fbpx




ლაშა კილაძე
ავტორი
ლაშა კილაძე
24 ივნისი
3 წუთში წასაკითხი

SEO მარტივად

🤫 დღესდღეობით მსოფლიოში 1.7 მილიარდზე მეტი ვებსაიტი არსებობს და მათი რაოდენობა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება. 

👀 როგორ უნდა ვაქციოთ ჩვენი საიტი პოპულარულად და როგორ შემოვიყვანოთ ვებსაიტზე დაინტერესებული მომხმარებელი ამხელა კონკურენციის პირობებში? პასუხი მარტივია – SEO.

SEO – (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) ნიშნავს ვებსაიტზე და მის გარეთ ჩატარებულ სხვადასხვა სახის სამუშაოებს, რომლის შედეგადაც ჩვენი ვებსაიტი Google-სა და სხვა საძიებო სისტემებში საწყის პოზიციებს იკავებს. 🎊 წარმატებული ოპტიმიზაციის შედეგად ვებსაიტზე ვიღებთ თარგეთირებული მომხმარებლების საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც უშუალოდ საიტზე განთავსებული პროდუქტითა თუ სერვისითაა დაინტერესებული. ამ თემასთან დაკავშირებით გაგაცნობ რამდენიმე საჭირო და საინტერესო რჩევას.

სამუშაო რჩევები:

ნებისმიერი SEO პროექტის დაწყებამდე აუცილებელია კონკურენტების სრული ანალიზი: როგორ მუშაობენ ისინი, ვინ არის მათი სამიზნე აუდიტორია, რა SEO პრაქტიკებს იყენებენ, როგორი ტიპის კონტენტს ქმნიან, როგორია მათი User Experience და ა.შ. კონკურენტების ანალიზი დაგეხმარება სწორად დავგეგმოთ ჩვენი მომავალი SEO მუშაობა.

აუცილებელია იცოდე რას და როგორ ეძებს საძიებო სისტემებში შენი სამიზნე აუდიტორია. Keyword Research-ი გეხმარება იცოდე თუ რომელ სიტყვებზე უნდა გააკეთო ძირითადი აქცენტი, რომელი პროდუქტი თუ სერვისია უფრო პოპულარული, რა რაოდენობის მომხმარებელი შეგიძლია მიიღო საძიებო სისტემებიდან და ა.შ.

ფრაზა Content is King თანამედროვე SEO რეალობაში კიდევ უფრო აქტუალურია. შეუძლებელია წარმატების მიღწევა უნიკალური და კარგად შექმნილი კონტენტის გარეშე. აუცილებელია ქოფირაითერთან ერთად შევქმნა ისეთი კონტენტი, რომელიც ნებისმიერი ტიპის მომხმარებელს დააინტერესებს და რაც მთავარია, ეს კონტენტი იქნება 100% უნიკალური და მასში რაიმე სახის პლაგიატს გამოვრიცხავთ.

Google-ის ალგორითმი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, თუ რამდენად ზრუნავ შენს მომხმარებელზე. გარდა კონენტის მიმზიდველობისა, მოხმარებელზე ზრუნვაში იგულისხმება ე.წ. User Experience ანუ, თუ რამდენად მარტივია მომხმარებლისთვის შენს ვებსაიტზე „გადაადგილება“ და ნებისმიერ ელემენტზე წვდომა, რამდენად არის მორგებული ვებსაიტის დიზაინი როგორც Desktop, ისე მობილურის ვერსიებს და ა.შ.

რაც შეეხება პროფესიულ რჩევებს:

SEO საკმაოდ ახალი პროფესიაა და მისი მცირე ისტორიის შესწავლა უშუალო მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია, რადგან SEO-ს სპეციფიკა და Google-ის ალგორითმის მუშაობა ხშირად იცვლება. შესაბამისად, ხშირად იცვლება სხვადასხვა SEO ტექნიკები და პრაქტიკები. ამ ყველაფრის ცვლილებები და მათში სხვადასხვა კანონზომიერების დადგენა დაგვეხმარება მზად ვიყოთ მომავალი დიდი ცვლილებებისთვის და დღეს ჩატარებული კონკრეტული სამუშაო ხვალ ფუჭად არ გვექცეს.

ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის წარმატებული SEO პრაქტიკა და ტექნიკა არსებობს. SEO ქომუნითიში არსებულ სხვადასხვა ფორუმებსა და ჯგუფებში თითქმის ნებისმიერ სახის პრაქტიკისა თუ ტექნიკის განხილვას შევხვდებით. აუცილებელია მათი გადახედვა, შესწავლა და ანალიზი. საწყის ეტაპზე წარმატების მისაღწევად უკვე ნაცადი ტექნიკებისა და პრაქტიკების დანერგვა საკმაოდ აპრობირებული მეთოდია.

შეუძლებელია დამწყებმა SEO სპეციალისტმა ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ მაღალ კონკურენციაში წარმატებას მიაღწიოს და ვებსაიტი თავიდანვე მოწინავე პოზიციებზე გაიყვანოს. მუშაობის საწყის ეტაპზე აუცილებლად დაუშვებ ბევრ შეცდომას, თუმცა პრაქტიკაში გამოცდილება ნელ-ნელა მოვა და დაშვებულ შეცდომებზე სწავლა საკმაოდ დაგეხმარება SEO-ს პროფესიონალურ დონეზე დაუფლებაში.

მსგავსი სიახლეები