გაგა ჭინჭარაული
ვფიქრობ, რომ რაცარუნდა კარგი მენტორი ვიყო მე, ან ვინმე სხვა, ციფრული მარკეტინგის ცოდნა მაინც პრაქტიკულ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, აღნიშნული კურსი, მეტწილად, პრაქტიკაზე დავაფუძნეთ, რათა გაგიზიაროთ სფეროს გამოცდილება, რომელსაც 2020 წლიდან ვაგროვებ. საშუალება მქონდა მემუშავა, როგორც გამორჩეულ კრეატიულ სააგენტოებში, ასევე ვყოფილიყავი ბრენდის შიდა თიმის წევრი. ამ პერიოდში, ჩართული ვიყავი 100-ზე მეტი კომპანიის ციფრული მარკეტინგის სტრატიეგიის შექმნაში და მივიღე უნიკალური გამოცდილება თითოეული პროექტიდან. ამიტომაც, ჩემს მიგნებებს გავუზიარებ ადამიანებს, ნებისმიერი სფეროდან და დავეხმარები პრაქტიკული უნარ-ჩვევების ეფექტიანად ათვისებაში.