Front-End Fundamentals
☝️ კურსის განმავლობაში გაეცნობი ვებ დეველოპმენტის ორი საყრდენი ენის საწყისებს: HTML და CSS3. შეისწავლი ორივე მათგანის გამართული და სინტაქსურად სწორი კოდის წერას, ასევე მათ ფუნდამენტურ როლს სტატიკური, რესფონსიული ვებ-გვერდის შექმნისას. მიმოვიხილავთ სხვადასხვა საბაზისო ხელსაწყოებს (თულებს), რომლებიც ყველა დეველოპერმა უნდა იცოდეს.
Front-End კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ აქვს გამოცდილება ვებ დეველოპმენტში, მაგრამ სურს კარიერის განვითარება ამ მიმართულებით. როგორც ჩვეულებრივი ინტერნეტ მომხმარებელი, შენც სტუმრობ ვებ-გვერდებს სხვადასხვა მიზნით. ალბათ გაგჩენია კითხვა თუ როგორ მუშაობს ისინი, ამ ყველაფერზე კურსის მიმდინარეობისას ვისაუბრებთ.
კურსი პრაქტიკული ხასიათისაა, დასრულებისას შეძლებ სწორი სტრუქტურით შემუშავებული, ანიმირებული და ყველა მოწყობილობაზე მორგებული სტატიკური ვებ გვერდის შექმნას.