fbpx




21 ნოემბერი 8 წუთში წასაკითხი

ვინ არის და რას აკეთებს პაითონის დეველოპერი?

 

აქ ვისაუბრებთ პროგრამისტებზე, რომლებიც წერენ ყველაზე პოპულარულ პროგრამირების ენაზე. 

 

ჩვენ მოგიყვებით, თუ რას ნიშნავს იყო პაითონის დეველოპერი. 

 

მაღალი დონის პროგრამირების ენა – პაითონი, რომელიც დღემდე ვითარდება, გამოიგონა გვიდო ვან როსუმმა, 30 წლის წინ. დღეს ის პროგრამირების ენების პოპულარობის TIOBE-ის რეიტინგში, პირველ ადგილს იკავებს. ამჟამად, პაითონის დეველოპერი, ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად პროფესიად. 

 

პაითონს გააჩნია მკაცრი დინამიური ტიპირება. ჯერ ეს ერთი, ინტერპრეტატორი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სახეობას მიაკუთვნოს მონაცემები, რაც უშუალოდ პროგრამის წერის დროს ხდება და მეორეც, ის არ ურევს ერთმანეთში სხვადასხვა სახეობის მონაცემებს, რის გამოც, პროგრამების ქმედება უფრო პროგნოზირებადი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ პაითონი, სხვა კომპილირებულ ენებთან შედარებით, უფრო ნელია, მისი მეშვეობით კოდის წერაც და კითხვაც უფრო სწრაფი და მარტივია, ხოლო ინსტრუმენტების გამოყენება მოქნილი. ყველაზე მთავარი რაც არის, ამ პროფესიის შესწავლა ძალიან მარტივია. 

 

რას აკეთებს პაითონის დეველოპერი?

 

Python-ისა და JetBrains-ის გუნდის კვლევის შედეგად, პაითონის დეველოპერის პროფესია ყველაზე მოთხოვნადია მონაცემთა ანალიზის, ვებ განვითარებისა და DevOps-ის დარგში.

 

რადგანაც პაითონი უნივერსალური ენაა, მისი მეშვეობით შესაძლებელია ყველაფრის წერა. მაგალითად: Intel, IBM და HP იყენებენ მას სხვადასხვა აპარატურის გასატესტად. Industrial Light & Magic და Pixar – ანიმაციურ ფილმების შესაქმნელად, NASA – სამეცნიერო გამოთვლებისთვის, ხოლო Google კი საძიებო სისტემის ელემენტებისთვის. Python-ის აქტიური მომხმარებლები ასევე არიან: YouTube, Reddit, Netflix, Spotify, Pinterest, Dropbox, VK, Yandex, Sber, Tinkoff, Alfa-Bank, VTB, Kaspersky Lab, MTS, Rostelecom, Beeline, MegaFon, KazanExpress და სხვა.

 

პაითონის უპირატესობები

 

შესვლის დაბალი ბარიერი. პაითონის დეველოპერის პროფესიის დასაუფლებლად, არაა აუცილებელი გაგაჩნდეს სპეციალური ცოდნა. მას ხშირად ირჩევენ როგორც პირველ ენას.

 

გასაგები სინტაქსი. პაითონი რეალურ დამწერლობას ჰგავს. მასზე არსებული კოდის როგორც წაკითხვა, ასევე წერა მარტივია. 

 

დიდი საზოგადოება. Stack Overflow-ზე, პაითონის საზოგადოება სიდიდით მეორეა, რომელიც ყოველკვირეულად ათასობით კითხვას პასუხობს. ნებისმიერი სახის პრობლემის წარმოქმნისას, მომხმარებელს შეეძლება ინტერნეტში ამ პრობლემების გადაჭრის უკვე აღწერილი გზების მოძიება.

 

უნივერსალური და განვითარებული ეკოსისტემა. რადგანაც, Python გამოიყენება მრავალ სხვადასხვა დარგში, მისთვის შექმნილია ათობით ათასი ბიბლიოთეკა და ფრეიმვორკი სხვადასხვა ამოცანებისთვის.

 

მოთხოვნა. Python-ის ცოდნა ყველაზე გავრცელებული მოთხოვნაა სამუშაოს მაძიებლებისთვის Habr.Careers-ზე და ის ვაკანსიების 9,5%-ში შეგხვდება.

 

პაითონის მინუსები

 

დაბალი სიჩქარე. დინამიური ტიპირება ენას მოქნილს ხდის, მაგრამ კომპილირებულ ენებთან შედარებით, მისი პროგრამების მუშაობა უფრო ნელია. ამიტომ, პაითონის სკრიპტებს ზოგჯერ C/C++ კოდის ფრაგმენტებს ამატებენ.

 

მეხსიერების მაღალი გამოყენებადობა. დინამიური ტიპირების შედეგად, პაითონი რთულად ექვემდებარება ოპტიმიზაციას და ამის გამო, ქვედა დონის პროცესების სამართავად, ხშირად იყენებენ სხვა ინსტრუმენტებს.

 

პაითონის დეველოპერისთვის საჭირო ინფორმაცია 

 

პაითონის ენა მარტივად ათვისებადია დამწყებთათვის, ბავშვსაც კი შეუძლია მისი სწავლა.

 

იმისათვის, რომ გახდე Python-ის დეველოპერი, საჭიროა იცოდე სინტაქსის თუნდაც საწყისი დონე, მონაცემთა ტიპებისა და ცვლადების გარჩევა და პირობით კონსტრუქციებთან, ციკლთან და ფუნქციებთან მუშაობა.

 

შემდგომში, პროფესიის არჩევანი დამოკიდებული იქნება მხოლოდ იმ სფეროზე, რომელშიც გსურს განვითარება. მონაცემთა ანალიტიკაში მუშაობა მათემატიკის ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ვებ დეველოპერი უნდა ერკვეოდეს ვებ-ფრეიმვორკებში, ხოლო სისტემის ადმინისტრატორი – UNIX სისტემებში.

 

Python-ის ცოდნით, ნებისმიერ სფეროში შეგიძლია მუშაობა. ყოველი მათგანისთვის კი მოიძებნება შესაფერისი რამდენიმე ბიბლიოთეკა ან ფრეიმვორკი.

 

პაითონთან დაკავშირებული პროფესიები

 

ვებსაიტები, აპლიკაციები  და ბექენდის სერვისები შექმნილია ვებ დეველოპერის მიერ. პაითონის მეშვეობით, შესაძლებელია ფრონტენდის დაწერაც. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მას გამოიყენებენ სხვა პროგრამირების ენასთან წყვილში, მაგალითად  JavaScript-თან ერთად.

 

ხშირად, ვებსაიტებსა და აპლიკაციებს, ძირითადად, წერენ არა მთლად პაითონის ენის გამოყენებით, არამედ ფრეიმვორკებით, რაც არის ე.წ.„ჩონჩხი“ აპლიკაციები, კოდის მზა ბლოკების შემცველობით. პაითონის ფრეიმვორკებს მიეკუთვნებიან: Django, FastAPI, Flask, Tornado, Pyramid, TurboGears, CherryPy.

 

გარდა ამისა, პროგრამისტს უნდა შეეძლოს მონაცემთა ბაზებთან, HTTP პროტოკოლთან, API-სთან მუშაობა და ვებ კოდირების ცოდნა მინიმუმ საბაზისო დონეზე.

 

Data Science და მონაცემთა ანალიზი, არის უზარმაზარი დისციპლინა, რომლის მეთოდები გამოიყენება მანქანურ და სიღმისეულ სწავლებაში, მოდელირებაში, საბუნებისმეტყველო და ზუსტ მეცნიერებებში, ფინანსებსა და მომსახურების სფეროში.

 

გამომდინარე იქიდან, რომ მონაცემთა ანალიტიკოსი შეყვანისას იღებს არასტრუქტურირებული ინფორმაციის ნაკადს და შემდეგ ამუშავებს მას ალგორითმებით, რათა შემდგომში გადაჭრას სამეცნიერო და ბიზნეს პრობლემები, ასეთი სპეციალისტი უნდა ერკვეოდეს იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობს, ასევე მათემატიკურ სტატისტიკასა და მონაცემთა ბაზებში.

 

ბიბლიოთეკებიდან, მონაცემთა ანალიტიკოსები ძირითადად იყენებენ პანდას, ხოლო ML სპეციალისტები – scikit-learn-ს და TensorFlow-ს.

 

მოთხოვნები პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის მიმართ, ხშირად, იცვლება პროექტიდან პროექტამდე, თუმცა Python-ის საბაზისო ცოდნა კვლავ რჩება ძირითად მოთხვნად. ასეთ სპეციალისტს, პროფესიული ზრდისთვის სჭირდება ვიწრო პროფილური განათლება, ან მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. უმჯობესი იქნება, თუ ორივეს ერთად ფლობს, რადგან ამ სფეროში ითხოვენ უნარების ფართო სპექტრს.

 

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერს შეუძლია გამოიყენოს Python ავტოტესტების დასაწერად. პროგრამების ხელით შემოწმების ნაცვლად, მას შეუძლია მუშაობის პროცესი დააჩქაროს და გახადოს ავტომატიზირებული. დიდ პროექტებში კი ამის გარეშე საერთოდ შეუძლებელია. პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისთვის ყველაზე პოპულარულ ბიბლიოთეკებს შორის გამოირჩევა: PyTest, PageObject, Robot Framework და Behave.

 

სისტემური ადმინისტრატორისთვის პროგრამირების ენის ცოდნა აუცილებელი პირობა არ არის, ის მას მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტად გამოიყენებს. პაითონი დაგეხმარება პროცესების ავტომატიზაციაში, გაზრდის IT ინფრასტრუქტურის საიმედოობასა და ეფექტურობას, სწორედ როგორსაც ემსახურება ასეთი სპეციალისტი. 

 

DevOps ინჟინრის მთავარი ამოცანაა ავტომატიზაცია, პროცესების ამოხსნის ეფექტურობის გაუმჯობესება და კოდის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, DevOps ინჟინრისთვის პაითონი გამოსადეგია, როგორც დამატებითი ინსტრუმენტი.

 

მეცნიერებში Python საკმაოდ პოპულარულია შესწავლის სიმარტივითა და ლაკონიური სინტაქსით და ხელს უწყობს მოცემულ დავალებებზე კონცენტრირებას. ენაში ჩაშენებულია რამდენიმე ბიბლიოთეკა, რომელიც განკუთვნილია სამეცნიერო კვლევებისთვის, ესენია: NumPy, SkiPy და Matplotlib.

 

 

პაითონის პროგრამისტის უნარები

 

ნებისმიერი პაითონის სპეციალისტი შესანიშნავად უნდა ფლობდეს სინტაქსს და ერკვეოდეს ენის შესაძლებლობებში. აგრეთვე უნდა იცოდეს ერთი, ან რამდენიმე ბიბლიოთეკა, რომელსაც გამოიყენებს იმ დარგში, სადაც მუშაობს.

 

ვებ-პროგრამირების შემთხვევაში, ვებ ფრეიმვორკის ფლობა (Django) აუცილებელია.

 

უნდა შეგეძლოს მონაცემთა ბაზებთან მუშაობა სხვადასხვა დარგში, მაგალითად: SQL და ნებისმიერი DBMS. ასევე საჭიროა Git და Docker-ის ცოდნა.

 

პაითონის დეველოპერი საჭიროებს Linux-ის ცოდნასაც, ბრძანების ხაზზე მუშაობას და სკრიპტების გამოყენებას.

 

პაითონი წარმოადგენს იმდენად ობიექტ-ორიენტირებულ ენას, რომ მისი ყოველი ელემენტი – ობიექტია. შესაბამისად, Python-ის დეველოპერი აუცილებლად უნდა ერკვეოდეს OOP-ის პრინციპებში და შეძლოს მათი გამოყენება. ზოგიერთ ვაკანსიაში მთავარ მოთხოვნებში მითითებულია ასინქრონული პროგრამირების პრინციპების ცოდნა.

 

ძალიან დიდი პლუსია, პაითონის დეველოპერისთვის ინგლისური ენის ცოდნა, სულ მცირე, რომ შეძლოს ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა.

 

წოდებები და უნარები

 

რას ელიან დამსაქმებლები, კვალიფიკაციის მიხედვით, პაითონის დეველოპერის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატებისგან?

 

Junior

 

ზემოთ ხსენებული უნარების მიხედვით, თავისუფლად არის შესაძლებელი გააგზავნო განაცხადი უმცროსი დეველოპერის პოზიციაზე. სხვათა შორის, არ არსებობს უმცროსი დეველოპერის ვაკანსია, სადაც სათითაოდ ყველა ზემოხსენებული მოთხოვნა ერთად იქნება თავმოყრილი. ზოგადად, Junior-ის ტექნოლოგიური სტეკი უფრო ვიწროა და დამოკიდებულია იმ სფეროზე, რომელშიც ის მუშაობს.

 

Middle

 

საშუალო დონის დეველოპერისგან. ძირითადად  Junior-ის უნარებს ელოდებიან, თუმცა უფრო მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს. სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება დამატებით სხვა მოთხოვნებიც დაემატოს. ვებ პროგრამირებაში, ეს შეიძლება იყოს ფრონტენდისთვის რომელიმე ენის ცოდნა, მაგალითად, როგორიცაა JavaScript, ხოლო მონაცემთა ანალიტიკაში, სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა.

 

Senior

 

აი, უფროსი დეველოპერი კი, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად და პროექტის არქიტექტურის შესამუშავებლად, აუცილებლად უნდა ფლობდეს მრავალმხრივ ცოდნას და ტექნიკას.

 

Data Science-სა და მონაცემთა ანალიზის სპეციალისტი, ფუნდამენტურად უნდა ერკვეოდეს მათემატიკაში (მათემატიკური ანალიზი, სტატისტიკა, წრფივი ალგებრა, ალბათობის თეორია, დროის სერიები) და ასევე ფიზიკაში.

 

ხშირად, სოციალური უნარების მქონე უფროსი დეველოპერი პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი ხდება.

 

პაითონის დეველოპერის ანაზღაურება

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, პაითონის დეველოპერების პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია. ის მერყეობს შემდეგ რაოდენობებს შორის: Junior დეველოპერები – $1300-დან, Middle დეველოპერები – $2500-დან და Senior დეველოპერები – $7000-დან.

 

სად შევისწავლოთ პაითონის დეველოპერის სპეციალობა?

 

პაითონი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენაა და ამასთანავე ძალიან მოთხოვნადი.

 

რა თქმა უნდა, ინტერნეტი სავსეა ამ პროფესიაზე, როგორც ფასიანი, ასევე უფასო სახელმძღვანელოებით, სხვადასხვა კურსითა და ვიდეო გაკვეთილით,

 

თუმცა თუ შენ ნამდვილად გსურს ეს სპეციალობა შეისწავლო და გახდე პროფესიონალი Python-ის დეველოპერი, შემოგთავაზებთ პაითონის დეველოპერის სრულ კურსს Digital Bus-ზე. გამოცდილი ტრენერი შეგაძენინებს ამ პროფესიისთვის დამახასიათებელ ყველა უნარს. სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ, შენ შეძლებ გასაუბრების წარმატებით გავლას და დასაქმებას. 

 

ეწვიე ჩვენს ვებ-გვერდს – Python-ის კურსი – პროგრამირების კურსები – Digital Bus • Academy

მსგავსი სიახლეები