fbpx




21 ნოემბერი 3 წუთში წასაკითხი

Vue.js და რეაქტიული ინტერფეისი

 

ამ სტატიაში ვისაუბრებთ Vue.js-ზე, მათთან, ვისაც არასოდეს ჰქონია შეხება პროგრამირებასთან, თუმცა, მიუხედავად არ ცოდნისა, ხშირად სმენია Vue.js-ზე. 

 

Vue.js წარმოადგენს ე.წ. რეაქტიულ ფრეიმვორკს, რომლის მეშვეობით ქმნიან ძლიერ ინტერფეისებს, ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციებისთვის, JavaScript-ის გამოყენებით.

 

 

ფრეიმვორკი პროგრამირებაში

 

Framework – არის მზა კოდი, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ფუნქციასა და არქიტექტურას. ფრეიმვორკს ძირითადად გამოიყენებენ დეველოპერები პროცესების ასაჩქარებლად.

 

დავუშვათ, პროგრამისტმა უნდა დაწეროს ფუნქცია, რომელიც უგზავნის მოთხოვნას სერვერს, გარკვეული მონაცემების მისაღებად. ეს რომ სპეციალისტმა ფრეიმვორკის გარეშე დაწეროს, მოუწევს კოდის 10 სტრიქონის დახარჯვა, ხოლო ფრეიმვორკის ან ბიბლიოთეკის გამოყენებით, მაქსიმუმ შეიძლება მოუწიოს 1-2 სტრიქონის გამოყენება. მსგავსი ამოცანებისთვის ავტომატურად ითვალისწინებენ მზა კოდს.

 

რასაკვირველია, გამოცდილი პროგრამისტი 10 სტრიქონიანი კოდის გამო, ფრეიმვორკს არ დააყენებს, მაგრამ 10000 სტრიქონის შემთხვევაში, მისი დაყენება უკვე აუცილებელი გახდება. ცნობილია, რომ ფრეიმვორკებს წერენ სხვა პროგრამისტები და მათზე წვდომა გახსნილია ნებისმიერი მსურველისთვის (ზოგჯერ იყიდება კიდევაც).

 

 

„რეაქტიულობა“ და რისთვის იყენებენ Vue.js-ს

 

რეაქტიულობა  – პროგრამირების ტერმინია და განმარტავს აპლიკაციის მუშაობის პრინციპს, რომლის დროსაც, პროგრამა, რეალურ დროში, დამოუკიდებლად აკონტროლებს თავის მონაცემებში შემავალ ცვლილებებს.

 

დავუშვათ, გარკვეული მონაცემები გამოისახება ბრაუზერის ფანჯარაში (გვერდზე). მონაცემებით ნებისმიერი მანიპულაციის დროს, აპლიკაცია აკვირდება მათთან ყოველ ურთიერთქმედებას და ცვლილებებს, ადარებს მათ ბრაუზერში „გამოსახულს“ და ასრულებს აუცილებელ ცვლილებებს ამ “გამოსახულ” ნაწილში, ბრაუზერსა და საწყის კოდში რომ სრულიად შეესაბამებოდეს ტექსტი და მონაცემები. ეს ყველაფერი კი გვერდის გადატვირთვის გარეშე ხდება.

 

თუ ყურადღებით წაიკითხავთ, თითქოს მარტივია, თუმცა ასეთი ფუნქციონალის რეალიზაცია გამოდგება „ხანგრძლივი და ძვირი“, ამიტომ JavaScript პროგრამისტები იყენებენ Vue.js-ს და მის ანალოგებს React-სა და Angular-ს (თითქმის იგივეს). ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კი რეაქტიული ფრეიმოვრკებია.

 

 

რეაქტიულობის უპირატესობები

 

მთავარი უპირატესობაა – სისწრაფე. რეაქტიული ფრეიმვორკების დახმარებით, შესაძლებელია ძლიერი და ელვისებური სისწრაფის მქონე ინტერფეისების შექმნა, ხანრგძლივი დამუშავების გარეშე.

 

 

სისწრაფის საიდუმლო თავად ბრაუზერებშია. რენდერინგი, მარტივად რომ ვთქვათ, საიტის HTML კოდის ბრაუზერის მიერ სერვერიდან გამოყვანის პროცესი – ყველაზე ძვირადღირებული პროცესია შენი კომპიუტერისა და ტელეფონისთვის.

 

ჩვეულებრივი საიტების შემთხვევაში, გვერდიდან გვერდზე გადასვლისას, ყოველ ჯერზე ხდება რენდერინგი,. რეაქტიული საიტების შემთხვევაში კი, სრული საიტის რენდერინგი ხდება მასზე პირველად შესვლისას. შემდეგ მოდის მხოლოდ მცირე და აუცილებელი ნაწილების რენდერინგი.

 

 

რეაქტიულობის მინუსები

 

საიტის შენარჩუნება Vue.js-ში (React-სა და Angular-შიც), მაშინაც კი, თუ ის სწორადაა შემუშავებული – არის რთული, შრომატევადი და ძვირადღირებული ამოცანა, რომელიც მოითხოვს გამოცდილ პროგრამისტს.  თუ ადამიანი მიჩვეულია JQuery-სა და WordPress-ში წერას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოადგეს ასეთი სპეციალისტი. მათი ნახევარი კი თავისუფალ ბირჟებზე და რუსულ ინტერნეტ სააგენტოებსა და ვებ სტუდიებში.

 

 

სერვერის მხრიდან რენდერი ან რეაქტიული საიტების ხარვეზები

 

ეს პუნქტი ეხება არა მხოლოდ Vue.js-ს, არამედ ყველა რეაქტიულ ფრეიმვორკს. თუ გაიგებ, რომ შენი საიტი მზადდება Vue.js-ში, React-სა, ან Angular-ში, გილოცავ, შენთვის მზადდება ძალიან მაგარი საიტი! უბრალოდ დააზუსტე დეველოპერთან, გახდება თუ არა საჭირო სერვერული რენდერინგი.  

 

მარტივად, რომ ვთქვათ, სერვერული რენდერინგი საიტს აძლევს საშუალებას მოხვდეს Google-ის საძიებო სისტემაში. სერვერული რენდერინგის გარეშე, რეაქტიული საიტი ვერ იქნება ინდექსირებული საძიებო სისტემების მიერ.

მსგავსი სიახლეები