fbpx




21 ნოემბერი 7 წუთში წასაკითხი

ვინ არის ქოფირაითერი?

 

ამ სტატიაში ვისაუბრებთ თუ რას წარმოადგენს ქოფირაითინგი და როგორ უნდა იშოვო ფული ტექსტების წერით.

ტერმინი ქოფირაითინგი ინგლისური სიტყვაა, სადაც “ქოფი” ნიშნავს ტექსტს და “რაით” – წერას.

თავდაპირველად ქოფირაითინგს უწოდებდნენ სარეკლამო ტექსტების შექმნის პროცრსს. შემდგომში ეს ცნება უფრო გავრცელებული გახდა მსოფლიოში და სხვადასხვა მიმართულებებიც მოიცვა.

 

რას აკეთებს ქოფირაითერი?

 

ქოფირაითერი წერს ნებისმიერ ტექსტს, ახლა რასაც კითხულობ, იმასაც. კრეატიულობა და მომხმარებელზე ორიენტირება ქოფირაითერის მთავარი ინსტრუმენტია. ის ქმნის:

  • სტატიებსა და ბლოგებს;
  • ტექსტებს ვებ გვერდებისთვის;
  • SEO ტექსტებს საძიებო სისტემებითვის;
  • ლენდინგ ტექსტებს (ერთგვერდიანი საიტებისთვის);
  • პოსტებს სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ჯგუფებისთვის;
  • მიმზიდველ ტექსტებს ელ-ფოსტით გზავნილებისთვის;
  • სცენარებს ვიდეო-რგოლებისთვის და ასე შემდეგ.

სახელწოდება ქოფირაითერი საკუთარ თავში მოიაზრებს სხვადასხვა მიმართულებებს. ამ სფეროში ერთ-ერთი მიმართულებაა – რირაითერი, რომელიც ტექსტს ქმნის ინტერნეტში უკვე არსებული კონტენტიდან, დაახლოებით რომ წარმოიდგინო, წაკითხულის შინაარსი რომ დაწერო. ამ საქმეში მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ წერს სპეციალისტი, რა ხარისხს აწვდის დამკვეთს. ქოფირაითერი მუშაობს ორი ძირითადი მიმართულებით:

  • დამკვეთისგან დავალებული ტექსტის წერა: ანუ გეძლევა ე.წ. ინსტრუქცია, რის მიხედვითაც წერ გარკვეულ ტექსტს და აღარ ფიქრობ ისეთ დეტალებზე, როგორიცაა მისი დანიშნულება, განთავსების ადგილი, გაყიდვებში მისი როლი და ასე შემდეგ.
  • დამოუკიდებელი ტექსტის წერა, კრეატივი: ზოგადად, ტექსტის შექმნა მარტივი არ არის. ნაწერი ისეთი უნდა იყოს, რომ დიდი რაოდენობით მომხმარებელი მოიზიდოს ამა თუ იმ პროდუქციის, ან მომსახურების გაყიდვების დროს. ქოფირაითერს უნდა შეეძლოს სხვადასხვა სტატიების წერა, რომელთა დახმარებით, ის სრულად მიაწვდის საჭირო ინფორმაციას მომხმარებელს და ამომწურავ პასუხებს გასცემს მათ ყველა კითხვას. სარეკლამო სტატიების ტექსტები კი ისე უნდა იყოს დაწეილი, რომ მომხმარებელი დაინტერესდეს და დიდი რაოდენობით შეიძინოს სასურველი პროდუქტი. გადავიდეს გარეკლამებულ გვერდებზე სოციალურ ქსელებში, ეწვიოს პროდუქციის თუ მომსახურების მიმწოდებელ საიტებს და ასე შემდეგ.

 

როგორ ვიმუშავო ქოფირათერად?

 

ქოფირაითერი შეიძლება იყოს როგორც კომპანიაში, ანუ შტატში დასაქმებული, ასევე ფრილანსერი. არსებობს დასაქმების 3 ტიპი:

სააგენტოში – სადაც ქოფირაითერი ქმნის ტექსტებს ბევრი დამკვეთისგან შემოსული დავალების თანახმად. ყოველ ჯერზე გიწევს ჩაძიება დავალების არსში დამკვეთის/პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის შესწავლა, რომ შემდგომში შესთავაზო ხარისხიანი მასალა. მუშაობა შესაძლებელია როგორც ოფისიდან, ასევე შინიდან, დისტანციურად.

შტატში კერძო დამსაქმებელთან – ამ შემთხვევაში, მუშაობ მხოლოდ ერთ კომპანიაზე. რომლის შესახებ ფლობ საკმარის ინფორმაციას. სააგენტოში დასაქმებასთან შედარებით, მუშაობა ბევრად კომფორტულია: არ გიწევს ყოველჯერზე ახალი დავალების არსისა და სპეციფიკის თავიდან შესწავლა. როცა კომპანიაში მუშაობ, რა თქმა უნდა, დისტანციურად მუშაობა შესაძლებელია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ოფისში მოსვლასაც ითხოვენ ან სულაც ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს გთავაზობენ. თანამშრომლობა გიწევს სხვადასხვა ბიზნესთან, მაგალითად: ონლაინ მაღაზიასთან, ლოჯისტიკურ კომპანიასთან, ქარხნებთან, ტაქსის სერვისებთან და ა.შ.

თვითდასაქმება – ანუ იგივე ე.წ. ფრილანსი, რომლის დროსაც, შენ თავად ეძებ დამკვეთებს, აწარმოებ მოლაპარაკებებს, აფორმებ კონტრაქტებს, იხდი გადასახადებს და ა.შ. არსებობს სხვადასხვა სახის ფრილანსი: ზოგ შემთხვევაში გიწევს ერთჯერად შეკვეთებზე მუშაობა და შემდგომში სულ სამსახურის ძიებაში ხარ. ზოგი, რამდენიმე რეგულარულ დამკვეთთან მუშაობს და ამ შემთხვევაში უფრო მეტს გიხდიან.

ანაზღაურება დამოკიდებულია ნაწერის ხარისხზე. კრეატიულ და ეფექტურად დაწერილ ტექსტს, შეუძლია მოიზიდოს მეტი დამკვეთი, გახადოს შენს რეგულარულ დამსაქმებლად და შესაბამისად მეტიც გადაგიხადოს.

 

 

ქოფირაითერის ანაზღაურება

 

ამჟამად ქოფირაითერის პროფესიულ მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალია. სხვადასხვა დასაქმების პორტალზე განთავსებულია ვაკანსიები მითითებული ხელფასით, დაახლოებით 900$-ის ფარგლებში.

ფრილანსის შემთხვევაში, ანაზღაურება უფრო მეტია. დამწყები ქოფირაითერი 1000 სიმბოლოიან ტექსტში იღებს 5$. ზოგიერთი გამომცემლობა ხარისხიან სტატიაში 150$-საც გადაიხდის. 

რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია მოწოდებული კონტენტის ხარისხზე, რომელიც უნდა იყოს: კითხვადი, მარტივად გასაგები და სანდო. შენ უნდა შეგეძლოს ტექსტის აუდიტორიასთან ადაპტირება, TOR-ის ჩამოყალიბება ან მომხმარებლის ჩართვა მის შექმნაში, მოლაპარაკებაში და მრავალი სხვა. სამწუხაროდ, პროფესიონალთა უმეტესობა ამას არ აკეთებს.

ამწყები ქოფირაითერი, თავდაპირველად არ უკვირდება როგორ წერს, რამდენად შეიძლება წვრილმანი ხარვეზების მოგვარება, ტექსტის გაუმჯობესება, მაქსიმალურად მომხმარებლის სურვილებს მორგება და ა.შ.

თუმცა გამოცდილება დროსთან ერთა მოდის და სპეციალისტმა შეიძლება შეიძინოს პროფესიის განვითარებისთვის საჭირო უნარები: იმუშაოს და კრეატიულად მიუდგეს სათაურებსა და ქვესათაურებს, შეისწავლოს კონტენტ მარკეტინგის საფუძვლები,  სამიზნე აუდიტორია, იმუშაოს ფაქტებზე დაყრდნობით და ბევრი სხვა. ასეთ შემთხვევაში, ქოფირაითერმა თვეში შეიძლება საშუალოდ 1700$-მდე გამოიმუშაოს.

შტატში ან სააგენტოში დასაქმებულ ქოფირაითერზე მეტი ფულის შოვნა, ფრილანსერს შეუძლია. მას შეუძლია ერთდროულად რამდენიმე დავალება აიღოს ან ის მაქსიმუმი შეასრულოს, რამდენის გაკეთებასაც შეძლებს.

დამკვეთი ბევრია და შენი შესაძლებლობების მიხედვით შეგიძლია მოერგო შენთვის კომფორტულ სამუშაო გრაფიკს. 

ფრილანსში დამწყები ქოფირაითერები დიდ თანხებზე ვერ მუშაობენ, ეს გასგებიცაა, რადგან დამკვეთის ბიუჯეტი უფრო გამოცდილ კადრზე ექნება გათვლილი. ამ საქმიანობაში საჭირო უნარების გამომუშავება და გამოცდილება გროვდება სადღაც წელიწად ნახევრის ფარგლებში. თავიდან ყველა უშვებს შეცდომებს და მთავარია, სწორედ ამ შეცდომებზე ისწავლო, დაიხვეწო და წინ წახვიდე შენს საყვარელ საქმეში. 

 

დამწყებთათვის გამოცდილების დასაგროვებლად შემდეგი უნარები უნდა გამოიმუშაო:

  • გრამატიკულად გამართული, კითხვადი და გასაგების ტექსტის წერა;
  • სამიზნე აუდიტორიასთან ერთი სტილითა და “Tone of voice”-ით კომუნიკაცია;
  • კონტენტის ოპტიმიზაცია – სწორი აქცენტების დასმა;
  • სხვადასხვა ფორმატებთან მუშაობა;
  • კონტენტის მასალის ანალიზი და დამუშავება
  • პოტენციურ დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება. 

მიღებული ცოდნითა და შესაფერისი უნარებით, თავისუფლად შეგიძლია დათანხმდე ნებისმიერ კარგ პროექტს.

 

კარიერული განვითარება ქოფირაითინგში

 

ქოფირაითერის კარიერული განვითარების შემდგომი საფეხური არის რედაქტორი, ან ედიტორი. მას კი ქოფირაითერთან შედარებით, მეტი მოეთხოვება. ედიტორს ხშირად უწევს დამკვეთებთან, მომხმარებელთან კონტაქტი, მოლაპარაკებების წარმოება. ის მართავს სხვადასხვა ავტორისგან შემდგარ გუნდს და ჩართულია მიმდინარე პროექტებსა და პროცესებში. გუნდთან ერთად ქმნის მაღალი ხარისხის კონტენტს და რა თქმა უნდა ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებს საბოლოო შედეგებზე. 

ედიტორის შემდეგ, მოდის მთავარი რედაქტორი, რომელსაც შეუიძლია იყოს როგორც ავტორი, ასევე რედაქტორიც, მაგალითად: ჩაუდგეს სათავეში რამდენიმე გუნდს და დამკვეთისგან დავალებების დელიგირება მოახდინოს, დაადასტუროს სხვადასხვა პროექტები და ა.შ.  

ამ სპეციალობაში განსავითარებლად  სხვადასხვა გზა არსებობს. ქოფირაითერის უნარები დაგეხმარება სწრაფად აითვისო ციფრული მარკეტინგი, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, სოციალური მედია, UX რაითინგი – მომხმარებლისთვის პროდუქტის გაცნობის მეთოდი. ასევე შეგიძლია აირჩიო სრულიად განსხვავებული მიმართულება და გახდე ხელოვანი, კინოს, თეატრალური დადგმების სცენარისტი, ან უბრალოდ პროზის მწერალი, გახდე ბესტსელერების ავტორი. ამგვარად, თუ გიყვარს წერა და თვლი რომ ეს შენი მოწოდებაა, თუ სიამოვნებას ანიჭებ ირგვლივმყოფთ შენი ტექსტით, თუ უბრალოდ წერ და გსიამოვნებს ეს პროცესი, თუ ხარ კრეატიული და იდეებით სავსე და ბოლოს, თუ გინდა, რომ დაეუფლო ამ სპეციალობას და დააგროვო გამოცდილება, გაიარე ქოფირაითინგის კურსი, ჩვენთან Digital Bus Academy-ში. აქ მიიღებ არამხოლოდ ზოგად, არამედ პროფილურ ცოდნას, ქოფირაითინგის სხვადასხვა მიმართულებაში. ჩვენი ტრენერი შეგასწავლის ამ პროფესიისთვის ყველა საჭირო უნარს. ეწვიე ჩვენს საიტს: ქოფირაითინგის კურსი ონლაინ – Digital Bus • Academy

 

მსგავსი სიახლეები