fbpx




16 თებერვალი 4 წუთში წასაკითხი

9 აუცილებელი უნარი, რაც ინტერიერის დიზაინერს სჭირდება

თუ კი მეგობრები ხშრიდად მოგმართავენ რჩევის მისაღებად სახლის დეკორაციისას ან ახალი ავეჯის ყიდვისას, დროა ინტერიერის დიზაინის სწავლაზეც იფიქრო.

თუმცა, სანამ გატაცებას პროფესიად აქცევ, გაიგე რა არის საჭირო ინტერიერის დიზაინერი რომ გახდე.

ინტერიერის დიზაინისთვის საჭირო უნარები

ინტერიერის დიზაინერები კორპორატიულ და ორგანიზაციულ კლიენტებს თავიანთ სივრცეში ახალი სიცოცხლის შეტანაში ეხმარებიან. ისინი მუშაობენ სახლის მფლობელებთან, რათა შეარჩევინონ სტილი, რომელიც დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს. თუმცა გარდა სტილის კარგი აღქმისა და გემოვნებისა, ინტერიერის დიზაინერს საკმაოდ ბევრი სპეციალიზებული უნარი სჭირდება.

1. კრეატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება

სხვა ხელოვანებისაგან განსხვავებით, ინტერიერის დიზაინერი გარდა საკუთარი სტილის განვითარებისა, აადაპტირებს თავის ხედვას კლიენტის საჭიროებებსა და პრეფერენციებზე. 

კრეატიული გონება არის ის, რაც დიზაინერს სრულყოფილი ნამუშევრების შესრულებაში ეხმარება. ვინაიდან მათ ხშირად უწევთ იმუშავონ უჩვეულო ფერის პალიტრებთან და რთულ სივრცეებთან. 

2. ხედვა

ბევრი ინტერიერის დიზაინერი ვიზუალური მოაზროვნეა. 

მათ შეუძლიათ პოტენციალი დაინახონ მოძველებულ, დისფუნქციურ და ცარიელ სივრცეებშიც კი. ისინი ხედავენ დიდ სურათს იქ, სადაც სხვები უბრალო ნახატებს ხედავენ.

იმისათვის, რომ გახდე წარმატებული ინტერიერის დიზაინერი, უნდა განავითარო სივრცითი ცნობიერება და დაკვირვების უნარი.

3. საკომუნიკაციო უნარი

მაშინაც კი, თუ კი ძლიერი ხედვის უნარი გაქვს, შენს კლიენტს შეიძლება ნაკლებად ჰქონდეს განვითარებული მსგავსი უნარები. შესაბამისად, აუცილებელია იყო აქტიური მსმენელი, რომ სწორად გაიგო მათი საჭიროებები. იმისათვის, რომ ცნებები მტკიცე, ღირსეულ წინადადებებად აქციო, ძლიერი კომუნიკაციის უნარები დაგჭირდება.

გარდა ამისა, გაითვალისწინე, რომ შეგიძლია იმუშავო არქიტექტორებთან, კონტრაქტორებთან და ინჟინრებთან ერთად. მათი ეფექტური მოსმენა და კომუნიკაცია მნიშვნელოვანია კლიენტის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად.

4. დიზაინის ტენდენციებისა და სტილის ცოდნა

მმნიშვნელობა არ აქვს კლიენტი შუა საუკუნის თანამედროვე სახეს ეძებს თუ ფრანგული სტილის ესთეტიკას, შენ უნდა შეძლო მათი ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება. 

ამისათვის საჭიროა იცნობდე ტენდენციებს, თავისუფლად ფლობდეს ავეჯის ხელოვნებას, მდგრადობას და დიზაინის ისტორიასაც კი. მთავარია არასოდეს შეწყვიტო სწავლა, ვინაიდან ინტერიერის დიზაინის ცოდნა მუდმივად განახლებადი პროცესია.

5. ფერთა საფუძვლების ცოდნა

ფერს გარდამტეხი ძალა აქვს. მას შეუძლია შექმნას ან დაარღვიოს სივრცე. ინტერიერის დიზაინერებმა იციან, როგორ გამოიყენონ ის თავის სასარგებლოდ. ფერებისა და დამატებითი ჩრდილების ცოდნა დაგეხმარება იპოვო სასიამოვნო პალიტრები ყველა სახის კლიენტისთვის. 

ფერთა თეორიის ოსტატობის განვითარება არც ისეთი ადვილია, როგორც ჟღერს, მაგრამ ის დაგეხმარება გამოირჩეოდე კონკურენტი ინტერიერის დიზაინერებისგან.

6. სივრცითი ბალანსის გააზრება

ოდესმე შესულხარ ოთახში და თავი თითქოს უმიზეზოდ, არაკომფორტულად გიგრძვნია? მიზეზი ხშირად სივრცის დისბალანსია. ოთახის განლაგების გზამ უნდა შექმნას ჰარმონია და შეცვალოს ვიზიტორების განწყობა. ინტერიერის დიზაინერმა სივრცის ტონუსის შესაქმნელად, უნდა დააბალანსოს განათება, ავეჯის განლაგება და მოპირკეთება, რათა მაგალითად, comelite architecture-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბევრი სწრაფი კვების ობიექტი იყენებს დიზაინს, რომელიც  ადამიანებს სივრცეში დიდხანს გაჩერებაში ხელს უშლის. ასევე, ბევრი მათგანი წითელ, ყვითელ და მათი ფერის სქემებშია გადაწყვეტილი, რომლებიც მადას ასტიმულირებენ. 

თუ კი დიზაინებს ბალანსისა და ჰარმონიის გათვალისწინებით შექმნი, ამით სივრცის ფორმასა და ფუნქციას გააძლიერებ – იქნება ეს სწრაფი კვების ობიექტი თუ სპა-სალონი!

7. ბიუჯეტირების უნარები

ბევრი დამკვეთი მოვა იდეითა და ბიუჯეტით. ხშირ შემთხვევაში, პირველის ღირებულება ბევრად აღემატება მეორეს. 

ამიტომ, მოგიწევს იპოვო კრეატიული გადაწყვეტილებები ფინანსური და დიზაინის შეზღუდვებისთვის.

ბიუჯეტის უნარები დაგეხმარება დამკვეთს რეალისტური წარმოდგენა მისცე იმის შესახებ, თუ რისი ყიდვა შეუძლია მის ფულს. ეს მოიცავს ავეჯის, შრომისა და სხვა წვრილმანი ხარჯების აღრიცხვას. გარდა ამისა, გამჭვირვალობისთვის, აუცილებელია იყო პატიოსანი მომლაპარაკებელი.

8. დროის მართვის უნარები

სამუშაოს უმეტეს სფეროში, სამუშაოს დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში მიწოდება შესანიშნავი შთაბეჭდილების მოხდენის უტყუარი გზაა. გამონაკლისი არ არის ინტერიერის დიზაინის ინდუსტრია. პროექტზე მოლაპარაკებისას ბიუჯეტთან ერთად შესრულების რეალისტური ვადებიც უნდა წარმოადგინო. ამისათვის დაგჭირდება ორგანიზაციული უნარები, რათა საკუთარ თავს და კლიენტს გონივრული ვადა მისცეთ. დაგვიანების თავიდან აცილების მიზნით, პრობლემების გადაჭრაც უნდა შეძლო.

9. განათლება

იურისტების, ექიმებისა და სამშენებლო მუშაკების მსგავსად, ინტერიერის დიზაინერებსაც სჭირდებათ სპეციალიზებული განათლება. გადახედე პროგრამებს, რომლებიც დაგეხმარება კარიერის დაწყებაში. იპოვე ინტერიერის დიზაინის ყოვლისმომცველი კურსი, რომელიც მოიცავს ყველაფერს, ფერების თეორიიდან დაწყებული, ინტერიერის დიზაინის კარიერის აწყობამდე. 

ასევე დარწმუნდი, რომ შენ მიერ არჩეული კურსი კარგად ერგება შენი ცხოვრების წესს და გთავაზობს მოქნილობას.

თუ გსურს მეტი გაიგო ინტერიერის დიზაინის შესახებ, შემოგვიერთდი კურსზე : https://digitalbus.ge/course/interior-design-is-kursi/

მსგავსი სიახლეები