პატარა ასაკში ენის სწავლება და სხვადასხვა აქტივობებზე ბავშვის შეყვანა ძალიან გამოცდილი პრაქტიკაა. ძირითადად ეს ეხება ხოლმე სპორტს ⚽, მუსიკას 🎹 და უცხო ენებს. თუმცა, ასევე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მსოფლიოს განვითარებამ ამ ყველაფერს კიდევ ერთი რამ შეჰმატა, რომლის ბავშვობიდან სწავლის შემთხვევაში, მოზარდი თინეიჯერობის ასაკში უკვე მზად იქნება ციფრულ ლაბირინთებში გზის გასაკვალად.
მოკლედ, ამ სტატიაში 5 მთავარ მიზანზე მოგიყვებით, თუ რატომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა კოდინგი 👇🏻
1. კოდინგი უცხო ენაა
ენის სწავლა ბავშვის კომუნიკაციისა და ლოგიკური აზროვნების უნარებს ანვითარებს. მნიშვნელოვანია, როგორც ვერბალურად ენის დახვეწა, ასევე წერითი უნარების. ძალიან ხშირია, როცა მშობლები ძალიან პატარა ასაკიდანვე ასწავლიან ბავშვებს უცხო ენებს, რადგან ამ ასაკში მათ ყველაფრის ათვისება უადვილდებათ და თან ახალი ენის სწავლა მათ უკეთ აცნობს მსოფლიოს მრავალფეროვნებას.
კოდინგი ისეთივე ენაა, როგორიც ინგლისური 🇬🇧 ან გერმანული 🇩🇪. ყველა ასოს აქვს სპეციალური ფორმულა, რომელიც 0-ებით და 1-ებით გამოისახება. სწორედ 0-ების და 1-ების საშუალებით “ვაგებინებთ” კომპიუტერს, თუ რა დავალება შეასრულოს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კოდინგს ჩვენი შვილები ბავშვობიდანვე ისწავლიან, მათ პატარა ასაკიდან ეცოდინებათ ციფრულ ტექნოლოგიებთან საუბარი 🗣️
2. კოდინგი ზრდის კრეატიულობას
კოდირების სწავლისას, ბავშვებს მოუწევთ უამრავი ექსპერიმენტის ჩატარება, რაც მათ უსაზღვრო ფანტაზიებსა და კრეატიულობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. შეცდომის დაშვების დროსაც კი, მაშინ, როცა ისინი გამოსავლის ძიებას დაიწყებენ, ამით ახალ უნარებს შეიძენენ 🙌🏻
3. კოდინგს ხელს უწყობს მათემატიკურ აზროვნებას
კოდირების პროცესში, ბავშვებს შეხება აქვთ აბსტრაქტულ კონცეფციებთან, რასაც ისინი ყოველთვის ვიზუალურად წარმოიდგენენ. ეს მათ საშუალებას აძლევთ, რომ ყველაფერი, მათ შორის მათემატიკური პრობლემებიც, უფრო მარტივად დაინახონ და მათი ვიზუალიზაცია გონებაში ძალიან მარტივად მოახერხონ. ეს ყველაფერი მათთვის STEM-ის საგნებს (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) სახალისოს და უფრო საინტერესოს გახდის.
4. კოდინგი წერით უნარებს აუმჯობესებს
ბავშვები, რომლებიც კოდინგს “ეჭიდებიან”, უწევთ ცოდნის თავმოყრა და ორგანიზება. ეს ყველაფერი შესაძლოა გახდეს იმის საფუძველიც, რომ წერის დროს ბავშვმა უკეთ შეძლოს სათქმელის ჩამოყალიბება და მისი ფურცელზე ასახვა 📃
5. კოდინგი ბავშვებს პრობლემების გადაჭრაში ახელოვნებს
კოდინგი ნიშნავს იმას, რომ ბავშვებმა უნდა გადაჭრან რაღაც პრობლემა, ანუ უნდა მოიფიქრონ მათი კრეატივისა და ფანტაზიის საშუალებით და მივიდნენ გადაჭრის გზამდე. ამ ფიქრის პროცესში ისინი შეიძლება შეცდნენ, მაგრამ ამით ისინი სტრესს არ იღებენ და პირიქით, კიდევ უფრო მეტად შედიან აზარტში და ცდილობენ ამ სახალისო პრობლემის გადაჭრას.
ეს პატარა პრობლემები მათ აძლევს პასუხისმგებლობასა და თავდაჯერებულობას. კოდირებისას გადაჭრილი პატარა პრობლემებით, ისინი რწმუნდებიან, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ, რაც, რა თქმა უნდა, ცხოვრების ყველა ეტაპზე უმნიშვნელოვანესი თვისებაა.
კოდირების დადებით თვისებებზე საუბარს მთელი დღე ვერ მოვრჩებით, რადგან ასეთი ძალიან ბევრია. მაგრამ რაც ამ სტატიაში განვიხილეთ, კომუნიკაციის, კრეატიულობის, მათემატიკური აზროვნების, წერისა და თანდაჯერებულობის განვითარებაც საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვებმა ახლავე დაიწყონ მომავლის პროფესიის შესწავლა. დარეგისტრირდით ჩვენს კურსზე და და აყევით 21-ე საუკუნის ტემპს 🚀
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში