Digital Bus აგრძელებს სასიამოვნო სიახლეებით ჩვენი მომხმარებლების გახარებას. ამჯერად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკვე დრო იყო ახალ, კიდევ უფრო რთულ გამოწვევას შევჭიდებოდით – მომავლის პროფესიები მოზარდებისთვის გვესწავლებინა.
ჩვენ უკვე თითქმის ერთი წელია ყველა მსურველს ვაძლევთ საშუალებას, რომ მომავლის პროფესიებს დღეს დაეუფლონ. ციფრული სამყაროს უსწრაფესი განვითარება სრულიად ცვლის ჩვენს მომავალს, ამიტომ აუცილებელია მის ტემპს ფეხი ავუწყოთ და განვითარება არ შევწყვიტოთ.
ამ დროის განმავლობაში აკადემიას უკვე ასობით სტუდენტი ჰყავდა. მათგან ზოგი უკვე პროფესიონალი იყო, ზოგი დამწყები. დამწყებ სტუდენტებზე კი არ უნდა დაგვავიწყდეს მათი ძალიან დიდი წარმატება კურსების გავლის შემდეგ: აკადემიამ უკვე 36 ადამიანის დასაქმება შეძლო! 🎯
Digital Bus Academy-ის შექმნის მთელი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების მიერ შექმნილიყო სივრცე, სადაც ყველა შეძლებდა მომავლის პროფესიებს დაუფლებოდა. მაშინ, როცა მოზარდები ღრუბელივით ისრუტავენ ყველანაირ ინფორმაციას, კიდევ უფრო მეტად საჭიროა, რომ მათ პატარა ასაკიდანვე ჰქონდეთ იმ ყველაფერთან შეხება, რაც მომავალში მათ ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებს.
ყველამ კარგად ვიცით, რომ მოზარდთან მუშაობის სპეციფიკა ძალიან განსხვავდება ზრდასრულ ადამიანთან მუშაობისგან. სწორედ ამიტომ. აკადემიაში 8-13 წლამდე ბავშვებზე მორგებული კურსები შეიქმნა, რომელსაც, გარდა იმისა, რომ შესაბამისი სილაბუსი ექნება, ასევე ლექტორებიც სხვა ეყოლება.
ჩვენ გვინდოდა, რომ ბავშვებისთვის ამ კურსის გავლა თავგადასავალი ყოფილიყო. ალბათ ყველას გვახსოვს ბავშვობიდან მინიმუმ ერთი კერძო გაკვეთილი/აქტივობა მაინც, რომელზე სიარულიც გარემოსა და მასწავლების გამო არ გვინდოდა. ასეთი რამ ჩვენთან გამორიცხულია. ბავშვებთან იმუშავებენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ამის შესაბამისი გამოცდილება აქვთ. მათ იციან როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ადამიანებს, რომლებიც არიან ძალიან ცნობისმოყვარეები, ძალიან ჭკვიანები და თან საკმაოდ სენსიტიურები.
რა კურსები ექნება Digital Bus-ს მოზარდებისთვის და რატომ არის აუცილებელი მათი სწავლა?
ყველა ჩვენგანს უფიქრია ერთხელ მაინც რომელიმე ენაზე ან რამეზე: “ნეტავ ბავშობაში მესწავლა”. როგორც უკვე ვთქვი, მოზარდები ღრუბელივით ისრუტავენ ინფორმაციას და მათთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მომავალში გამოადგებათ ძალიან მნიშვნელოვანია.
წარმოიდგინეთ, რომ ინგლისურის სწავლა 8 წლის ასაკიდან დაგეწყოთ და არა უფრო გვიან, ან რომელიმე სხვა ენის. რა თქმა უნდა ძალიან მაღალ დონეზე გეცოდინებოდათ უკვე. პირადად მე, ინგლისურის სწავლა საკმაოდ გვიან დავიწყე და დარწმუნებული ვარ, თუ 8 წლიდან დავიწყებდი, დღეს იდეალურად მეცოდინებოდა.
ზუსტად ასეა მომავლის პროფესიებზეც. ჩვენს აკადემიაში მოზარდებს შანსი ექნებათ გაიარონ იმ პროფესიების შესავლები, რომლებიც მომავალში ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ძალიან დიდ გავლენას იქონიებენ. დასაწყისისთვის ამ 3 კურსს შემოგთავაზებთ 👇🏻
💻 Front End დეველოპმენტი
ყველაფერი რასაც ამ და სხვა საიტებზე ხედავთ, აპლიკაციაში შესვლისას გხვდებათ სწორედ Front End დეველოპერის დამსახურებაა. ამ მოწესრიგებული საიტებისა და აპლიკაციების უკან პროგრამული უზრუნველყოფა დგას, რომელზეც მისი მცოდნე ხალხი დგას. ბავშვებს სწორედ ამ ყველაფრის 0-დან შესწავლა შეეძლებათ. რამდენად სახალისო იქნება ეს მათთვის და ასევე რამდენად შემოსავლიანი შეიძლება იყოს ეს მათი ზრდასრულობისას ალბათ თავადაც ხვდებით 👌🏻
🖌 გრაფიკული დიზაინი
ხატვა ძალიან ბევრ ბავშვს უყვარს, მაგრამ რას იტყვით, თუ ისინი ხატვას კომპიუტერულ პროგრამაში დაიწყებენ? ეს კურსი მათ საშუალებას მისცემთ, რომ დახატონ ნებისმიერი ფერისა და ფორმის ფიგურა, ჩართონ თავიანთი უსაზღვრო ფანტაზია და აკეთონ ის, რაც მათ სურთ.
🤖 რობოტექნიკა
რა შეიძლება ბავშვისთვის იყოს იმაზე საინტერესო, ვიდრე რობოტის აწყობა? ამ კურსის საშუალებით ისინი გაიგებენ ყველაფერს რობოტექნიკაზე: როგორ ხდება მისი აწყობა, პროგრამულად გამართვა, დისტანციურად მართვა და ა.შ. ერთი სიტყვით, ტრანსფორმერების მუშაობის პრინციპებზე ყველაფერს გაიგებენ 🤭
რა შეიძლება ითქვას? ჩვენ გვინდა ბავშვებს შევუქმნათ იდეალური გარემო, იდეალური კურსები და შევაყვაროთ ჩვენთან გატარებული ყოველი წამი. მათი უსაზღვრო ენერგიის, ნიჭისა და მონდომების რეალიზაცია აქ, ჩვენს ციფრულ აკადემიაში დაიწყება! 🚀
დარეგისტრირდით Digital Bus Academy-ს ბავშვების კურსებზე!
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში