fbpx




10 მარტი 5 წუთში წასაკითხი

12 სოციალური მედია მარკეტინგის უნარი, რომელიც 2023 წლისთვის დაგჭირდება

სოც.მედია მარკეტინგზე მოთხოვნა დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება.

თუ ბრენდი სოციალურ მედიაში არ პოზიციონიერებს, შანსი იმისა, რომ კონკურენტებს ჩამორჩება უფრო დიდია.

დღეისათვის 2,45 მილიარდზე მეტი მოსახლეობა იყენებს facebook-ს, მილიონობით ადამიანი დარეგისტრირებულია ისეთ სოციალურ მედია პლატფორმებზე, როგორიცაა Instagram და Twitter, ხოლო 1 მილიარდი მომხმარებელი Youtube-ის აქტიური მომხმარებელია. 

ეს კი სოციალური მედია მარკეტინგის უნარების შესწავლას კრიტიკულად მნიშვნელოვანს ხდის. 

თუ კი სამუშაოს სოციალური მარკეტინგში განიხილავ, ან გჭირდება სოც-მედია უნარების განვითარება, გაუმჯობესება, სხვადასხვა კურსის გავლა შესანიშნავი გზაა ამ სფეროში მყარი საფუძვლის შესაქმნელად.

თუმცა არსებობს უნარები, რომლებიც სოც.მედია მარკეტინგის არენაზე წარმატების მიღწევაში დაგეხმარება.

1.სრულყოფილი კომუნიკაცია

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური მედიის უნარი, რომელიც უნდა გქონდეს – კომუნიკაციაა. ცხადია, რომ თუ გსურს წარმოადგინო ორგანიზაცია და ჩაერთო მის მომხმარებლებთან, მაშინ აუცილებელია გქონდეს ძლიერი კომუნიკაციის უნარი. ეს დაგეხმარება კოლეგებთან ურთიერთობაში, შენი იდეებისა და კამპანიების სიტყვებით გადმოცემასა და გლობალურ სცენაზე ბრენდის წარმოჩენაში!

2. კრეატიულობა

სოციალური მედიის მარკეტინგის უნარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი კრეატიულობაა. თუ ბრენდის გაზიარებული კონტენტი განმეორებადი ან მოსაწყენია, მომხმარებელი მის მიმართ ინტერესს კარგავს. იმისთვის, რომ მიმდევრებს ჩართულობა შევინარჩუნოთ, სოც-მედია მარკეტოლოგებს მუდმივად სჭირდებათ ახალი და მიმზიდველი იდეები, კრეატიული ინიციატივები და კამპანიები, დაწყებული ინტერაქციული კონტენტიდან, ვირუსული ვიდეოებით დამთავრებული.

3. წერის უნარი

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელებში სურათები და ვიდეოები დომინირებს, წერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მარკეტინგში. თუ სათაურები არ არის საკმარისად მიმზიდველი, ადამიანების კონტენტით დაინტერესება საკმაოდ რთულია.

4. კონტენტის კურირება

კონტენტის კურირება უპირველეს ყოვლისა იმ ბიზნესებისთვისაა აუცილებელი, რომლებსაც არ აქვთ დრო, რომ შექმნან სტაბილური კონტენტი დამოუკიდებლად. კონტენტის კურირება სოც.მედია მარკეტინგის მნიშვნელოვანი უნარია, ვინაიდან მარკეტერებმა უნდა იცოდნენ, როდის რა გააზიარონ და როგორ გააზიარონ. 

5. პროექტის მენეჯმენტი

სოც.მედია მარკეტოლოგს უნდა ჰქონდეს პროექტის მართვის ძლიერი უნარები. მან უნდა შექმნას პოსტების გამოქვეყნების განრიგი, თვალყური ადევნოს კონტაქტებს და შეინარჩუნოს სოციალური მედიის პროფილები. ამისათვის საჭიროა ანგარიშების გაშვება, დიზაინერებთან და ქოფირაითერებთან შეხვედრა, სარეკლამო ბიუჯეტების მართვა და მრავალი სხვა. 

6. სწავლის უნარი

ტექნოლოგიის მუდმივ განვითარებასთან ერთად, ახალი სოციალური მედიის პლატფორმები ჩნდება, არსებულ პლატფორმებს კი რეგულარულად ემატება ახალი ფუნქციები. გარდა ამისა, მომხმარებელთა მოლოდინებიც შეიძლება შეიცვალოს სურვილისამებრ. კარგი სოც.მედია მენეჯერი სწრაფად ერგება ცვლილებებს და არ უშინდება სიახლეებს. 

7. მარკეტინგი

სოც. მედია მენეჯერს მარკეტინგის ძირითადი პრინციპებიც უნდა ესმოდეს. ვინაიდან თუ არ იცი როგორ მუშაობს რეკლამა, ბრენდის სოც.მედია პლატფორმებზე პოზიციონირება გაგიჭირდება.

8. მოქნილობა

როგორც უკვე აღვნიშნე, სოციალური ქსელები მუდმივად ცვალებადია. სოც.მედია მენეჯერები ის ადამიანები არიან, ვისაც შეუძლია სწრაფად მოერგოს ახალ სიტუაციას, უპასუხოს ახალ გამოწვევებს, იქნება ეს კარგი თუ ცუდი. 

9. სტრატეგიული აზროვნება

სოციალური მედიის საუკეთესო უნარების სიაში სტრატეგიული აზროვნება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. წარმატებული სოც.მედია მარკეტინგი სტრატეგიას მოითხოვს. სტრატეგიის ტექნიკების შესწავლა დაგეხმარება თავად გამოიმუშავო სტრატეგიული აზროვნების უნარი.

10. ურთიერთობის დამყარება

კარგმა სოც.მედია მენეჯერმა იცის, როგორ დაუკავშირდეს სწორ აუდიტორიას.

11. საზოგადოების მართვა

სოციალური მედიის მარკეტინგი წარმატების მისაღწევად ონლაინ საზოგადოებასთან მტკიცე კავშირების დამყარებას მოითხოვს

12. ანალიტიკური უნარები

და ბოლოს, სოც.მედია მენეჯერმა უნდა იცოდეს  მუშაობს თუ არა მარკეტინგი. ამიტომ ანალიტიკური აზროვნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი სოციალური მედიის უნარია. შეგიძლია ისწავლო როგორ შეამოწმო მეტრიკა, მოხსენებები, თუმცა ანალიტიკური აზროვნება დაგეხმარება გაიგო ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი და მიიღო ინფორმირებული გადაწყვეტილებები დაშვებებზე დაყრდნობის ნაცვლად.

სოციალური მედიის მარკეტინგის უნარები რეზიუმეში

იმისათვის, რომ ამ სფეროში საოცნებო სამუშაო მიიღო მყარი რეზიუმე დაგჭირდება. smm უნარ-ჩვევების ხაზგასმა სამუშაოს უფრო სწრაფად მიღებაში დაგეხმარება. 

გაეცანი მნიშვნელოვან სოც. მედია მარკეტინგის უნარებს რეზიუმესთვის –

დაგეგმვა და სტრატეგია

სოც.მედია მენეჯერის ცხოვრება ყოველთვიურად სტრატეგიისა და ზრდის დაგეგვმის გარშემო ტრიალებს.

კვლევაზე ორიენტირებული –

აუცილებელია გქონდეს კარგი კვლევითი უნარები ყოველთვიური გეგმების შესადგენად.

კომუნიკაციების შენება

პროფესიონალმა სოც.მედია მენეჯერმა უნდა იცოდეს, როგორ დაუკავშირდეს სწორ ადამიანებს.

კონტენტ მარკეტინგი

ხარისხიანი კონტენტი ყველას მოსწონს. შანსები, რომ შენი პოსტები უფრო მარტივად მისწვდება აუდიტორიას, იზრდება, თუ კი კონტენტი ძლიერი და გამორჩეულია. შესაბამისად, სოც. მედიის მარკეტინგის ამ უნარს რეზიუმეში სასწაულების მოხდენა შეუძლია!

ანალიტიკის უნარები – 

ყველაფერი, რასაც სოც.ქსელებში ვქმნით ანალიზს საჭიროებს.

თუ კარგად ფლობ რიცხვებს, მაშინ სოციალური მედიის მარკეტინგის სწორი უნარებიც გაქვს!

ხშირად დასმული კითხვები

1. რა არის სოციალური მედიის მარკეტინგის 3 ძირითადი ატრიბუტი?

სოციალური მედიის 3 ძირითადი ატრიბუტია სოციალური მედიის პროფილის შემუშავება, გამორჩეული კონტენტის შექმნა,

ჩართულობის ანალიზი და მოხსენება.

2. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი 

სოციალური მედიის მარკეტინგის უნარი?

სოციალური მედიის მარკეტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ისეთი შინაარსის შექმნაა, როგორიც ზუსტად შეესაბამება სამიზნე აუდიტორიის ინტერესებს, ბრენდს კი განვითარებაში დაეხმარება.

თუ გსურს მეტი გაიგო სოციალური მედია მარკეტინგის შესახებ, შემოგვიერთდი კურსზე : სოციალური მედიის მართვის კურსი – Digital Bus • Academy

მსგავსი სიახლეები