fbpx




4 ოქტომბერი 3 წუთში წასაკითხი

10 საუკეთესო წიგნი გრაფიკული დიზაინის შესახებ

გრაფიკულ დიზაინთან დაკავშირებულ წიგნებს ნამდვილად აქვთ თქვენი

წარმოსახვის და შემოქმედებითი შესაძლებლობების გაფართოების უნარი.

დამეთანხმებით, რომ იმ სფეროს საფუძვლებისა და დამატებითი ასპექტების უკეთ გააზრება, რომელშიც მოღვაწეობ, კარიერული წინსვლის წარმატების გასაღებია.

 დამწყებო და გამოცდილო გრაფიკულო დიზაინერებო!

 გიზიარებთ რამდენიმე, ნარჩევ წიგნს, რომელიც პროფესიული განვითარებისკენ მიმავალ მოგზაურობაში აუცილებლად გამოგადგებათ!

1.Extra Bold

 

ფემინისტური, ინკლუზიური, ანტირასისტული, არაბინარული გზამკვლევი გრაფიკული დიზაინერებისთვის.

შვიდი დიზაინერის მიერ დაწერილი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი გრაფიკული დიზაინის შესახებ, რომელსაც დიზაინის სახელმძღვანელოს ფორმატი აქვს და ყველა საჭირო ინფორმაციას აერთიანებს.

2.The Package Design Book

მოიცავს 650-ზე მეტ, შეფუთვების დიზაინით გაფორმებულ გვერდს.

3.Graphic Design School: The Principles and Practice of Graphic Design

 წიგნი განმარტავს გრაფიკული დიზაინის საფუძვლებს თეორიულად და შემდეგ მკითხველს პრაქტიკულ მაგალითებს სთავაზობს.

 

4.  Logo Modernism (Design)

წიგნში იენს მიულერი დაახლოებით 6000 მოდერნისტულ სავაჭრო ნიშნას აერთიანებს, რათა მოდერნისტული დამოკიდებულებების წარმოშობა გამოიკვლიოს.

5.The History of Graphic Design Vol 1 & 2

იენს მიულერის წიგნი გრაფიკული დიზაინის საუკეთესო, 131 წელს აერთიანებს და ყოველი ათწლეულის მახასიათებლებს წარმოგვიდგენს.

6.100 Ideas That Changed Graphic Design

წიგნი ასახავს იმ იდეებს, რომლებმაც მე-19/მე-20 საუკუნის ინდუსტირული და პროდუქტების დიზაინის ჩამოყალიბებაზე იქონიეს გავლენა.

7.Design is Storytelling

ელენ ლუპტონის წიგნი დიზაინსა და ამბის თხრობას ერთმანეთთან აკავშირებს და გვიამბობს, თუ როგორ შეიძლება ორივეს მეშვეობით იდეების რეალობად ქცევა.

ავტორი ასწავლის დიზაინერებს, თუ როგორ გამოიყენონ დიზაინი, როგორც ემოციების გამოწვევის მექანიზმი.

8.How Design Makes Us Think

წიგნი მოგვითხრობს, თუ რამხელა გავლენა აქვს დიზაინს ჩვენი ფიქრების ფორმირებაზე.

ავტორს, ასევე საოცრად აქვს ილუსტრირებული, თუ როგორ შეუძლია დიზაინს ჩვენი ინსპირირება, დარწმუნება და ა.შ.

9.Why Fonts Matter

შრიფტს შეუძლია ნდობის ჩამოყალიბება ან პირიქით უნდობლობის გამოწვევა, და თავდაჯერებულობის მომატება.

სარა ჰაინდმენის  წიგნი ხსნის მეცნიერებასა და ხელოვნებას იმის უკან, თუ როგორ მოქმედებს შრიფტები ჩენზე და რატომ შეუძლიათ მათ კონკრეტული ასოციაციების გამოწვევა.

10.What Images Really Tell Us

რამხელა მნიშვნელობა აქვს სურათებს?

მასიმო მარიანის ეს წიგნი განიხილავს იმ მეტაფორებს, ჰიპერბოლებსა და სხვა ცნებებს, რომლებიც ვიზუალური ენასა  და მისი შესაძლებლობებს უკავშირდება

სულ ეს იყო, თუ გრაფიკული დიზაინის სამყაროს სიღრმისეულ შესწავლას გეგმავ, გირჩევ, რომ ჩვენს მიერ რეკომენდებული წიგნები შენი ცხოვრების განუყრელ  თანამგზავრად აქციო!

თუ გსურს შეისწავლო გრაფიკული დიზაინი, შემოგვიერთდი კურსზე ! გრაფიკული დიზაინის კურსი – Digital Bus • Academy

მსგავსი სიახლეები