fbpx




2 აგვისტო 6 წუთში წასაკითხი

5 რუსული ტექნოლოგიური პროდუქტი, რომელთა გამოყენება ახლავე უნდა შეწყვიტო

რუსეთი არ წყვეტს ძალადობრივ ქმედებებს უკრაინაში. ის, რაც ყველას ერთიანი ძალებით შეგვიძლია – გამოვუცხადოთ ბოიკოტი რუსულ კომპანიებს და ნუ შევუწყობთ ხელს მათი შემოსავლების ზრდასა და პუტინის რეჟიმის განმტკიცებას.

სტატია მოიცავს ინფორმაციას ხუთი რუსული ტექნოლოგიური კომპანიის შესახებ. ესენია:  Kaspersky, ClickHouse, AmoCRM და Tilda. ქვემოთ იხილავთ ამ კომპანიების ბოიკოტის მიზეზებსა და მტკიცებულებებს, რომ ისინი რუსულია.

გთხოვთ, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოთ ამ სტატიაში ნახსენები კომპანიების სერვისებისა და პროდუქტების გამოყენება. მათ ნაცვლად კი, ქევმოთ მოცემული ალტერნატიული კომპანიების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

გაუზიარეთ სტატია თქვენს კოლეგებს და თვალყური ადევნეთ ჰეშთეგს #Boycott Russian, რათა სხვა რუსული კომპანიების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღოთ.

Kaspersky

Kaspersky ნამდვილად რუსული კომპანიაა?

ეჭვგარეშეა. ამაში დასარწმუნებლად, უბრალოდ შეამოწმეთ კომპანიის ვებგვერდი. კომპანიის შტაბ-ბინა მოსკოვშია. ეს არის რუსეთში დაარსებული, მართული და განვითარებული კომპანია.

აქვს თუ არა Kaspersky-ს საჯარო პოზიცია უკრაინის ომის შესახებ?

კომპანია სოციალურ ქსელებში პოსტების განთავსებას ისე განაგრძნობს, თითქოს არაფერი მომხდარა. მისმა დამფუძნებელმა ევგენი კასპერსკიმ, უკრაინა – რუსეთის ომის მე-5 დღეს თვითერზე დაწერა, რომ შოკირებული იყო იმით, რაც ხდებოდა და მიესალმა მოლაპარაკებების დაწყებასა და კომპრომისის ძიებას, თუმცა მას არასოდეს უხსენებია რუსეთი, როგორც აგრესორი.

რატომ არის Kaspersky-ის გამოყენება სარისკო?

  • ეს არის კიბერუსაფრთხოების პროგრამა. დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ, რუსებმა იზრუნონ თქვენს უსაფრთხოებაზე?
  • მას აქვს წვდომა თქვენს მონაცემებზე და მათი ბოროტად გამოყენება შეუძლია;
  • გადასახადებს იხდის რუსეთში. თქვენ უხდით კასპერსკის >კასპერსკი უხდის პუტინს > ის ქმნის იარაღს და კლავს ადამიანებს.

რა არის Kaspersky-ის ალტერნატივა?

  • Avast
  • McAfee
  • Norton Antivirus
  • Avira
  • TotalAV

რისი გაკეთება შეგიძლიათ ახლა?

  • გააუქმეთ კასპერსკის ფასიანი გამოწერა და მოითხოვეთ თანხის დაბრუნება გამოუყენებელი პერიოდისთვის;
  • წაშალეთ Kaspersky-ის პროგრამული უზრუნველყოფა თქვენი მოწყობილობიდან;
  • დააინსტალირეთ ალტერნატიული ანტივირუსული პროგრამა ზემოთ მოცემული სიიდან

ClickHouse

ClickHouse ნამდვილად რუსული კომპანიაა?

დიახ. ClickHouse-ის მთავარი ოფისი მოსკოვში მდებარეობს. აარონ კათზის გარდა, მას კიდევ ორი თანადამფუძნებელი იური იზრაილევსკი და ალექსეი მილოვიდოვი ჰყავს, რომლებმაც  ClickHouse-ის ტექნოლოგია Yandex-ში ყოფნისას განავითარეს Yandex.Metrica-ს გასაძლიერებლად. ამჟამად, კომპანია Yandex-ს გამოეყო, თუმცა Yandex კვლავ ფლობს ClichHouse-ში წილს. 

აქვს თუ არა ClickHouse-ს საჯარო პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ?

ომზე მკაფიო პოზიცია არ გააჩნია. ClickHouse-მა გამოაქვეყნა ტვიტი, რომელშიც უკრაინაში მიმდინარე ომი მოხსენიებულია, როგორც “ვითარება აღმოსავლეთ ევროპაში”. ტვიტში არც უკრაინა იყო ნახსნეები და არც რუსეთი. ეს უბრალოდ “აღმოსავლეთ ევროპაა” და რაც იქ ხდება უბრალოდ, “ვითარებაა” – ფიქრობენ ClickHouse-ში.

რატომ არის სარისკო ClickHouse-ის გამოყენება?

  • თუ  ClickHouse-ის მიერ მართულ სერვისებს იყენებთ, გაითვალისწინეთ, რომ ისინი გადასახადებს რუსეთში იხდიან. ეს კი, ასე მუშაობს:
  • თქვენ უხდით ClickHouse-ს > ისინი უხდიან პუტინს > ის იმარაგებს იარაღს;
  • მათ მონაცემებთან დაკავშირებული სისტემა შემუშავებული და მართულია რუსების მიერ. დარწმუნებული ხართ, რომ ეს უსაფრთხოა თქვენი და თქვენი კლიენტებისთვის?

რა არის ClickHouse-ის ალტერნატივა?

  • Kinetica
  • imply.io
  • Pinot
  • Firebolt
  • Google BigQuery
  • Snowflake 
  • InfluxDB
  • Druid
  • Elasticsearch

რისი გაკეთება შეგიძლიათ ახლა?

  • გადაიტანეთ თქვენი მონაცემები ალტერნატიულ პლატფორმაზე;
  • გააუქმეთ თანხმობა ClickHouse Cloud-ის მართულ სერვისებზე, თუ ასეთი გაქვთ.

AmoCRM

AmoCRM ნამდვილად რუსული კომპანიაა?

ნამდვილად, რუსულია. კომპანია რუსეთში მიხაილ ტოკოვინინის მიერ დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სათავო ოფისი ამჟამად სან-ფრანცისკოშია, მისი გუნდისა და ბიზნესის ბირთვი მოსკოვშია. AmoCRM-ს 500-ზე მეტი ინტეგრატორი პარტნიორი ჰყავს რუსეთში. ის ყოველწლიურ ღონისძიებას ატარებს მოსკოვში, რომელსაც 80 ათასი დამსწრე ჰყავს. ასევე, AmoCRM არის რუსული სტარტაპ ინკუბატორის Skolkovo-ს წევრი.

აქვს თუ არა AmoCRM-ს საჯარო პოზიცია უკრაინის ომის შესახებ?

ომთან დაკავშირებით განაცხადება არც კომპანიის სახელით გავრცელებულა და არც დამფუძნებლისგან. დამფუძნებელი ცნობილია, როგორც რუსი პატრიოტი, რომელიც მხარს უჭერს ყირიმის ანექსიას.

რატომ არის სარისკო AmoCRM-ის გამოყენება?

  • სხვა კოპმანიების მსგავსად, გადასახადებს ისიც რუსეთში იხდის. თქვენ უხდით ფულს AmoCRM > ის უხდის პუტინს > პუტინი ამზადებს იარაღს.
  • თქვენი და თქვენი მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა აქვთ რუსეთში.

რა არის AmoCRM0-ის ალტერნატივა?

  • Insightly CRM
  • Zoho CRM
  • Microsoft Dynamics 365
  • Monday.com
  • Sales Hub.
  • Zendesk Sell
  • Oracle NetSuite CRM

რისი გაკეთება შეგიძლიათ ახლა?

  • თუ თქვენ AmoCRM-ის პარტნიორი ხართ, შეგიძლიათ იპოვოთ ალტერნატიული CRM პროვაიდერი და შეწყვიტოთ ხელშეკრულება Amo-სთან;
  • თუ კლიენტი ხართ, შეგიძლიათ პლატფრომიდან თქვენი მონაცემების ექსპორტი მოახდინოთ და შემდეგ გააუქმოთ გამოწერა;
  • თუ თქვენ კვლავ ირჩევთ CRM გადაწყვეტას, გთხოვთ, ნუ შეაჩერებთ არჩევანას AmoCRM-ზე, აირჩიეთ ალტერნატივა.

Tilda

Tilda ნამდვილად რუსული კომპანიაა?

დიახ. დამფუძნებელი არის მოსკოვში მცხოვრები ნიკიტა ობუხოვი. კომპანია რეგისტრირებულია რუსეთში. მათი სერვისის გამოყენების პირობებში ნათლად წერია: ”მომხმარებელს უფლება აქვს გამოიყენოს პლატფორმა შეთანხმებისა და რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”

აქვს თუ არა Tilda-ს  საჯარო პოზიცია უკრაინის ომის შესახებ?

მკაფიო პოზიცია არსად იკვეთება. ომის მე-5 დღეს მათ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ამბობდნენ, რომ სოციალურ ქსელებში წყვეტენ საჯარო კომუნიკაციას და „ძალადობის წინააღმდეგნი არიან“. მკაფიო პოზიცია არც დამფუძნებელის მიერ გაჟღერებულა.

რატომ არის სარისკო Tilda-ს გამოყენება?

  • იხდის გადასახადებს რუსეთში. თქვენ უხდით Tilda-ს > ის უხდის პუტინს > პუტინი ქმნის იარაღს და კლავს ადამიანებს;
  • რუსეთის კანონმდებლობითა და გამოყენების წესების მიხედვით, თქვენ არ ხართ დაცული;
  • თქვენი და თქვენი მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა აქვთ რუსეთში.
  •  

რა არის Tilda-ს ალტერნატივა?

  • WordPress.com
  • Squarespace
  • Wix
  • Elementor
  • Square E-Commerce (formerly Weebly)

რისი გაკეთება შეგიძლიათ ახლა?

  • ავტომატური მიგრაცია CMS-to-CMS-ით: https://cms2cms.com/cms/tilda-to-wordpress-migration/
  • მექანიკური მიგრაცია სააგენტოს დახმარებით. უფასო დახმარებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ https://www.facebook.com/KirMro

წყარო:  Dmitriy Pleshakov

მსგავსი სიახლეები