წესები იცვლება, მოძრაობა აქტიურდება, აზროვნება კი არაორდინალური ხდება, როგორც დიზაინერები და ბრენდინგის ექსპერტები გვამცნობენ წელს, ისე, როგორც არასდროს – ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!
გრაფიკული დიზაინის განვითარებასა და ცვლილებებზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის გემოვნების, მოდის და ტექნოლოგიური ცვლილებები. ასე რომ, მუდმივად განვითარებად სამყაროში გრაფიკული დიზაინის სფეროც არაა გამონაკლისი და ყოველწლიურად, მეტნალკებად იცვლება ტენდენციები და მოლოდინები.
ამ ბლოგში 2022 წლის UX და UI ტრენდებს გაეცნობით.
მარტივი უფრო დასამახსოვრებელია – სიმბოლოები
„ძლიერ სიმბოლოს შეუძლია გამოხატოს კომპანიის უნიკალური იდენტობა, იყოს მეტაფორებით სავსე და ატარებდეს მნიშვნელოვან ინფორმაციას ბრენდის შესახებ. ლაკონური და მარტივი სიმბოლო ადვილად დასამახსოვრებელია“– ამბობს ერიკ პარკი, მოუშენ დიზაინერი – სტრატეგიის, დიზაინისა და კომუნიკაციების კომპანია COLLINS-ში.
გასულ წელს ჩვენ ვნახეთ, რომ ბრენდები მათ შორის Volvo Cadillac და ABC-მა შეცვალეს თავიანთილოგოები. ბრენდები კვლავ აგრძელებენ ლოგოების შეცვლასა და ხშირ შემთხვევაში მარტივი ელემენტებით ჩანაცვლებას, რადგან ხვდებიან, რომ მარტივი უფრო დასამახსოვრებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგი უკვე დაიღალა მინიმალიზმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ფერის აქტიური გამოყენება მინიმალისტურ დიზაინს უფრო თვალშისაცემს ხდის. ბოლოს და ბოლოს Spotify-ისა დაGoogle-ის მარტივი ლოგოები ასეთი დასამახსოვრებელი სწორედ მათი მინიმალიზმისა და ფერების გამოა.
2022 წელს მოსალოდნელია, რომ გრაფიკული დიზაინი გააგრძელებს მარტივი სიმბოლოების გამოყენებასა და ფერების უფრო ექსპერიმენტულ გამოყენებას, როგორც სიმბოლოს მინიმალიზმში, ასევე ზოგადად, 2022 წლის მარკეტინგში.
ანტი – დიზაინი
ყველაფერი ზემოთ აღნიშნულის პარალელურად გაჩნდა დიზაინები, რომელიც სრულ წინააღმდეგობაშია მინიმალიზმთან და ჰარმონიასთან. არარეგულირებული ფორმები და ფერების ქაოტური წვეულება – ზოგის აზრით, ეს კოვიდ 19 -სგან გამოწვეულ მოწყენილობასა და ერთფეროვნებას უკავშირდება.
ეს დიზაინი ახლა პირველ მნახველებს აგროვებს და საკუთარი განსხვავებული სტილით ცდილობს აუდიტორიის ყურადღება მიიქციოს ციფრული სამყაროს ქაოსში.
”მისი ბუნება ამბობს, გააკეთე ის, რაც გინდა – გააფუჭე რასაც ტრადიციული დიზაინის წესები ამბობს და შექმენი…“- ამბობს ჯენიფერ ვეგილა-ლეზანი Bella+Sophia Creative Studio-დან.
მისივე თქმით, ეს დიზაინი ქმნის უფრო მისაღებ გარემოს მათთვის, ვინც არ არის “კლასიკურად” გაწვრთნილი დიზაინში, ან ვინც არ დადიოდა დიზაინის „დიდ სკოლაში”, დასძენს, რომ სწორედ ეს ადამიანები გადაწყვეტენ ამ დიზაინის ავ-კარგიანობას, მეორე მხრივ კი გამოცდილი დიზაინერები, რომლებმაც იციან წესები და განზრახ არღვევენ მათ, იმავე მიზნით …
90-იანი წლების ნოსტალგია
დიახ, ყველაფერი საბოლოოდ ბრუნდება და ზოგჯერ ამას არც ისე დიდი დრო სჭირდება. 90-იანი წლების ნოსტალგია გასულ წელს ყველამ შევამჩნიეთ, მათ შორის კინოინდუსტრიაშიც. რატომ მაინდამაინც ახლა? შესაძლოა ნაწილობრივ იმიტომ, რომ ისინი, ვინც 90-იან წლებში ახალგაზრდები იყვნენ, ახლა ამ სფეროში არიან გადაწყვეტილების მიმღებლები. ყველაფერთან ერთად, მართლაც არის რაღაც რომანტიული ამ იდეალურად წარმოსახული წარსულის დიზაინში.
ოთხმოცდაათიანი წლების ნოსტალგია მარტივი ემოციების, კაშკაშა ფერითა და მარცვლოვანი ტექსტურებით ვლინდება, რაც ზოგიერთი ჩვენგანისთვის ძალიან ნაცნობი აღმოჩნდება.
Ukiyo-e -ის გავლენა დიზაინში
კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც ინტერიერის დიზაინიდან გრაფიკულ დიზაინში გადავიდა არის Ukiyo-e -ის „მცურავი სამყაროს ნახატები“, იაპონური გრავიურის ბეჭდვის ჟანრიდან.
ის შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ბოლო დროინდელი მინიმალიზმის ევოლუცია, რომელშიც დამატებული სითბო და ბუნებისგან შთაგონებული ელემენტები, რაც საბოლოო ჯამში სიმშვიდის შეგრძნებას აჩენს. ის იდეალურად შეეფერება ცხოვრების სტილის ბრენდინგსა და ვებსაიტის დიზაინს.
„ვფიქრობ დიზაინერები ხატავენ ამ სტილის მიხედვით, ამდენი სიბნელის შემდეგ სამყაროში სილამაზის პოვნის სურვილის გამო“- ამბობს ვეგილა-ლეზანი.
3D და 2D mashup
სპეციალისტების აზრით 2D და 3D mashup უფრო ძლიერი და პერსპექტიული გახდება ამ წელს. 3D-ს შეუძლია შეავსოს სიღრმის ნაკლებობა და შესძინოს მიმზიდველობა 2D დიზაინს, ხოლო 2D-ის ინტეგრაცია თავის მხრივ დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და ბიუჯეტი. ორივე ერთად შეიძლება ესთეტიურად უფრო შთამაგონებელი იყოს ვიდრე მხოლოდ 3D.
”მე მიყვარს ამ ყველაფრის გამოყენება – ეს გვეხმარება COLLINS-ში შევქმნათ ისეთი რამ, რაც ბევრად უფრო საინტერესო შედეგებს მოუტანს ჩვენს მომხმარებლებს“, – ამბობს პარკი.
ეს კომბინაცია ასევე გამოიყენება ანიმაციური ლოგოს დიზაინში, რაც ხაზგასასმელია 2022 წლის UX და UI ძირითადი ტენდენციების სიაში.
ბრენდების საინტერესო კოლაბორაციები
ერთი რამ, რაც ბრენდებმა გააცნობიერეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არის ის, რომ ერთი შეხედვით საეჭვო კოლაბორაციებმა სხვადასხვა კომპანიებთან, შესაძლოა მათ მრავალფეროვნებასა და „სიახლეების რეიტინგზე“ კარგი გავლენა იქონიოს.
ეს ტრენდი ბევრი პროდუქტის დიზაინში უკვე გვინახავს, ამასობაში გრაფიკულმა დიზაინერებმაც აღმოაჩინეს, რომ თავადაც ჩართულები არიან ამ „არეულობაში“. განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც ბრენდებმა გააცნობიერეს, რომ ერთი შეხედვით საორჭოფო თანამშრომლობა შიძლება გაიყიდოს როგორც NFT-ი.
2021 წელს ჩვენ ვნახეთ X-box და Gucci, ასევე IKEA და LEGO-ის თანამშრომლობა, საინტერესოა რასვიხილავთ 2022 წელს? იქნებ KFC და Apple? ან Crocs და Oreo?
დამატებითი განზომილება- მეტავერსი
ერთი კონცეფცია, რომელიც 2022 წლის თითქმის ყველას გრაფიკული დიზაინის ტენდენციების სიაში, არის მეტავერსია.
სულ ცოტა ხნის წინ Facebook-ზე ჯერ ტექსტუალური ინფორმაციის, შემდეგ უკვე ვიზუალური და აუდიო ინფორმაციის გაგზავნა გახდა შესაძლებელი, დღეს კი Metaverse-ი ვირტუალურ რეალობაში მოქმედებას გვპირდება.
“Metaverse
”-ის კონცეფცია და არსი ნამდვილი, ყოველდღიური სამყაროს, ანუ “ყველაფრის”, ე.წ. დამატებითი, ვირტუალური რეალობის განზომილების შექმნაა. შესაბამისად, Facebook-ის Metaverse-ად გარდაქმნით, ამ ორგანიზაციას აქვს პრეტენზია აღარ იყოს მხოლოდ სოციალური ქსელი, არამედ, ამიერიდან, იყოს ტექნოლოგიური სოციალური სამყარო.
როგორი იქნება ავატარებით დასახლებული ვირტუალური სამყარო და რის გაკეთებას შევძლებთ იქ? ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გასაგები. თეორიულად, ნებისმიერი დიზაინი, რომელიც შეიძლება არსებობდეს რეალურ ცხოვრებაში, ბილბორდებიდან დაწყებული და მაისურებით დამთავრებული, შეიძლება იცხოვროს მეტავერსიაშიც.
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში