თავი მოგაწყინა ძველმა დეკორმა და მის შეცვლას გეგმავ? მაშინ ჩვენ მზად ვართ დაგემხაროთ.
მართალია ამის გასაკეთებლად სპეციალურ გუნდს ვერ გამოვგზავნით თქვენთან, თუმცა მოგაწოდებთ ინსპირაციებს და იდეებს, პირდაპირ შენი სავარძლიდან ( დიახ, ზუსტად იმ სავარძლიდან, რომლის გამოცვლაც ასე ძალიან გინდა).
ეს 10 გადაცემა ინტერიერის დიზაინის შესახებ დაგემხარება ორგანიზებულობაში და იმ რესურსების უკეთ გამოყენებაში, რომელიც უკვე გაქვს.
GET ORGANIZED WITH THE HOME EDIT
Clea Shearer-ი და Joanna Teplin-ი მონუსხულები არიან ორგანიზებით, ამიტომაც ეს ყველაფერი ბიზნესად აქციეს, ისინი ქვეყნის გარშემო მოგზაურობენ და ხალხს ორგანიზებულობაში ეხმარებიან. სელებრითებიდან დაწყებული (Reese Witherspoon and Winnie Harlow), სახლის მფლობელებით დამთავრებული.
რაში მდგომარეობს მათი ფილოსოფია?
ინოვაციურ მიდგომასა და ფერების კოორდინაციაში. იქნება ეს ბავშვების საძინებელი ოთახის ორგანიზება თუ Chris Pratt-ისა და Katherine Schwarzenegger’s გარაჟის, ყველა მათგანს აქვს სათანადო მოწყობის სისტემა.
წამყვანებს სახლის მოსაწყობი პროდუქტების ხაზიც აქვთ, და თუ თქვენი ძალებით გეგმავთ ინტერიერის გადაკეთებას, მაშინ აქ აუცილებლად შეიძენთ საჭირო ნივთებს და ხელსაწყოებს.
Queer Eye
ეს გადაცემა მაყურებელს აცნობს ძველი, მოდური რეორგანიზების ესთეტიურობას. Karamo Brown, Jonatan Van Ness, Tan France და Antoni Porowski, პასუხისგებელი არიან კულტურაზე, მოდასა და საკვებზე. მაშინ, როცა Bobby Berk-ს ინტერიერის დიზაინის საჭეს მართავს.
ერთი კვირის განმავლობაში, ბობი და მისი გუნდი მთლიანად ანახლებენ სახლებს და მათ შთამაგონებელ ადგილად აქცევენ, რომელიც შეესაბამება და ასახავს მეპატრონეების ახლად-აღმოჩენილ თავდაჯერებულობას. ჰოლისტიკური მიდგომას, მრავალ ემოციურ მომენტამდე და როგორც, შინაგან, ისე გარეგან ტრანსფორმაციამდე მივყავართ.
ბობს კი ყველაზე რთული სამუშაოა აქვს, მის მოვალეობაში მთელი სახლის რენოვაცია შედის.
თუ გაინტერესებს რატომ აქვს ეკრანებზე ასე ცოტა დრო,ეს იმიტომ, რომ ბობი IKEA-ს თითქმის მუდმივი თანამშრომელია.
DREAM HOME MAKEOVER
ცოლ-ქმარი Shea და Syd McGee-ები, წარმატებულ, ინტერიერის დიზაინის ბიზნესს მართავენ,მთელი ქვეყნის გარშემო და ეხმარებიან ოჯახებს დიზაინერული ოცნებების განხორციელებაში, მიუხედავათ მათი ბიუჯეტისა.
ერთ-ერთ სერიაში ში იძახის, რომ ”არ აქვს მნიშნელობა, ჩვენს კლიენტს 2 მილიონი დოლარი აქვს, თუ 20,000$, მინდა ორივე მათგანმა ოთახში შესვლისთანავე ერთნაირად განიცადოს სიმშვიდის გრძნობა”
მათ ძალიან კარგად იციან, თუ როგორ მოარგონ თავიანთი მიდგომა ნებისმიერი კლიენტის სტილს და საჭიროებას, სწორედ ამიტომ საბოლოო შედეგიც ყოველთვის ემოციურია.
მათი თვალისმომჭრელი ტრანსფორმაციები აუცილებლად გაგიჩენთ მათ ვებსაიტზე და ინსტაგრამზე გადასვლის სურვილს.
Tidying Up with Marie Kondo.
ამ გადაცემაში, მსოფლიოში ცნობილი, სახელგანთქმული ავტორი და ორგანიზაციის სიმბოლო მერი კონდო მიდის ამერიკის tidying tour-ში (მოსაწესრგიებელ ტურში)- არანაირი უწესრიგობა და არეულობა არ არის მერი კონდოს მეთოდისთვის საშიში. მისი დამახასიათებელი ფილოსოფია მდგომარეობს, იმაში, რომ კონდო შთააგონებს ოჯახებს, შეეშვან იმას, რაც აღარ ემსახურებათ და იპოვონ განახლებული ინსპირაცია, იმაში, რაც მოემსახურებათ.
რთული გადასამუშავებელია ის ემოციები, რომლებიც მატერიალურ ნივთებზე, უარის თქმის შედეგად წარმოიშობა, თუმცა ნივთების თავიანთ ადგილზე განთავსება ახალი დასაწყისია. ამიტომ მოემზადეთ, რადგან, ამის საპასუხოდ სიხარულს და სიამოვნებას იგრძნობთ.
Interior Design Masters
ბრიტანული რეალითი შოუ,10 დამწყებ ინტერიერის დიზაინერის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც დიზაინის კონტრაქტის მოსაგებად ერთმანეთს უპირისპირდებიან. პირველ სეზონში, კონკურენტები იბრძნოდნენ რომ ლონდონის ცნობილი სასტუმროს ბარის დიზაინი მოეწყოთ.
კონკურენტები სხვადასხვა გამოცდილების და ფენის ადამიანები არიან, რომლებიც მოკლე დროში ხვდებიან რეალურ სამყაროში და უპირსპირდებიან ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს, სადაც ევალებათ თმის სალონებისა და საცხოვრებელი სახლების დაპროექტება, ეს გადაცემა საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ დიზაინერული ნიჭის ქონა, პროფესიონალიზმზე დამოკიდებული არ არის.
Motel Makeover
საუკეთესო მეგობრები და ბიზნესპარტნიორები, აპრილი ბრაუნი და სარა კლეში ”მოტელერები”არიან, რომლებიც მოტელების არემონტებენ და მათ დასასვენებლ ადგილად ქმნიან. პირველი დავალება ”The June Motel” იყო, პრინც ედუარდის ოლქ, ონტარიოში, ახლანდელი სერიები კი საუბრ-ბიჩის მოდელის რენოვაციაზეა აგებული.
ბიუჯეტი 600,000$-ს შეადგენს.
შეძლებენ თუ არა ხუთ თვეში წარმატებულად რენოვაციას? და ბოჰო-შიკ, ღირებულ ლოკაციად გადაკეთებას? გახსოვდეთ, რომ თითო ოთახის ტრანსფორმაციაზე გათვლილი ბიუჯეტი მხოლოდ 10,000$-ია.
Amazing Interiors.
ეს არის გადაცემა, რომელიც ცხადყოფს სახლის დიზაინისთვის უნივერსალურ და ინდივიდუალურ მიდგომას. აქ შევხვდებით ეზოს ატრაქციონებს, აკვარიუმებსა შიდა ჩანჩქრებს.
კრეატიული და ორიგინალური სახლის მეპატრონეები გვთავაზობენ უამრავ შესაძლებლობას, საცხოვრებელ ადგილის მოწყობასთან დაკავშირებით.
Instant Hotel
ავსტრალიური რეალითი შოუ, სადაც სახლის მეპატრონეები იბრძვიან საუკეთესო სასტუმროს მფლობელის ტიტულისთვის. ისინი ერთმანეთის საკუთრებაში რჩებიან და ოთხ კატეგორიად აფასებენ : სახლი, ახლომდებარე ლოკაციები, ფასთან შესაბამისი ღირებულება, და ღამის ძილის ხარისხი.
სასტუმროები ნომრის დაუყონებლივ დაჯავშნის სურვილს გაგიჩენთ! და საბედნიეროდ, შეგიძლიათ კიდეც! რადგან შემოთავაზებაში მრავალფეროვან და ორიგინალურ არჩევანს აუცილებლად შეხვდებით.
How to Build a Sex Room
გადაცემა უკავშირდება წყვილებს, რომლებსაც სურთ გაალამაზონ განსამარტოვებელი ადგილები. ინტერიერის დიზაინერი, მელანი როუზი, როგორც ამ საქმის ”მერი პოპინსი” მოუწოდებს წყვილებს საზღვრების დარღვევისკენ და უბიძგებს, რომ შექმნან თავიანთ ფანტაზიებზე, სურვილებზე მორგებული გარემო.
სარდაფის სატუსაღოებიდან დაწყებული, ვეგასის თემატიკის დამთარებული ლუქსით, სადაც ცეცხლოვანი ტიპის ინტერიერი იკვრება.
Instant Dream House
სარემონტო ჯგუფს მთელი სახლის დასამუშავებლად 12 საათი აქვს, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიერ ნომინირებული გამარჯვებულები კი იღებენ თავიანთი ოცნების საცხოვრებელ ოთახებს, უფრო მეტი სივრცითა და ესთეტიურობით.
Stay Here
ინტერიერის დიზაინერი ჟენევიევ გორდერი და უძრავი ქონების ექსპერტი,პიტერ ლორიმერი, ცდილობენ,რომ ამერიკის მოკლე ვადით გაქირავებული ობიექტები, ხუთვარსკვლავიან დასასვენებელ ადგილად გარდაქმნან. ისინი მფლობელებს კარგი მოგების მიღებაშიდა მარკეტიგნული სტრატეგიების დახვეწაში ეხმარებიან.
მათ კარგად იციან, თუ როგორ უნდა გადააქციონ ნებისმიერი სივრცე მომგებიანად.
არ გაგიკვირდეთ, თუ გადაცემის ნახვის შემდეგ, ნახევარ განაკვეთზე უძრავი ქონების მართვა მოგინდებათ!
Designing Miami
ცოლ-ქმრის დუო. ეილინი და რეი ხიმენესები, მაიამის ორი ყველაზე წარმატებული ინტერიერის დიზაინერები არიან, ამ გადაცემაში ისინი თავიანთ პროფესიონალიზმსა და ინდივიდუალურ მიდგომებს აერთიანებენ და ულამაზეს ტრანსფორმაციებს გვთავაზობენ.
ეილიენის მინიმალისტური და რეის მაქსიმალისტური მიდგომა შესანიშნავ კონტრასტს ქმნის და არღვევს მითს იმის შესახებ, რომ გართობა და საქმე ერთად არ გამოდის.
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში