fbpx




3 სექტემბერი 3 წუთში წასაკითხი

ჩვენი სტუდენტის – ზურა მამარდაშვილის ნამუშევრები

ალბათ უკვე იცი, რომ, პერიოდულად, ჩვენს ბლოგზე წარმატებული კურსდამთავრებულების ამბები და ნამუშევრები იდება ხოლმე. დღეს ზურა მამარდაშვილი უნდა გაგაცნო, რომელიც ჩვენს აკადემიაში მუსიკოსი მოვიდა და აქედან წარმატებული გრაფიკული დიზაინერი გავუშვით 😎

საკუთარ თავზე 🧔🏻

გამარჯობა, მე ზურა ვარ, 23 წლის, გრაფიკული დიზაინერი. ცხოვრების ბოლო 6 წელი მუსიკასთან ურთიერთობაში გავატარე. ჩემი სტუდია მქონდა და მეგონა, რომ კიდევ დიდ ხანს ვიქნებოდი პროდიუსერი. მაგრამ, ახალ გამოწვევებთან შეჭიდება ძალიან მიყვარს და ამიტომ ჩემი თავის სხვა სფეროში გამოცდა გადავწყვიტე.

გრაფიკული დიზაინი და Digital Bus Academy 🚀

კურსის დაწყებამდე გრაფიკულ დიზაინთან არანაირი შეხება არ მქონია, მაგრამ სხვადასხვა ვიზუალის ნახვა ჩემში მუდმივად იწვევდა სურვილს, რომ მსგავსი გამოსახულებები მეც შემექმნა. Digital Bus Academy შემთხვევით აღმოვაჩინე და როცა საიტის, ბლოგის და Facebook პოსტების ვიზუალური მხარე ვნახე, მივხვდი, რომ ამაზე უკეთეს ადგილას ვერ ვისწავლიდი.

კურსის დაწყებამდე მოლოდინი მქონდა რომ გრაფიკულ დიზაინის ყველა საფუძველს გავივლიდი და თავადაც შევძლებდი ამ კუთხით მუშაობას. გარდა იმისა, რომ დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი სირთულის დავალებას შემიძლია შევეჭიდო, ასევე ვისწავლე თუ როგორ უნდა განვითარდე და არ გაჩერდე. ვფიქრობ, რომ მუდმივი განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ტრენდები ხშირად იცვლება და საჭიროა ზუსტად იცოდე შენს სფეროში რა ხდება.

მომავალი 🔜

მართალია პროდიუსერობას 6 წელი შევალიე, მაგრამ ამას არ ვნანობ – ესეც დიდი გამოცდილება იყო და ცხოვრების განმავლობაში აუცილებლად გამომადგება. ჩემს გადაწყვეტილებას პროფესიის შეცვლაზე არ ვნანობ – გავიარე ძალიან საინტერესო კურსი და მისი დამთავრების შემდეგ Digital Bus-ის პარტნიორ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. ვფიქრობ, მოკლე მონაკვეთში ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა.

რაც შეეხება მომავალს, მინდა რომ დაგროვილი ცოდნის და დიდი მონდომების ხარჯზე გრაფიკული დიზაინის სფეროში ბევრ წარმატებას მივაღწიო. ამბობენ, რომ ადამიანები ვისაც სამსახური ძალიან მოსწონთ ჰობი არ სჭირდებათო. ჩემი შემთხვევა მგონი ზუსტად ასეთია – პროფესიასთან ერთად, ჩემი ჰობიც გრაფიკული დიზაინი გახდა და საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დავიწყე ჩემი ნამუშევრების ატვირთვა. მგონია, რომ ამ სფეროს ასეთი ინტერესი აუცილებლად მიმიყვანს წარმატებამდე 🤘🏻

მსგავსი სიახლეები