დიზაინერები მსოფლიოს გარშემო სოციალური მედიის მეშვეობით ერთიანდებიან, მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას და საჯაროდ გმობენ 24 თებერვალს დაწყებულ რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
გარდა ილუსტრაციების შექმნისა, ბევრი მათგანი თავის პლატფორმას იყენებს ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით, თუ როგორ დაეხმარონ ლტოლვილებს, ან როგორ მიიღონ მონაწილეობა საქველმოქმედო პროცესებში.
ომის საპასუხოდ, ლიეტუელმა კრეატიულმა ადამიანებმა “Creatives for Ukraine” შექმნეს, სადაც დიზაინერებს ილუსტრატორებსა და ფოტოგრაფებს შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრები უფასო გამოყენებისთვის წარადგინონ.
პლატფორმის შემქმნელი და Blue Oceans PR-ის თანადამფუძნებელი-კრისტინა სკინდელიტე-გალდკოვინიე ამბობს, რომ მათ სურთ მთელმა მსოფლიომ ნახოს და გაიზიაროს ის ხელოვნება, რომლებიც იმედგაცრუებას, ტკივილს, უმწეობასა და ბრაზს გამოხატავს.
გთავაზობთ 9 საუკეთესო ნამუშევარს, რომელიც უკრაინისადმი სოლიდარობას ეხმიანება
View this post on Instagram
გრაფიკულმა დიზაინერმა ჰარი პირსმა სტუდია Pentagram-ში შექმნა ილუსტრაცია, რომელშიც სიტყვა Unity (ერთიანობა) უკრაინის დროშის ფერებით – ლურჯითა და ყვითელით იყო დაწერილი.
პოსტთან ერთად, ბრენდმა გამოაცხადა, რომ ის თანხებს გადასცემს გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს (UNHCR), ომში დაზარალებული ადამიანების დახმარების მიზნით.
View this post on Instagram
ბერლინში დაფუძნებულმა, დანიელ-ისლანდიელმა მხატვარმა ოლაფურ ელიასონმა, გააზიარა ორგანიზაციების დეტალები, რომლებიც შემოწირულობებს აგზავნიან უკრაინის საზღვრამდე და ლტოლვილთა დასახლებას უზრუნველჰყოფენ.
ინფორმაცია გამოქვეყნდა ელიასონის მიერ შექმნილ ნახატზე, სადაც ხის ნაჭერზე ყვითელ, ლურჯ, შავ და თეთრ ფერებში ფორმები ისეა განლაგებული, რომ ამომავალ მზეს ჰგავს.
View this post on Instagram
დიზაინერმა ადამ ნათანიალ ფურმანმა ლურჯი და ყვითელი ფერების გამოყენებით შექმნა დერჟპრომის კონსტრუქტივისტული კომპლექსის ილუსტრაცია ხარკოვში.
ფურმანი ყიდის თავის ნამუშევრებს, ჭიქებსა და მაისურებს. ხოლო მისი შემოსავალი უკრაინის კატასტროფის საგანგებო სიტუაციების კომიტეტში ირიცხება.
იმ პირველ საერთაშორისო დიზაინერებს შორის, ვინც უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ილუსტრაცია გამოაქვეყნა, ჯეიმე ჰეიონი ერთერთი იყო.
მან შექმნა ნახატი, რომელშიც ორი ფრინველი ერთმანეთზე იყვნენ გადახვეულნი. (?)
მას შემდეგ მხატვარმა კიდევ გააზიარა ილუსტრაციები, სადაც გმობდა ომს. მათ შორისაა მამაკაცის ოპტიკური ილუზია, რომელიც სახის ნიღაბს ატარებს და შეიძლება თავისუფლების თეთრ ფრინველადაც განიმარტოს.
View this post on Instagram
ფრანგული სტუდიის Ronan Bouroullec-ის დამფუძნებლებმა, Ronan and Erwan Bouroullec-ებმა ცარიელი ტილო უკრაინის დროშის, ლურჯ-ყვითელ ფერებში გააფერადეს და ამით გამოხატეს ქვეყნისადმი მხარდაჭერა.
View this post on Instagram
პენტაგრამის გრაფიკულმა დიზაინერმა საკმაოდ კრეატიული გზით გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას, და დახმარებაც გაუწია იქაურ ლტოლვილებს.
Sascha Lobe-ს შექმნილი პრინტი წარწერით “Russian warship, go fuck yourself”-თავდასხმის დასაწყისში, უკრაინელი ჯარისკაცის მიერ წარმოთქმული ციტატაა.
დიზაინი ქაღალდზე დაიბეჭდა, ბეჭდვითი გაყიდვის მთელი შემოსავალი კი UNHCR-ს გადაეცა.
View this post on Instagram
უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად, ყველასათვის ცნობილმა ფერების კომპანია Pantone-მა შექმნა სურათი, რომელიც წარმოდგენილია ქვეყნის დროშის ფერებით-სახელწოდებით “Freedom Blue” და “Energizying Yellow”.
ფოტოზე ყვითელ მზესუმზირებსა და ლურჯ ცას ვხედავთ.
ბრენდის Instagram ბიოში კი მითითებულია იმ ორგანიზაციების ბმულები, რომლებიც უკრაინის დახმარების მიზნით შემოწირულობას იღებენ.
View this post on Instagram
ტრადიციული წესით ფულის შეგროვების ნაცვლად, ტორონტოში მცხოვრები ციფრული მხატვარი კრისტ კიმი მომხმარებლებს ციფრულ ყულაბაში შემოწირულობისაკენ მოუწოდებს.
კიმი თავის უნიკალურ ნამუშევარს NFT ბაზარზე Super Rare-პლატფორმაზე ყიდის.
View this post on Instagram
ლიტვაში მცხოვრებმა მხატვარმა კაროლის სტრაუტნიეკასმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი დახატა და მას “უხეში მატყუარა, მანიპულატორი და ფსიქოპათი” უწოდა.
გამოსახულება, რომელიც Creatives for Ukraine პლატფორმაზე წარადგინა, ასახავს პუტინს რომლის სახის უმეტეს ნაწილს გველი ფარავს, რაც სიკვდილისა და ბოროტების სიმბოლოდ აღიქმება.
View this post on Instagram
მხატვარი ოლივერ ჯეფერსის გამორჩეული ილუსტრაცია სვამს კითხვას:”რატომ დავბრუნდით აქ?”, რაც წარსულ ომებსა და კონფლიქტებს უსვამს ხაზს.
იგი გვაჩვენებს მაგალითებს, თუ რა შეუძლია ნავთობზე დაფუძნებული ენერგიის ჩანაცვლებასა და განახლებად ენერგიაზე გადასვლას.
დაბალანსებული სამუშაო პროცესის საიდუმლო თანამედროვე სამყაროში