თუ გრაფიკული დიზაინერის კარიერას ახლა იწყებ, წინ უამრავ საინტერესო თავგადასავალი გელის. იმისთვის, რომ გამოირჩეოდე სხვა გრაფიკული დიზაინერებისგან, გრაფიკული დიზაინერის უნარების სწორი კომბინაცია დაგჭირდება.
სტატიაში გაიგებ, თუ რა ტექნიკური უნარები დაგჭირდება, რომ დასაქმდე და კარიერაში წარმატებას მიაღწიო.
განსხვავება ვიზუალურ დიზაინერსა და გრაფიკულ დიზაინერს შორის
პირველ რიგში, უნდა იცოდე, გრაფიკული დიზაინერი გინდა გახდე თუ ვიზუალური. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ბევრი მსგავსებაა, განსხვავებები დაგეხმარება სწორად შეარჩიო პროფესია, რომელიც ყველაზე კარგად შეესაბამება შენს ნიჭსა და ინტერესებს.
გრაფიკული დიზაინერები პასუხისმგებელნი არიან ტექსტისა და სურათების გამოყენებაზე კონკრეტული გზავნილის კომუნიკაციისთვის. ლოგოები, ბეჭდური რეკლამები და ბროშურები პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერების მიერ შესრულებული პროექტების მაგალითია.
ვიზუალური დიზაინერები კი უზრუნველყოფენ ბრენდების შექმნას ციფრულ მედიაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იმავე უნარებს იყენებენ, რასაც გრაფიკული დიზაინერები, მათი მიზანია შექმნან ბრენდის თანმიმდევრული იმიჯი ციფრულ პლატფორმებზე, როგორიცაა ვებსაიტები, აპლიკაციები, სოციალური მედია და ა.შ.
გრაფიკული დიზაინერისთვის საჭირო უნარები
გრაფიკული დიზაინერის უნარები შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ტექნიკური უნარები და პიროვნული უნარები. ტექნიკური უნარები სპეციფიკურია სამუშაოსთვის, ხოლო მეორე მათგანი პიროვნული თვისებებია, რომლებიც საშუალებას გაძლევს მიაღწიო წარმატებას ნებისმიერ როლში. გრაფიკული დიზაინერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური უნარია adobe suite-ის (photoshop, indesign, illustrator) გამოყენება დიზაინის პროექტების შესასრულებად.
ტექნიკური უნარები გრაფიკული დიზაინერებისთვის
დამსაქმებლები ეძებენ მრავალმხრივ გრაფიკულ დიზაინერებს, რომლებსაც აქვთ ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა ადგილზე გაშვებისთვის. ეს არის ზოგიერთი ყველაზე სასურველი ტექნიკური უნარები გრაფიკული დიზაინერისთვის:
ტიპოგრაფიის უნარები: გრაფიკულმა დიზაინერმა უნდა შეძლოს სიტყვებისა და ასოების ვიზუალურად მიმზიდველი განლაგება.
შრიფტის შერჩევა: შრიფტის ტიპი, ზომა და ფორმა დიდ გავლენას ახდენს დიზაინის გარეგნობასა და ხალხის აღქმაზე. ამიტომ თქვენ უნდა შეძლოთ თითოეული პროექტისთვის შესაბამისი შრიფტის არჩევა.
ბრენდინგის გაიდლაინების შესრულების უნარი: ბრენდინგის გაიდლაინები ის სტანდარტებია, რომლებიც ბრენდის აუდიტორიის წინაშე წარდგენაში ეხმარება. გრაფიკულმა დიზაინერმა მკაცრად უნდა დაიცვას ეს სახელმძღვანელო მითითებები.
დიზაინის პრინციპები: წარმატებულმა გრაფიკულმა დიზაინერებმა იციან როგორ გამოიყენონ თეთრი სივრცე, ფერი, იერარქია და სხვა პრინციპები კარგად დაბალანსებული დიზაინის შესაქმნელად.
rgb და cmyk: შენ უნდა შეარჩიო სწორი ფერი თითოეული პროექტისთვის. cmyk იდეალურია ბეჭდური პროექტებისთვის, ხოლო rgb ჩვეულებრივ გამოიყენება ციფრული დიზაინისთვის.
ux დიზაინი: კვალიფიციურ გრაფიკულ დიზაინერებს ესმით, თუ როგორ უნდა შექმნან მარტივი დიზაინი, რომელიც სასარგებლოა და აკმაყოფილებს დადგენილ პრინციპებს.
ციფრული ტექნოლოგია (html, css, js): ტექნოლოგიური უნარები განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ ვებსაიტის დიზაინერად ან ვიზუალურ დიზაინერად მუშაობას გეგმავ.
ფოტოგრაფიის უნარები (ფოტოგრაფია)/ფოტოს რედაქტირება: შესაძლოა მოგიწიოს ფოტოების ჩართვა გრაფიკული დიზაინის პროექტებში, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდე როგორ დაარედაქტირო ან გადაიღო მაღალი ხარისხის სურათები.
პიროვნული უნარები გრაფიკული დიზაინერებისთვის
რაც არ უნდა კარგად ფლობდე ტექნიკურ უნარებს, რთულია წარმატების მიღწევა დიზაინის ინდუსტრიაში, თუ არ გაქვს დამსაქმებლის სასურველი პიროვნული თვისებები. ეს თვისებები დაგეხმარება წარმართო ეფექტური კომუნიკაცია, ითანამშრომლო სხვებთან და დაამყარო პოზიტიური ურთიერთობები კოლეგებთან და დამკვეთებთან.
გრაფიკული დიზაინერს, უნდა ჰქონდეს შემდეგი პიროვნული უნარები:
თანამშრომლობის უნარი: კარგი თანამშრომლობის უნარი აადვილებს სხვებთან მუშაობას საერთო მიზნის მისაღწევად. გამოცდილი თანამშრომელი უსმენს სხვებს, თანმიმდევრულად ურთიერთობს და აკონტროლებს მათ შეცდომებს.
ემოციური ინტელექტი: ემოციური ინტელექტის მაღალი დონის მქონე ადამიანები თავიანთი ემოციების მართვით გამოირჩევიან. ეს მათ საშუალებას აძლევს მოაგვარონ კონფლიქტები და შეამცირონ სტრესი.
კომუნიკაციის უნარი: აუცილებელია ეფექტური კომუნიკაცია დაამყარო როგორც კოლეგებთან, ისე დამკვეთთან. პოტენციური დამსაქმებლები ყოველთვის ეძებენ გრაფიკულ დიზაინერებს, რომლებსაც კომუნიკაციის ძლიერი უნარები აქვთ, და შეუძლიათ თავიანთი იდეები მკაფიოდ და თანმიმდევრულად გამოხატონ.
დროის მენეჯმენტი: გრაფიკული დიზაინი ვადაზე ორიენტირებული პროფესიაა, ასე რომ დროის ეფექტურად მართვაც უნდა შეგეძლოს.
კრეატიულობა: კრეატიულობა გულისხმობს ახალი იდეების გენერირების უნარს და მათ გამოყენებას პრობლემების გადასაჭრელად ან სხვებთან კომუნიკაციისთვის. წარმატებული გრაფიკული დიზაინერები უაღრესად კრეატიულები და ინოვატორები არიან. ისინი მუდმივად ერთვებიან ახალ ტენდენციებში.
სთორითელინგის (ამბის მოყოლის) უნარი: თუ კი ცდილობ მიმართო ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს, ეს ტექნიკა შესანიშნავი გზაა იმის გასარკვევად, თუ რა სჭირდება აუდიტორიის წევრებს. ამბის მოყოლის უნარები განსაკუთრებით სასარგებლოა ვიზუალური დიზაინერებისთვის, რომლებსაც ევალებათ ბრენდის თანმიმდევრული სურათების შექმნა.
როგორ გავაუმჯობესოთ გრაფიკული დიზაინის უნარები?
ახლა, კი როცა უკვე იცი, რა უნარები გჭირდება იმისთვის, რომ გახდე პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერი, დროა დაიწყო პორტფელის შექმნა.
გაგიზიარებთ რამდენიმე საუკეთესო გზას, შენი გრაფიკული დიზაინის უნარების გასაუმჯობესებლად.
გაიარე ონლაინ გაკვეთილები
თუ ჯერ ნაკლებად ხარისხიანად ფლობ დიზაინის ტექნიკურ უნარებს, მის გასავითარებლად უამრავი გზა არსებობს. ონლაინ კურსების გავლა ერთ-ერთი საუკეთესოა ვარიანტია, ვინაიდან ის შესაძლებლობას გაძლევს ისწავლო გამოცდილი პროფესიონალებისგან და შეასრულო პროექტები, რომლებიც შეიძლება პორტფოლიოს შესაქმნელადაც გამოგადგეს. ზოგიერთი ორგანიზაცია უფასო გაკვეთილებსაც გვთავაზობს, რაც ყველა ასაკისა, თუ წარმოშობის დიზაინერს მაღალი ხარისხის განათლებაზე წვდომას უადვილებს.
თუ მზად ხარ სწავლისთვის, შეამოწმე:
Canva design school: canva design school გთავაზობს 12 გაკვეთილის სერიას, რომელიც დაგეხმარება განავითარო ძირითადი გრაფიკული დიზაინის უნარები. კურსი ეხება ტიპოგრაფიას, ფერთა თეორიას და დიზაინის სხვა მნიშვნელოვან პრინციპებს, რაც უზრუნველყოფს იმის გაგებას, თუ როგორ უნდა შექმნა ვიზუალურად მიმზიდველი დიზაინი.
Dribbble სემინარები: dribbble-ის ცოცხალი, ინტერაქტიული დიზაინის სემინარები დაგეხმარება ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა ლოგოს შექმნა და ა.შ
Udemy: udemy-ს ასობით კურსი აქვს გრაფიკული დიზაინერებისთვის.
მოკლე შესავალი გაკვეთილებიდან სასწავლო პროგრამებამდე 10+ საათის საგანმანათლებლო შინაარსით. აქ შეძლებ გაიგო მეტი გრაფიკული დიზაინის პრინციპების შესახებ ან უფრო ღრმად განავითარო კონკრეტული ტექნიკური უნარი, როგორიცაა adobe photoshop ან იდეებისთვის საჭირო ინსტრუმენტები (miro, figma) .
Calarts: კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტი გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის სპეციალიზაციას, რომელიც შედგება ხუთი კურსისგან. თითოეული კურსი ეფუძნება წინას, რათა უზრუნველყოს ყველა დიზაინერული უნარის განვითარება.
Linkedin learning: ადრე ცნობილი როგორც lynda, მომხმარებლებს სთავაზობს კურსებს, რათა დაეხმაროს თავიანთი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში. გრაფიკული დიზაინის სასწავლო გზა მოიცავს 11 კურსს, რომელიც დაგეხმარება ისწავლო მოთხოვნადი ტექნიკური უნარები და გააუმჯობესო პიროვნული უნარები, რომლებიც საჭიროა სხვებთან თანამშრომლობისთვის. ეს კურსები მოიცავს illustrator 2021 essential training, color trends, photoshop 2021 essential training და color for design and art.
Creative live: linkedin learning და udemy ასინქრონული სწავლის შესაძლებლობებს გვაძლებს; კურსზე დარეგისტრირების შემდეგ, ნებისმიერ დროს შეგიძლია წვდომა გქონდეს შინაარსზე.
Creative live მათგან ცოტა განსხვავებულია. აქ ცოცხალი ინსტრუქტორები ასწავლიან კონკრეტულ დროს, ასე რომ საჭიროა ონლაინ იყო სანამ კურსი მიმდინარეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიანებით ვეღარ შეძლებთ ლექციის მოსმენას.
წაიკითხე წიგნები გრაფიკული დიზაინერებისთვის
გრაფიკული დიზაინის წიგნების კითხვა საკმაოდ იაფი გზაა კონკრეტული უნარების შესასწავლად და დასახვეწად.
გადახედე სახელმძღვანელოებს, რომლებიც შეიძლება შემდეგში შთაგონებისთვის გამოგადგეს:
Thinking with type
Thinking with type-ში ელენ ლუპტონი განმარტავს ტიპოგრაფიის პრინციპებს, აქცენტს აკეთებს ინტერვალზე, გასწორებაზე, ფორმასა და წესრიგზე. აქ შეირტობ მეტს სტილის ფურცლების, წარწერების, ორნამენტებისა თუ შრიფტის ლიცენზირების შესახებ.
ბრენდის იდენტობის დიზაინი
ზოგიერთ შემთხვევაში, საკმარისი არ არის იყო კარგი დიზაინერი. ამასთან ერთად უნდა იცოდე როგორ გამოიყენო დიზაინის უნარები შეკრული ბრენდების შესაქმნელად. ბრენდის იდენტობის დიზაინში, ალინა უილერი განმარტავს, თუ როგორ უნდა განვითარდეს და დანერგოს ეფექტური ბრენდის იდენტობა. წიგნი მოიცავს 30 შემთხვევის მაგალითს, რათა უკეთ გაჩვენოს, თუ როგორ იყენებენ კარგად დამკვიდრებული კომპანიები გრაფიკულ დიზაინს ბრენდის თანმიმდევრული სურათების შესაქმნელად.
100 იდეა, რომელმაც შეცვალა გრაფიკული დიზაინი
სტივენ ჰელერი და ვერონიკ ვიენი წარმოადგენენ მიმოხილვას, თუ როგორ იცვლებოდა გრაფიკული დიზაინი ისტორიის განმავლობაში. ისინი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ განაპირობა ახალმა იდეებმა ამ სფეროში ტექნოლოგიური და სტილისტური წინსვლა.
არადიზაინერის დიზაინის წიგნი:
თუ კი ახლა იწყებ გრაფიკული დიზაინის სფეროში ფეხის ადგმას, შეგიძლია ისარგებლო რობინ უილიამსის სახელმძღვანელოთი, სადაც ავტორი დიზაინის ფუნდამენტურ პრინციპებზე საუბრობს.
უილიამსი განმარტავს, თუ როგორ უნდა შევიმუშავოთ ფერი და ტიპი, ვიმუშაოთ მრავალი შრიფტით და ვიფიქროთ დიზაინის პერსპექტივიდან. წიგნში ასევე მოცემულია რჩევები კონკრეტული ტიპის დიზაინის პროექტების შესასრულებლად, მათ შორის საინფორმაციო ბიულეტენი და ბროშურები.
როგორ ვმუშაობთ indesign-ში?
მას შემდეგ რაც გაიგებ დიზაინის საფუძვლებს, უნდა შეძლო ინდუსტრიის ინსტრუმენტების გამოყენება პროექტებზე მუშაობისთვის.
დეივ კლეიტონი და სკოტ კელბი განმარტავენ, თუ როგორ უნდა შევასრულოთ კონკრეტული ქმედებები adobe-ს პროგრამაში. მასში შეიტყობ, თუ როგორ დაამატო ბადეები თითოეულ დოკუმენტში, გადმოიტანო სახაზავები, შეამოწმო შეცდომები, შეცვალო დაფის ზომა და მრავალი სხვა.
იპოვე მენტორი
ყველას შეუძლია ისარგებლოს გამოცდილ დიზაინის მენტორთან მუშაობით.
კარგი მენტორის მოსაძებნად, დიზაინერი ჯენა ფრეიტასი გვირჩევს, დავუკავშირდეთ ცნობილ გრაფიკულ დიზაინერებს სოციალური მედიის საშუალებით.
უამრავ დიზაინერს ახსოვს, რამდენად რთული იყო მათთვის პოზიციის პოვნა, როდესაც ჯერ კიდევ ახლები იყვნენ ინდუსტრიაში.
ასე რომ კარგი იქნება თუ წარმატებული დიზაინერების პროფილებს შეამოწმებ. linkedin-ზე შეგიძლია გაარკვიო თუ რა უნარ-ჩვევები აქვთ წარმატებულ დიზაინერებს, სად ისწავლეს და რომელ ორგანიზაციებს გვირჩევენ კარიერული წინსვლისთვის.
შექმენი საკუთარი, ინიცირებული პროექტები
შესანიშნავია თუ კი უკვე გყავს დამკვეთი და პროექტში ანაზღაურებასაც იღებ. თუმცა თუ კი მუდმივად სხვის მითითებებს მიჰყვები ნაკლებად გექნება საკუთარი დიზაინერული უნარებისა და ხელწერის განთვითარების შსაძლებლობა.
მარია გალიბინას აზრით, მნიშვნელოვანია ფოკუსირება მოვახდინოთ იმ ნივთების შექმნაზე, რაც ნამდვილად გვიყვარს. სწორედ მაშინ ვიგრძნობთ რამდენ ძალისხმევას და შემოქმედებითობას ვაქსოვთ მასში.
გაითვალისწინე მარიას რჩევა და გამოყავი გარკვეული დრო საკუთარი ინიცირებული პროექტების შესაქმნელად. ეს ის პროექტებია, რომლებსაც უბრალოდ შენი სიამოვნებისა და ხელობის გასაუმჯობესებლად ქმნი.
მოითხოვე უკუკავშირი
თუ არასოდეს ითხოვ გამოხმაურებას, არ გეცოდინება რას ფიქრობენ ადამიანები შენს ნამუშევარზე. ამით საკმაოდ ღირებულ შესაძლებლობებს გამოტოვებ შენი გრაფიკული დიზაინის უნარების გასაუმჯობესებლად.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალებისგან გამოხმაურების მიღება მნიშვნელოვანია, აუცილებელია არადიზაინერებსაც ვთხოვოთ დაათვალიერონ ჩვენი დანუშევრები და ვკითხოთ რას ფიქრობენ.
მათ შეუძლიათ გადახედონ შენს პორტფოლიოს და გითხრან, არის თუ არა დიზაინი ვიზუალურად მიმზიდველი და ადვილად გასაგები.
ონლაინ ფორუმები და საზოგადოებები, როგორიცაა dribbble, შესანიშნავი რესურსია გრაფიკული დიზაინერებისთვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთ პროექტებზე უკუკავშირი მიიღონ. ასეთ ფორუმებზე მეტი შანსია სრულიად უცნობისგან უფრო გულწრფელი გამოხმაურება მივიღოთ.
დარეგისტრირდით დიზაინის საზოგადოებებში, განათავსეთ თქვენი ბოლო დიზაინის პროექტი და სთხოვეთ ხალხს მიაწოდონ კონსტრუქციული გამოხმაურება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ გაუმჯობესებისთვის. გაგიკვირდებათ, თუ რამდენი ადამიანი მზად არის დაუთმოს რამდენიმე წუთი თავისი დღიდან, რათა დაგეხმაროთ, გახდეთ როგორც დიზაინის პროფესიონალი.
წარმოაჩინე გრაფიკული დიზაინის უნარები პორტფოლიოში
გრაფიკული დიზაინი მომგებიანი კარიერაა, რომელიც სავსეა შემოქმედებითი გამოწვევებით. მაგრამ იმისთვის, რომ გახდე პროფესიონალი დიზაინერი, პორტფოლიოსა და რეზიუმეს შექმნა აუცილებელია.
ასევე დაგჭირდება თანამშრომლობის ძლიერი უნარების დემონსტრირება, შემოქმედებითი აზროვნება, ეფექტური კომუნიკაცია და ინოვაციური იდეების შემუშავება.
თუ კი ტექნიკური და პიროვნული უნარების სწორ კომბინაციას შექმნი, უფრო დიდი შანსი გექნება საოცნებო სამუშაო მიიღო.
თუ ეს სფერო გხიბლავს და გსურს დაეუფლო გრაფიკული დიზაინის პროფესიას მაშინ შემოგვიარე ჩვენს კურსზე: გრაფიკული დიზაინის კურსი – Digital Bus • Academy
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში