fbpx




2 მაისი 4 წუთში წასაკითხი

ინტერიერის დიზაინის ტენდენციები 2022 წელს

ჩვენი სახლები მუდმივად ვითარდება და ხშირად ასახავს იმას, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. საინტერესოა იმის ყურება, თუ როგორ იცვლება მოდა წლიდან წლამდე მასალის, ფერებისა და ფორმების მრავალფეროვანი კონტრასტით.  

ამ წელს ინტერიერის დიზაინის ქანქარა ტრადიციონალიზმს უბრუნდება, რამდენადაც ჩვენ სულ უფრო მეტ დროს ვატარებთ შენობაში და ვცდილობთ თბილი ელემენტებით კომფორტის შექმნას. 2022 წლის ტენდენციები მრავალფეროვანია, თუმცა უფრო ხშირად ფერებსა და დეკორში ბუნების სიყვარული გამოიხატება, ასევე ვხვდებით ავეჯს, ორგანული ფორმებით და ოთახებს „ენერგიული“ დეტალებით.

გიზიარებთ მიმდინარე წლის რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას.

Interior Design Trends for 2022 – 2023 - InteriorZine

ნოსტალგია და ვინტაჟი

წელს ნოსტალგიამ ყველა კარი შეაღო – ძვირადღირებული ბრენდებიც აქტიურად აკავშირებენ ვინტაჟს და რეტროს. ამასთან, აქტიურად ვხვდებით მინიმალისტურ და ეკო-მეგობრულ გადაწყვეტებს. 

ეს არის რომანტიკული დიზაინის წელი, რომელსაც თავისებური სითბო და ნოსტალგიის განცდა მოაქვს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მეორადი შოპინგის პოპულარობა გაიზარდა, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ავეჯს ან დიდ აქსესუარებს. 

მოსალოდნელია, რომ ვინტაჟური და ანტიკვარული ავეჯი კიდევ უფრო მეტ პოპულარობას მოიპოვებს მომავალ წელს.

Interior Design Trends 2022: Experts Share What's in This Year | Vogue

პროპორციებით „თამაში“

მასშტაბებით „თამაში“ ყოველთვის შესანიშნავი საშუალებაა ინტერიერის დიზაინში ნივთებისა თუ ავეჯის საინტერესოდ წარმოსაჩენად. ამ წელს  არაერთ კრეატიულ პროპორციებს ვიხილავთ, განათებით დაწყებული, სკულპტურული ტუმპოსა და ხელოვნების ნიმუშებით დამთავრებული. 

ნოსტალიურმა განწყობამ პროპორციების ინდივიდუალიზმშიც იჩინდა თავი, ასე რომ ხისტი ტექნიკით მოპირკეთებული თიხის საყვავილე აუცილებლად დაიმსახურებს სტუმრების ყურადღებასა და ინტერესს.

Newstalgia Will Be Everywhere in 2022 - PureWow

შთაგონება ბუნებისგან

სახლის ფერების წლევანდელი პალიტრა ბუნების, ბუნებრივ ფერებშია. ბოლო ორი წლის განმავლობაში ადამიანებს მოუწიათ მეტი დროის გატარება ღია ცის ქვეშ, სადაც გარემო მშვიდია და არასდროსაა ძალიან მკვეთრი, ნათელი ფერები. 2022 წელს ამ განწყობას ბევრი დიზაინერი მიყვება, რომლებსაც მდუმარე ბუნების ფერები, როგორიცაა მწვანე, ქერქი ყავისფერი, ოკეანისა და ცის ლურჯი, ქვიშიანი კრემისფერი, მოღრუბლული თეთრი შემოაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ თბილი და ჟანგიანი ტონები, როგორც წესი, ასოცირდება შემოდგომისა და ზამთრის თვეებთან, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მათ  მთელი წლის განმავლობაში ექნებათ გავლენა, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ „თავშესაფრის“ შექმნას სახლში.

„მწვანე ყოველთვის მშვენივრად მუშაობდა ინტერიერში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებლები ბუნების სახლში გადმოტანას ითხოვენ“, ამბობს დიზაინერი ქეროლაინ ტერნერი. 

დიზაინერები ამბობენ, რომ წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება ეკოდიზაინის ტრენდი და გვირჩევენ აკვარიუმის, პატარა ორანჟერეის მოწყობას ან ქოთანის ყვავილების განთავსებას.

Interior Design Trends 2022: Best Home Upgrades » Residence Style

ტექსტურა 

ყველაზე ნეიტრალური პალიტრაც კი შეიძლება იყოს გამორჩეული, როდესაც სხვადასხვა ტექსტურაა ჩართული. ამ წელს ამ მიქსის დაუფლება უმნიშვნელოვანესი იქნება. ”ჩვენ ნამდვილად დავინახავთ ტექსტურის ზრდას 2022 წელს – რაც მეტი, მით უკეთესი!” ამბობს დიზაინერი ენდი მორსი. 

კერძოდ, დიზაინერების თქმით წელს მოდური იქნება ხავერდი და ზამში. ისინი მდიდრულად გამოიყურება და აქტიურად გამოიყენება ავეჯის ქსოვილებად, განსაკუთრებით მწვანე, ცისფერი და ფირუზისფერი. აქვე გვაფრთხილებენ, რომ ასეთი ქსოვილი ინტერიერში არ უნდა იყოს ბევრი, არამედ ერთ დივანზე, ან სავარძლებზე.

დეკორში ხელნაკეთი ნივთებია აქტუალური, განსაკუთრებით – ნატურალური მასალების გამოყენებით, მოდური იქნება ბუნებრივი მასალებიც, მაგალითად ქვისა და თიხის ელემენტები.

https://sebringdesignbuild.com/wp-content/uploads/2021/10/Blog-Landscape-Sebring-Design-Build-18.png

საშინაო კაბინეტი

პანდემიის გავლენით დისტანციური სამსახური დღეს აღარავის უკვირს. ამიტომაც გაჩნდა მოთხოვნილება, სახლში მოწყობილ მაქსიმალურად მყუდრო, მოსახერხებელ და ფუნქციურ სამუშაო ოთახზე.  

დიზაინერების გვირჩევენ სამუშაო ოთახის მოწყობისას გამოვიყენოთ ბუნებრივი განათება, ბუნებრივი ფაქტურები და რაც მთავარია ჭკვიანურად დაგეგმილი ზონირება. Interior Design Trends 2022: Styles, Decor and Color - The Nordroom

    და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პანდემიით გამოწვეული ტენდენცია,  -ემოციური „გაქცევის“ ოთახები. ის მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ახდენენ ადამიანები თავიანთი არც თუ ისე გამოყენებადი სასტუმრო ოთახების გადაკეთებას. „გენ Z ეძებს გზებს ვიბრაციის ასამაღლებლად და სულიერი გამოღვიძების ეტაპების ძიებაშია. სახლში, სივრცეები წმინდა ხდება, აბანოები- მედიტაციის ოთახებად და სამკურნალო ზონებად გარდაიქმნება. 2022 წელს სივრცის საჭიროებისამებრ დაგეგმარება ძალიან ტენდენციურია” – განმარტავს ვოლფი. 

”სახლი ჩვენი თავშესაფარი გახდა და ამ სივრცის პოვნა ჩვენს კედლებში აუცილებელია.”

New Coastal Interior Design Ideas for 2022 - Home Bunch Interior Design  Ideas

მსგავსი სიახლეები

თებერვალი 24, 2021
კომენტარი

რატომ არის სოციალური მედია უმნიშვნელოვანესი?

4 წუთში წასაკითხი
მარტი 18, 2022
კომენტარი

რა არის Dapps?

7 წუთში წასაკითხი