7 ივნისი
0 წუთში წასაკითხი

ათუკა ლომიძე

სკოლის დროს ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა ფიზიკა და მათემატიკა. მე-10 კლასში დავრწმუნდი, რომ ელექტრონიკა იყო ის სფერო, რომელიც არასდროს მომბეზრდებოდა და ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. დავამთავრე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო ინჟინერიის ფაკულტეტი და დავიწყე მუშაობა რობოტების ავტომატურ ნავიგაციაზე. რობოტექნიკა არის მომავლის პროფესია, რომელიც დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება და მსურს, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო რაც შეიძლება მეტ ადამიანს და დავაინტერესო მომავალი თაობა ამ სფეროთი.