fbpx




დარჩა
ინსტაგრამის კურსი

ინსტაგრამის კურსი


Instagram-ის მართვა კომპლექსური და სპეციფიკური პროცესია. ლექციების განმავლობაში, მე გაგიზიარებ, როგორ შეარჩიო კონტენტი, ისე, რომ Instagram Feed-ი ძალიან ლამაზად იყოს დალაგებული (შენს გვერდს, პირველ რიგში, ამით შეაფასებს მნახველი). როგორ იაქტიურო სთორებში, როგორ გაზარდო პოსტებისადმი ინტერესი, სთორების დახმარებით, როგორ შეარჩიო აუდიტორიისთვის საინტერესო მასალა, შეფუთო ვიზუალურად, შეინარჩუნო აუდიტორიის ყურადღება, გაყიდო პროდუქტი აგრესიული შეთავაზების გარეშე და ამავდროულად, თვალი ადევნო რიცხვებსაც – ანალიტიკა ინსტაგრამის მართვის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია.

I შეხვედრა: ზოგადი მიმოხილვა

  • გაცნობითი შეხვედრა;
  • სოციალური  მედია;
  • სოციალური ქსელები;
  • ინსტაგრამის ისტორია;
  • ინსტაგრამი – როგორც ძლიერი სოციალური მედიის პლატფორმა;
  • დავალება.

 

II შეხვედრა:  სოციალური მედია

  • სოციალური მედიის სარგებელი;
  • სოციალური მედია დღეს;
  • სოციალური მედიის სწორი გამოყენება;
  • სწორი პლატფორმის არჩევა.
  • დავალება. 

 

III შეხვედრა: ინსტაგრამ მარკეტინგი

  • ინსტაგრამ მარკეტინგი;
  • ინსტაგრამის ალგორითმი;
  • როგორ გავზარდოთ ჩართულობა;
  • ინსტაგრამის მახასიათებლების მიმოხილვა;
  • დავალება.

 

IV შეხვედრა: ინფლუენსერ მარკეტინგი

  • რეკლამა;
  • ბიუჯეტის განსაზღვრა;
  • პოსტი/სთორი/რილსი;
  • ინსტაგრამ ფოტოგრაფია;
  • ინსტაგრამი, როგორც პორტფოლიო.
  • დავალება

        

V შეხვედრა: როდის, როგორ, საიდან დავიწყოთ?!

  • სტრატეგიის განსაზღვრა;
  • მიზნის და აუდიტორიის განსაზღვრა;
  • დამხმარე თულები;
  •  დამხმარე აპლიკაციები;
  • დავალება. 

 

VI შეხვედრა: აუდიტორიასთან ურთიერთობა

  • ზოგადი მიმოხილვა;
  • საუბრის ტონი;
  • კრიზისული სიტუაციების მართვა;
  • საერთაშორისო მაგალითების განხილვა;
  • ქართული მაგალითების განხილვა;
  • პრაქტიკული მაგალითები;

 

VII შეხვედრა: ინსტაგრამის მართვა

  • სოციალური მედია პლატფორმების მიმოხილვა;
  • ჰეშთეგ მარკეტინგი;
  • როგორ შევისწავლოთ აუდიტორია?
  • სხვადასხვა ხელსაწყოები.
  • დავალება

 

VIII შეხვედრა: ინსტაგრამის კონტენტ სტრატეგია

  • ტექსტი და ვიზუალები;
  • კონტენტის შექმნის სტრატეგია; 
  • კონტენტის დაგეგმვის და გამოქვეყნების სტრატეგია;
  • პრაქტიკული დავალება.

 

IX შეხვედრა: ანალიტიკა

  • აუდიტორიის განსაზღვრა;
  • როგორ მოვიპოვოთ მეტი გამომწერი?!
  • როგორ გავაფართოვოთ წვდომა;
  • შედეგების ანალიტიკა.
  • ფინალური დავალების გაცნობა.

 

X შეხვედრა: ფინალური გამოცდა.

 

ნინო მაზანიშვილი

ნინო მაზანიშვილი

close
ნინო მაზანიშვილი

ნინო მაზანიშვილი

Instagram-ის სამყაროში, დაახლოებით, 8 წლის წინ აღმოვჩნდი. იმ დროისთვის, ქართულ აუდიტორიას იქ ძალიან მცირე დოზით ნახავდი, Instagram-მარკეტინგზე ხომ საუბარი ზედმეტია. მომწონდა, ფიდზე აუდიტორიასთან საუბარი ფოტოებით რომ შემეძლო. მუდმივად ვაკვირდებოდი, როგორ მართავდნენ უცხოელი ინფლუენსერები თავიანთ გვერდებს. ყოველთვის აქტიურად ვეცნობოდი და ვცდიდი სიახლეებს. ამან აუდიტორიის საკმაოდ ზუსტი აღქმა გამომიმუშავა. სწორედ ამიტომ, ჩემ მიერ გაკეთებული Instagram-გვერდებით მარტივად ვპოულობდი აუდიტორიას. ბოლო ორი წლის განმავლობაში,  საკუთარი Instagram გვერდი ავაწყვე, 0 ბიუჯეტით, სადაც უცხოელი ინფლუენსერების, ვიდეოგრაფებისა და ფოტოგრაფების გარდა, ჩემი და ჩემი პარტნიორი კონტენტ კრეატორების ნამუშევრებიც იდება. დღეს, ამ გვერდს 240 000-ზე მეტი გამომწერი და აუდიტორიის 3-4 მილიონიანი ყოველთვიური მოცვა აქვს. ვიცი, როგორ დავაინტერესო აუდიტორია, როგორ გამოვიწვიო Feed-სა და Story-ებში აქტიურობა და გავაანალიზო ინსაითები. სამწუხაროდ, მე ამ ყველაფრის სწავლა დამოუკიდებლად, ჩემით მომიწია. თუმცა, დღეს, Instagram-მენეჯერზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდება და საბედნიეროდ, ჩემი ცოდნის გაზიარება სასწავლო კურსითაც შემიძლია თქვენთვის.