fbpx




1 მარტი 5 წუთში წასაკითხი

Solidity – პროგრამირების ენა

Solidity არის ობიექტზე ორიენტირებული ენა, რომელიც  ბლოკჩეინებზე ჭკვიანი კონტრაქტების დასაწერად შეიქმნა, მარტივად რომ ვთქვათ ის Ethereum-ის პროგრამირების ენაა.

ბიტკოინის გამოჩენამ ათწლეულების წინ პროგრამირების საზოგადოებაში განვითარების ახალი ციებ-ცხელება გამოიწვია. კრიპტოლოგიის ადრეულ პერიოდში ზოგიერთმა პიონერმა დეცენტრალიზებული სისტემებისა და კონსენსუსის პოტენციალი დაინახა და დაიწყო ექსპერიმენტები, თუ როგორ გაეფართოებინათ ბიტკოინის ფუნდამენტური იდეები სხვა აპლიკაციებზე.

საჭიროების დადგენიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, 2014 წლის აგვისტოში ის პირველად შემოგვთავაზა კომპიუტერის მეცნიერმა გევინ ვუდმა.

საიდან დავიწყო Solidity-ის სწავლა? 

სანამ თავდავიწყებულ დაგუგლვას დაიწყებთ „როგორ ვისწავლოთ Solidity“, ჯერ ენის ფესვებს და ჭკვიან კონტრაქტებს უნდა გაეცნოთ, ის რაც Ethereum-ის ტრანზაქციულ ჩარჩოს ქმნის. 

Ethereum აგებულია ცნობილი კრიპტოგრაფების, მათემატიკოსებისა და კომპიუტერული მეცნიერების თავდადებული მუშაობის შედეგად. მისი მიზანი ადამიანურ დონეზე ტრანზაქციების დაძლევა და განხორციელება იყო, ამისათვის კი ადამიანის დონის ლოგიკა უნდა „აეთვისებინა“და შეესრულებინა Solidity ჭკვიანი კონტრაქტები.

Solidity არის სტატიკურად ტიპიზირებული პროგრამირების ენა, რომელიც ჭკვიანი კონტრაქტების შესაქმნელადაა მომართული, ის გარდაიქმნება op-code-ებად რომელიც ესმის EVM-ს (ვირტუალური მანქანა, რომელიც ჩაშენებულია ბლოკჩეინის ქსელში და შეუძლია გაუშვას კოდი, რომელიც გარდაიქმება solidity-დან ასემბლერის დონის ენაზე). Solidity-ის მეშვეობით დეველოპერებს შეუძლიათ დაწერონ აპლიკაციები, რომლებიც წარმატებულად ახორციელებს ბიზნეს ლოგიკას, ამ აპლიკაციებს ჭკვიანი კონტრაქტების სახელით ვიცნობთ.

მისი სინტაქსი ძალიან ჰგავს სხვადასხვა პროგრამირების ენებს – მისი შექმნის პროცესსა და ფუნქციონირებაზე გავლენა იქონია ენებმა -C++, Python და JavaScript. Solidity ბევრ პროგრამირების ცნებებს იყენებს სხვა კოდირების ენებიდან, მაგალითად აქვს ცვლადები, კლასები, ფუნქციები, არითმეტიკული ოპერაციები და ა.შ. 

თუმცა გააჩნია თავისი სპეციალური პარადიგმებიც, რისი ცოდნა და გააზრება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწორი კონტრაქტების წერისას.

ისე კი, სანამ სწავლას დაიწყებთ უნდა იცოდეთ, რომ ჭკვიანი კონტრაქტების დაწერა კონტრაქტის სპეციფიკურ ენებზე, როგორიცაა Solidity რთული არ არის, თუკი თქვენ გაქვთ პროგრამირების გამოცდილება. სხვა შემთხვევაში მზად უნდა იყოთ, რომ დაუთმოთ საკმაო დრო და ძალისხმევა.

რატომ Solidity?

Solidity-ის გამოყენება რამდნიმე მიზნით შეგიძლიათ – შექმნათ დეცენტრალიზებული აპი ან ჭკვიანი კონტრაქტები. dApps-ის საჭიროება დღითიდღე იზრდება, ამიტომ კარგი იქნება თუ გექნება ცოდნა, როგორ დაწერო ის. ლოგიკურია, რომ სამუშაო ბაზარს მომავალში  კიდევ უფრო მეტი პროგრამისტი და ამ კონკრეტულ საკითხში სპეციალიზებული თანამშრომლები დასჭირდება.

Solidity-ის გამოყენებით აგებული ჭკვიანი კონტრაქტები შეიძლება ჩაითვალოს ადამიანთა შორის ბიზნეს და არაბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის გზად. ადამიანებს, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ბლოკჩეინზე, არ აქვთ სანერვიულო ისეთ რისკებზე, როგორიცაა თაღლითობა. ჭკვიანი კონტრაქტების გამოყენება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც მხარეებს შორის საჭიროა ნდობის ამაღლება, იმისთვი რომ ოპერაციების გამჭირვალობა არ წარმოადგენდეს დაბრკოლებას.

შეიძლება ითქვას, რომ  Solidity ცდილობს რაღაცას, რაც აქამდე არასდროს უცდიათ – კერძოდ, ადამიანისა და მანქანის მსჯელობის შერწყმა, რომელიც არ გულისხმობს ადამიანის ტექნოლოგიასთან მსგავსებას, არამედ პირიქით –  ადამიანის ნააზრევის აღსასრულებლად, მანქანისათვის მინდობა.

ეს ენა გვაძლევს საშუალებას უფრო ადვილად გამოვხატოთ საკუთარი თავი კოდით, Solidity კითხულობს ადამიანის იდეებს და მას ბიზნეს ფუნქციად გარდაქმნის.

მსგავსი სიახლეები