fbpx




20 სექტემბერი 5 წუთში წასაკითხი

8 შეცდომა, რომლებიც ვებგვერდების დიზაინში გვხვდება

იცოდი, რომ ვებსაიტის სანდოობას მეტწილად მისი დიზაინი განაპირობებს? ვიზიტორები შესაძლოა, ნაკლებად ენდონ იმ კომპანიას, რომლის ვებსაიტზეც ბერვი ხარვეზი მოიძებნება. 

ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ რვა, ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე, რომლებსაც ვხვდებით ხოლმე ვებსაიტის დიზაინში.

  1.  ხელმისაწვდომობისა და სიმარტივის გაუთვალისწინებლობა

ვებსაიტის დიზაინის შექმნისას, პირველ რიგში, საჭიროა ვიფიქროთ, რამდენად მოსახერხებელი და მარტივად აღქმადია ის ვიზიტორებისათვის.

👇 ეს ის ძირითადი შეცდომებია, რომლებიც ართულებს საიტის აღქმადობას:

  • ფერების არასაკამარისი კონტრსტი
  • ფოტოები და გრაფიკები, რომელთაც სადანადო აღწერა არ აქვთ
  • რთული ნავიგაცია

განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ–ცალკე.

ფერების არასაკმარისი კონტრასტი 

ფერთა კონტრასტის გაუთვალისწინებლობა არის შეცდომა, რომელსაც დიზაინის შექმნისას, ხშირად ყურადღება არ ექცევა ხოლმე. ეს კი იმიტომ ხდება, რომ კომპანიები ვებგვერდებს თავიანთი ბრენდის ფერების გამოყენებით ქმნიან, რაც ყოველთვის არ შეესაბამება საიტის სტრუქტურას. 

თუ ვებსაიტზე გამოყენებული ფერები არ არის საკმარისად კონტრასტული, ტექსტები და გრაფიკები შეიძლება იყოს ძნელი შესამჩნევი, განსაკუთრებით მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. სტატიკურად დადგენილია, რომ 2022 წელს ვებგვერდების 80%–ს სწორედ ამ ტიპის პრობლემები ჰქონდა.

ფოტოები და გრაფიკები, რომელთაც სათანადო აღწერა არ აქვს

ადამიანებს, რომლებიც ეკრანის წამკითხველებს იყენებენ, სჭირდებათ ტექსტი, ვებსაიტზე არსებული სურათების გასაგებად. ამის გარეშე ვეღარ მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. 

ამიტომაც, კარგად დარწმუნდი, რომ ტექსტები ნათლად აღწერს ვებგვერდზე არსებულ სურათებსა და გრაფიკებს.

რთული ნავიგაცია

ფოკუსის ინდიკატორების გარეშე, ვიზიტორები საიტს სწორად ვერ გამოიყენებენ.

ფოკუსის ინდიკატორები ის კონტურებია ბმულებისა და ღილაკების გარშემო, რომლებიც აჩვენებს გვერდის რომელი ნაწილი გაქვს არჩეული. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსის ინდიკატორები იყოს მკაფიო და გასაგები, რათა ვიზიტორებმა კარგად დაინახონ, სად არიან და რისი გაკეთება შეუძლიათ შემდგომ.

  1. საპასუხო დიზაინის უგულებელყოფა

2022 წლიდან მობილური მოწყობილობები გლობალური ვებგვერდების ტრაფიკის 58%-ზე მეტს შეადგენდს. 

მომხმარებლები ახლა, ისე, როგორც არასდროს, ვებსაიტებს სტუმრობენ სხვადასხვა მოწყობილობიდან: მობილურებიდან, ტაბლეტებიდან, ლეპტოპებიდან ან თუნდაც, ტელევიზორებიდან. 

თუ ჩვენი კონტენტი ცუდად გამოიყურება რომელიმე მათგანზე 

და არ არის ისეთივე მარტივად გამოსაყენებელი, როგორც – დესკტოპზე, იმედგაცრუებული ვიზიტორები გვერდს ძალიან მალე დატოვებენ. 

  1. მომხმარებლის გამოცდილებაზე მეტად ვიზუალური ნაწილის გათვალისწინება

ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა საიტის ფუნქციონირებაზე მეტად მისი ესთეტიკის გათვალისწინებაცაა.

რადგანაც დღესდღეობით ვებსაიტთა კონკურენცია საკმაოდ დიდია, გამორჩეული დიზაინი არსებობა ნამდვილად ერთ–ერთი გადამწყვეტი პირობაა წარმატებისთვის. ამან კი გამოიწვია ვიზუალური ელემენტების გადაჭარბებული გამოყენება, რომლებიც იპყრობს ყურადღებას, მაგრამ აცდენილია ვებსაიტის ნამდვილ შინაარსსა და მიზნებს. 

  1. კონკრეტულ საჭიროებებზე მოურგებლობა

აბა, წარმოიდგინე, სერინობ ქალაქის ქუჩებში, ჩაიარე ლამაზფანჯრებიან მაღაზიასთან, ვიზუალურად მიზიდველი ვიტრინებითა და ტანსაცმლით. შემდეგ კი დაინახე ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მაღაზია, რომლის ფანჯარაშიც, რამდენიმე, უბრალო, მანეკენი მოჩანს…

შენს ყურადღებას რომ პირველი მაღაზია უფრო მიიპყრობს, ამაზე ხომ ორი აზრი არ არსებობს? 

ჩათვალე, რომ ვებგვერდიც შენი ბიზნესისათვის ონლაინ მაღაზიას წარმოადგენს. ის უნდა ასახავდეს ბრენდს და იყოს უნიკალური. დიდი შეცდომაა ვებსაიტის დიზაინში ზოგადი შაბლონის გამოყენება ბრენდის მიზნებზე მორგების გარეშე. 

  1. არაეფექტური ფუნქციების გამოყენება 

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა არის არაეფექტური ფუნქციების გამოყენება. რაც არ უნდა ვიზუალურად მიმზიდველი იყოს ელემენტი, გახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენი ვებსაიტის ეფექტურობაა. 

  1. იერარქიის ნაკლებობა

ყოფილა შემთხვევა, რომ საიტზე შესვლას შენში დაბნეულობა გამოეწვია? თუ ასეა, სავარაუდოდ, ისეთ საიტზე მოხვდებოდი, რომელსაც ამ ტიპის პრობლემა ჰქონდა. 

იერარქიის ნაკლებობას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებლები და ხელს უშლის მათ, მიაღწიონ საიტზე თავიანთ მიზნებს.

ვებსაიტის ორგანიზება საჭიროა როგორც ვიზუალური ეფექტისათვის, ასევე – მისი კარგად მუშაობისთვის. სწორად სტრუქტურირებული საიტი ეხმარება მომხმარებლებს თავიანთი მიზნებისათვის საიტის მარტივად გამოყენებაში. 

  1. გაურკვეველი ნავიგაცია

სწორი ნავიგაცია ვიზიტორებს საიტის გამოყენებას უადვილებს. 

ცხადია, რაც უფრო მეტი ბიზნესი შემოდის ონლაინ, ვებსაიტებიც მეტად დატვირთული და კომპლექსური ხდება. მკაფიო და თანმიმდევრული ნავიგაცია კი ეხმარებათ ვიზიტორებს შეუფერხებლად გამოიყენონ ვებგვერდი და გახდნენ კომპანიის ერთგული მომხმარებლებიც. 

  1. არასწორი კომუნიკაცია 

როდესაც ვიზიტორები სტუმრობენ ვებსაიტს, მათ უნდა შეეძლოთ მკაფიო სურათის დანახვა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შენი კომპანია. შესაძლოა, ვიზიტორებმა მალევე დატოვონ საიტი, თუ ეს სურათი სულ ოდნავ მაინც ბუნდოვანია.

როდესაც ვინმე ეწვევა ვებსაიტს, პირველი ამოცანაა დარწმუნდეს, რომ სწორ ადგილას არის. თუ ვებგვერდი მკაფიოდ არ გამოხატავს ბიზნესის მიზანს და არ არწმუნებს ვიზიტორებს, რომ იქ არიან, სადაც უნდა იყვნენ, მაშინ დროა ვებგვერდის დიზაინის შეცვლის!

საიტის დიზაინის გავრცელებული შეცდომების თავიდან აცილებით, შეგიძლია გაზარდო მისი სანდოობა და კომპანიას ვიზიტორების გულიც მოაგებინო. 

სწორი ინფორმაციის ცოდნა და სავარაუდო შეცდომების წინასწარ გათალისწინება კი, დაგვეთანხმები, რომ წარმატების ერთ–ერთი უცვლელი წინაპირობაა!

მსგავსი სიახლეები