fbpx




2 თებერვალი 2 წუთში წასაკითხი

მაკდონალდსის „ტექნიკური წინსვლა” კომპანია მთვარის ახალ წელთან დაკავშირებით რეკლამას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ქმნის

მოკლე ინფორმაცია:

პრესრელიზში ნათქვამია, რომ მაკდონალდსი მთვარის ახალი წლის გარშემო ინტერაქციული კამპანიის წამოსაწყებად ციფრული კონტენტის შემქმნელ კარენ ჩენგთან გაერთიანდა. 

IW Group-ის მიერ შექმნილი კამპანიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს 30 წამიანი სარეკლამო ადგილი, ის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკათაგანია, რომელიც აერთიანებს ნეირონული გამოსხივების ველების (NERF) ტექნოლოგიას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით (AI) 3d სცენის შესაქმნელად.

მაკდონალდსი ცდილობს დარჩეს ინოვაციებისა და კულტურის გზაჯვარედინზე ტექნიკური ძალისხმევით. კამპანია ასევე მოიცავს გაძლიერებული რეალობის (AR) ფილტრს  რომელიც განთავსებულია Spatial-ზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაკავშირებული მოწყობილობის საშუალებით.

ვრცლად

მაკდონალდსის კულტურული ჩართულობის სტრატეგიის უფროსის, ელიზაბეტ კემპბელის თქმით, სწრაფი კვების გიგანტი იმედოვნებს, რომ „ტექნიკური წინსვლის“ მცდელობა  აზიელ ამერიკელებსა და წყნარი ოკეანის კუნძულების საზოგადოებას განვითარებაში დაეხმარება.

„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივრები ცხოვრობენ ინოვაციებისა და კულტურის კვეთაზე და სწორედ ამიტომ, საჭიროა მაკდონალდსმა დააკმაყოფილოს მათი სურვილები“, – ამბობს კემპბელი პრესრელიზში.

https://youtu.be/34KeBnSwvmc

 

30 წამიანი სარეკლამო რგოლი შთაგონებულია ჩენგის ბავშვობის მოგონებებით ახალი წლის დღესასწაულის შესახებ და შეიცავს QR კოდს, რომელიც კამპანიის სხვა ელემენტებს იხმობს. რეკლამაში გამოიყენება Nerf ტექნოლოგია. 

რეკლამასთან ერთად, მაკდონალდსი მთვარის ახალი წლის აღსანიშნავად Metavers-ს უბრუნდება. წლევანდელი კონცეფცია წარმოაჩენს  დღესასწაულის მომავალს-12 ჩინური ზოდიაქოს ცხოველის 3D სკულპტურებით. 

ბრენდი ასევე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებებს ციფრულ სივრცეში, მათ შორის კურდღლის წლის აღსანიშნავ წვეულებას 25 იანვარს და “საღამოს ჩენგთან” – ავატარის ფორმატით- 2 თებერვალს.

კამპანია ასევე მოიცავს AR ფილტრებს Instagram-ზე, რომელიც იყენებს 3D ილუზიას ვეფხვის წლიდან კურდღლის წელზე გადასასვლელად. 

AI-ზე მომუშავე რეკლამა, მეტავერსული გამოცდილება და ARფილტრი ერთად განაგრძობს მაკდონალდსის ციფრული გამოცდილების გამოყენებას მთვარის ახალი წლის აღსანიშნავად.

მსგავსი სიახლეები