზემოთ იქნება შენი კომპანია, მით უფრო დიდი შანსია რომ შენზე შეაჩეროს არჩევანი. ამის ერთი გზა არის შენი საიტის ოპტიმიზაცია და SEO-ს გამოყენებაა, ხოლო მეორე, უფრო მოკლე გზა, რეკლამირება.


2. ადგილობრივ მომხმარებელზე რას იტყვი? 🌍

Google Ads საშუალებას გაძლევს, რომ ადგილობრივ მომხმარებელზე გათვლილი რეკლამა შექმნა. მაგალითად, თუ შენს პროდუქტს თბილისში ყიდი, სხვა ქალაქებში მაცხოვრებლებზე ამ კამპანიას არ გათვლი და თანხასაც დაზოგავ. მოკლედ, ეს ამბავი Facebook-ზეც შეგხვედრია ალბათ და საკმაოდ მოსახერხებელია.



3. შეგიძლია მომხმარებლებს კომფორტი შეუქმნა

გარდა იმისა, რომ შენს კომპანიას პირველს დაინახავს, მომხმარებელს შეგიძლია კომფორტი შეუქმნა და შენი საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართიც მიუთითო. ასე მას აღარ მოუწევს არც ვარაუდით შენი მოგნება და არც დამატებით Facebook-ზე ძრომიალი და იმის გარკვევა, თუ როდის გაქვს სამუშაო საათები და სად უნდა მოვიდეს.



4. შეგიძლია უფრო სპეციფიურ Keyword-ებს დაუმიზნო 🎯

Keyword-ები ნამდვილად არის ის, რის გამოც ცნობილია Google Ads. რაც უფრო კარგად გამოიყენებ Keyword-ებს, მით უფრო დიდი შანსია, რომ Google-ში ინფორმაციის მოძიებისას პირველად სწორედ შენ შეხვდები.

რა არის ამისთვის საჭირო? თავი მომხმარებლის ადგილას უნდა წარმოიდგინო: რა სიტყვებით მოძებნიდი სასურველ პროდუქტს? ჩამოწერე ვარიანტები, შემდეგ შეამოწმე რამდენად ხშირად იგუგლება კონკრეტული ფრაზები და შენი Keyword-ები მზადაა 🤘🏻



5. ისევ და ისევ Retargeting

Retargeting რა არის, ამაზე წინა სტატიაში უკვე გითხარი. მაგრამ მოდი ძალიან მოკლედ მაინც გავიხსენოთ – როცა რაღაც პროდუქტს ერთხელ ნახავ და შემდეგ დღეების და კვირების განმავლობაში Google-ც, Facebook-ც და ყველა მის რეკლამას გაჩვენებს. ესაა Retargeting – კომპანია ცდილობს, რომ თავი შეგახსენოს და დარწმუნდეს, რომ მისი პროდუქტის ყიდვა არ დაგვიწყებია.

ხოდა, თუ შენს საიტს ვინმე ესტუმრება, Google Ads გაძლევს საშუალებას, რომ მას მოსვენების საშუალება არ მისცე და თავი არაერთხელ შეახსენო. ზოგისთვის ცოტა მოსაბეზრებელია, მაგრამ გაყიდვებს ნამდვილად ზრდის.

Google Ads-ის დადებითი მხარეები აქ არ მთავრდება, მაგრამ ძირითადი საკითხები ნამდვილად გავიარეთ. ხოდა მოკლედ, თუ შენი კომპანიის გაყიდვების ზრდა გსურს და სოციალურ ქსელში რეკლამა აღარ ყოფნის შენს მოთხოვნებს, მაშინ მგონი დროა, რომ Google Ads-ს მიმართო ✊🏻

მსგავსი სიახლეები