უნიკალური ჟეტონი -NFT კრეატორების სამყაროში უკვე ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით ციფრულ ხელოვნებაში. ადამიანებმა 2021 წლის მხოლოდ პირველ ორ თვეში 300 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს და ეს იყო მანამ, სანამ Beeple-მა მსოფლიო შოკში ჩააგდო და მარტში 69 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო იშვიათი Pepe NFT, “Homer Pepe” 320 000 დოლარად გაიყიდა.
Alex Atallah-ი, OpenSea-ის თანადამფუძნებლისა და ტექნოლოგიების მთავარი ხელმძღვანელის თქმით, Ethereum NFT ბაზარმა 2021 წლის თებერვალში 7450%-ით გაზარდა გაყიდვები, ვიდრე 2020 წლის იმავე თვეში.
Crypto Art-მა NFT სია შეადგინა,რომელშიც ყველაზე გაყიდვადი NFT შემქმნელებისა და ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევრების შესახებაა ინფორმაცია თავმოყრილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სია არ მოიცავს ყველა NFT-ს, განსაკუთრებით კოლექციონერებსა და კორპორაციებს, მათ შორისაა სხვადასხვა შემქმნელები, რომლებმაც NFT ბაზარზე წარმატებას მიაღწიეს. ეს სია ეფუძნება NFT შემქმნელების მიერ გაყიდულ ნამუშევრებს შემდეგ პლატფორმებზე: Nifty Gateway, SuperRare, Foundation, MakersPlace, KnownOrigin და Async Art.
2021 წლის მარტში მთლიანობაში კრიპტო ხელოვნების გაყიდვები სანახაობრივი ზრდა იყო. თუ გადავხედავთ კრიპტო ხელოვნების (NFTs) მთლიან გაყიდვებს Crypto Art-ის ექვს ბაზარზე, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში კომბინირებული გაყიდვები იყო: 2020 წლის ივლისი – $1,014,400; 2020 წლის აგვისტო – $1,529,100; 2020 წლის სექტემბერი – $1,926,300; 2020 წლის ოქტომბერი – $2,845,400; 2020 წლის ნოემბერი – $2,885,300; 2020 წლის დეკემბერი – $8,931,300; 2021 წლის იანვარი – $11,869,200; 2021 წლის თებერვალი – $91,539,900; 2021 წლის მარტი – $205,154,700.
Beeple ყოველგვარი ეჭვის გარეშე NFT ციფრული ხელოვნების ვარსკვლავია. 2021 წლის მარტის ბოლოსთვის, მან 845 ნამუშევარი სულ 113,544,319,92 დოლარად გაყიდა. მისი ციფრული კრებული ნახატი, Everydays: The First 5000 Days, 2021 წლის 11 მარტს წარმოუდგენელ ფასად 69,346,250 დოლარად გაიყიდა. მანამდე მას ჰქონდა ორი ციფრული სურათი, Crossroad და Ocean Front, რომლებიც 6,6 და 6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
1. Beeple (მაიკ ვინკელმანი)
მაიკ ვინკელმანი არის გრაფიკული დიზაინერი ჩარლსტონიდან, რომელიც აკეთებს მრავალფეროვან ციფრულ ნამუშევრებს, მათ შორის მოკლემეტრაჟიან ფილმებს, Creative Commons VJ ციკლებს, ყოველდღიურობას და VR/AR-ს. იგი მუშაობდა საკონცერტო ვიზუალებზე ჯასტინ ბიბერისთვის, One Direction-ისთვის, კეტი პერისთვის, ნიკი მინაჟისთვის, ემინემისთვის და მრავალი სხვასთვის.
ის ყოველ დღე ქმნიდა სურათს, აქვეყნებდა ინტერნეტში და ამას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკეთებდა(არც ერთი დღის გამოტოვებით). ხელოვანის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი, Everydays, მისი პირველი 5000 დღის განმავლობაში გამოქვეყნებული სურათებით შედგენილი კრებულია.
2. Trevorjonesart (ტრევორ ჯონსი)
ტრევორ ჯონსი იკვლევს, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექნოლოგია, მათ შორის AR, NFC ტეგები, ვიდეო წარმოება და ანიმაცია, მაყურებლის უფრო აქტიურად ჩართვისთვის და მაყურებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
წარმოშობით კანადიდან იყო, 1996 წელს ზურგჩანთითა და თავგადასავლების სიყვარულით გაემგზავრა და ბევრი მოგზაურობის შემდეგ, სამი წლის თავზე შოტლანდიაში დასახლდა.
Trevorjonesart-მა გაყიდა 5,284 ნამუშევარი სულ18,591,061.32 დოლარად. მისთვის ყველაზე წარმატებული Genesis-ი აღმოჩნდა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში 604,967 დოლარად გაიყიდა.
3. FEWOCiOUS
ის18 წლის კრიპტო ხელოვნების სიურეალისტია. წელს დაბადების დღეზე მან ჯამში 370,000 დოლარი გამოიმუშავა. მისი სტილი სიურეალისტურია, რომელიც პოსტჰუმანისტურ ესთეტიკას მოიცავს. ის იყენებენ ნათელ ფერებს სურათებისა და ტექსტის ჰალუცინაციური კომბინაციის შესაქმნელად. KultureHub-თან ინტერვიუში FEWOCiOUS-მა თქვა: “მე ვფიქრობ ჩემს ხელოვნებაზე, როგორც ერთ სურათზე ცხოვრების/ფილმის მთელი თავის ჩვენებაზე.”
FEWOCiOUS-მა გაყიდა 3,104 ნამუშევარი 18,175,346.36 დოლარად. მისი ყველაზე წარმატებული გაყიდვა იყო The EverLasting Beautiful 2021 წლის მარტში, რომელიც გაიყიდა 550,000 დოლარად.
4. Pak
ამ ბლოგის არტისტების უმეტესობისგან განსხვავებით, პაკმა თავისი ვინაობა საიდუმლოდ შეინახა. Twitter-ის ანგარიშზე, @muratpak, მისი აღწერაა -“The Nothing”. ის ასევე ამუშავებს კიდევ უფრო პოპულარულ Twitter ანგარიშს Archillect, რომელსაც 2.4 მილიონი მიმდევარი ჰყავს.
პაკმა ცოტა ხნის წინ განათავსა ნამუშევარი, The Gift, Nifty Gateway-ზე და გამოაცხადა, რომ იგი აჩუქებდა ნამუშევარს აუქციონის ნებისმიერ სახლს, რომელიც მას ითხოვდა. Sotheby’s გამოეხმაურა ამ შეთავაზებას, თუმცა აუქციონზე ჯერ არ გამოუტანიათ. პაკის ეს საჩუქარი Pak’s Explore კოლექციის ნაწილია. ამ კოლექციაში თითოეული ციფრული ნამუშევარი აჩვენებს იდეალურ კუბურ სურათს, მაგრამ თითოეულს აქვს ცალკე სათაური, მთლიანობაში პაკმა კოლექციას „The Title“ უწოდა.
პაკმა 1691 ნამუშევარი 16880471.30 დოლარად გაყიდა. მისი ყველაზე წარმატებული ნაუშევარი Metarift-ი იყო, რომელიც 2021 წლის მარტში 974,982.87 დოლარად გაიყიდა.
5. Maddogjones (Michah Dowbak aka Mad Dog Jones)
ტორონტოში მცხოვრებმა Mad Dog Jones-მა ახლახანს დაიწყო თავისი კარიერა, თავისი ნამუშევრების 15 ნეონისა და ციტრუსის ტონალობის პრინტი დიზელის სამხატვრო გალერეაში შიბუიაში აჩვენა. ის მაქსიმალურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს ფუტურისტული ხელოვნების შესაქმნელად.
მის ნამუშევრებში ნახავთ, როგორც ბუნების ფოტოებს, ასევე მორფების კოლაჟს… თითოეული სურათი მოგვითხრობს კონკრეტულ ისტორიას.
ის ჯერ ექსპერიმენტებს ატარებს, თუმცა მალე გაყიდის NFT ნამუშევარს, რომელსაც REPLICATOR-ს უწოდებს და მას აღწერს, როგორც “NFT გამოცდილებას”. ეს ნამუშევარი თავად გამოიმუშავებს შვიდ უნიკალურ NFT „თაობას“ 28-დღიან ციკლში.
Maddogjones-მა გაყიდა 1,567 ნამუშევარი 14,548,163.55 დოლარად. მისი ყველაზე წარმატებული გაყიდვა იყო The Boardwork-ი, 2021 წლის თებერვალში, რომელიც 388,888 დოლარად გაიყიდა.
6. Hackatao
იტალიაში დაბადებული ჰაკატაო, მეტსახელით ცნობილი როგორც “Hack”. ჰაკატაოს ხელოვნების ნიმუშები ხშირად მოიცავს საზოგადოების, გარემოს, კაცობრიობისა და კრიპტოლოგიის ძირითად საკითხებს, აგრეთვე ხელოვნების ისტორიას, სიმბოლიკასა და ფსიქოლოგიას.
მან თავისი ნამუშევრები NFT ბაზრებზე განათავსა, მათ შორის Super Rare, Nifty Gateway, Async Art და Makersplace. აღსანიშნავია, რომ ის 2018 წლიდანაა პიონერი კრიპტო ხელოვნების სივრცეში.
Hackatao-მ გაყიდა 1,504 ნამუშევარი 12,487,255.50 დოლარად. მისი ყველაზე წარმატებული გაყიდვა იყო კიმ ჩენ ინის – „Dead and Alive”გამოცემა 2021 წლის მარტში, რომელიც 321,967 დოლარად გაიყიდა.
7. Xcopy
Xcopy არის ლონდონში დაფუძნებული უკვე გამოცდილი ციფრული მხატვარი და კრიპტო ენთუზიასტი. მხატვრის ბევრ ციფრულ ქმნილებას აქვს მოციმციმე გამოსახულება. Xcopy-ის ზოგიერთი ნამუშევარი ასახავს სიკვდილს, დისტოპიას და აპათიას დამახინჯებული ვიზუალური მარყუჟების მეშვეობით.
Xcopy-მ თავისი ნამუშევრები მრავალ პლატფორმაზე გაავრცელა, მათ შორის Super Rare, KnownOrigin, Async Art, Nifty Gateway და Rarible.
Xcopy-მ გაყიდა 1907 ნამუშევარი ჯამში 11906985.44 დოლარად. მხატვრის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი იყო Death Dip, რომელიც 2021 წლის მარტში 2,111,470 დოლარად გაიყიდა.
8. Slimesunday (მაიკ პარიზელა)
Slimesunday არის ციფრული კოლაჟის შემსრულებელი, რომელიც დაფუძნებულია ბოსტონში. ის თავის მთავარ პორტფოლიოს ინსტაგრამის ანგარიშზე აზიარებს, სადაც 524 ათასი მიმდევარი ჰყავს. ის სცილდება საზღვრებს, იკვლევს უცნაურ და ეროტიკულ თემებს. მის ნამუშევრებს ნახავთ Playboy-ში, Penthouse-ში, Hunger-ში, Plastik-სა და Glamour Magazine-ში. აღსანიშნავია, რომ არტისტი გრემის ნომინირებულ სხვადასხვა არტისტებთან მუშაობდა.
მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი ეროტიკული ხასიათისაა რის გამოც, მას ცენზურის პრობლემები შეექმნა, განსაკუთრებით Instagram-ის ანგარიშთან დაკავშირებით. ამ „გამოწვევის“ გადასაჭრელად მან სიშიშვლე ყოველდღიურ ობიექტებთან, ბუნებრივ გამოსახულებებსა და ტექსტურ ელემენტებთან „შერწყა“. თუმცა, საბოლოოდ მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი მაინც წაიშალა. ამ მოვლენების ფონზე კი მან ორი წიგნი შექმნა, რომელსაც Banned from the Internet-ი უწოდა. გარდა ამისა, არტისტმა ის ნამუშევრები, რომლებიც აკრძალული იყო ინტერნეტში, Nifty Gateway-ის მეშვეობით NFT ბაზარზე გაიტანა.
Slimesunday-მა გაყიდა 6,508 ნამუშევარი 11,734,586.58 დოლარად. მისი ყველაზე წარმატებული გაყიდვა იყო Gunky’s Uprising 2021 წლის მარტში, რომელიც გაიყიდა 1,333,333 დოლარად.
9. 3lau (Justin Blau)
ამ ბლოგში ნახსენები არტისტებისგან განსხვავებით 3LAU-მა სახელი გაითქვა როგორც მუსიკოსმა. მან გაყიდა მსოფლიოში პირველი ციფრული ტოკენიზირებული ალბომი, 2021 წლის თებერვლის გასულ შაბათ-კვირას 11,6 მილიონ დოლარზე მეტი ონლაინ გაყიდვები ქონდა სულ 24 საათში, ერთი სიმღერა კი 3,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
3LAU გეგმავს NFT გაყიდვებიდან შემოსული ფული COVID19-ის დროს გაუქმებული საკონცერტო ტურნეების ზარალის სუბსიდირებისთვის გამოიყენოს.
10. Grimes
გრაიმსი არის მუსიკოსი და მულტიმედიური მხატვარი. მან 2021 წლის 28 თებერვალს 10 ციფრული ნამუშევრის სერია გაყიდა. ზოგიერთი მათგანი უნიკალური იყო, ზოგს კი ათასობით ასლი ჰქონდა. ყველაზე მაღალი ფასიDeath of the Old-ს ჰქონდა, რომელშიც გამოსახულია ჯვარი, ხმალი, კაშკაშა შუქი და ეს ყველაფერი გრაიმსის ორიგინალური სიმღერის ფონზე.
ორი პოპულარული ნამუშევარი სახელწოდებით “Earth” და “Mars” ათასობით ეგზემპლარად არსებობს. ორივე არის მოკლე ვიდეო, სადაც წარმოდგენილია შესაბამისი პლანეტა გიგანტური ქერუბიმით, რომელსაც იარაღი უჭირავს, აქაც თითოეული ორიგინალურ მუსიკის ფონზეა.
გრაიმსმა სულ 1,122 ნამუშევარი გაყიდა 8,793,359.30 დოლარად. მისი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი იყო Death of the Old, რომელიც 2021 წლის თებერვალში, გაიყიდა 388,938 დოლარად.
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში