fbpx




19 ივლისი 3 წუთში წასაკითხი

მარკეტინგული სტრატეგიები აუდიტორიის ჩართულობის გასაზრდელად

მას შემდეგ, რაც თქვენი პროდუქტისთვის გასარეკლამებელ ბაზარს მოიძიებთ საჭიროა დაუკავშირდეთ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან თქვენი მომსახურებით.

აუდიტორიის გაზრდა თავისუფლად შეგიძლიათ სტრატეგიების გამოყენებით, რომელიც დასწავლის პროცესში უფრო ეფექტური ხდება.

მომხმარებელთა 85%-ს სურს ციფრული და არაციფრული კავშირის დამყარება ბრენდებთან, და მომხარებლის 68% მზად არის დახარჯოს უფრო მეტი, იმ 

შემთხვევაში, თუ ბრენდი მას, როგორც კონკრეტულ ინდვიდის ისე აღიქვამს.

‘’ახალი, მზარდი აუდიტორია ყველას სურს, საუკეთესო გზა ამ სურვილის განსახორციელებლად ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენებაა’’.

განაცხად შანტელ კრისსმა, Image Media Consulting-ის CEO-მ, რომელიც ატლანტაში დაფუძნებულ, სოციალური მედიის სააგენტოში მუშაობს.

აუდიტორიის ზრდა მცირე ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია, არ აქვს მნიშვნელობა ეს დამკვიდრებული კომპანია იქნება, თუ სტარტაპი, რომელიც სამზარეულოს მაგიდის დამზადებას გეგმავს.

გამოიყენე ქვემოთ ჩამოთვლილი, ცხელ-ცხელი რჩევები აუდტორიის ჩართულობის გასაზრდელად.

  1. დაიწყე იმით, რაც იცი.

სავარაუდოა, რომ შენი სამიზნე აუდიტორია იმ ადამიანების თავისებურებებს იზიარებდეს, რომელსაც უკვე იცნობ. ეს მსგავსებები კარგი ‘’ხრიკია’’ აუდიტორიის მოსაზიდად.

იმისათვის, რომ  ახალი ადამიანები დააინტერესო, პირველ რიგში საჭიროა გადახედო ამჟამინდელ კონტაქტებს და გაიგო რა იცი მათ შესახებ.

არიან თუ არა ერთი ასაკის?

ცხოვრებენ ერთ კონკრეტულ რეგიონში?

იზიდავთ თუ არა მსგავსი  კონტენტი?

ამ მონაცემების გაერთიანების და ინტერესის სეგმენტირების შედეგად შეგიძლია იპოვო ის ადამიანები, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ.

2. გამოიყენე სოციალური მედია აუდიტორიის ჩართულობის გასაზრდელად.

არ აქვს მნიშვნელობა სოციალური მედიის მიმართულებით გამოციდლება გაქვს თუ არა, ამ მიმართულებით განვითარება აუცილებლად დაგეხმარება აუდიტორიასთან ხარისხიანი და მჭიდრო უერთიერთობის დამყარებაში.

მომხარებელს სურს იმ ბრენდებთან დაკავშირება, რომელიც მოსწონს. მაგალითად, ადამიანების 66%, რომელიც Facebook-ს იყენებეს, გამოწერილი ჰყავს საყვარელი ბრენდი.

B2B კომპანიების 65% კი იყენებს LinkedIn-ის ფასიან რეკლამებს თავისი ბიზნესის გასარეკლამებლად.

ეფექტური სოციალური მედიის პოსტები სულაც არ საჭიროებს სოციალური მედიის მენეჯრის ყოლას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დამაჯერებელი პოსტების შექმნა და მათი მომხარებელის ინტერესებთან დაკავშირება.

 მაგალითად, თუ ხარ ივენთ ფოტოგრაფი, შეგიძლია გააზიარო შენი ნამუშევრები და რჩევები, რაც უკეთ წარმოაჩენს შენს გამოცდილებას ამ სფეროში.

  1. ფოკუსირდი აუდიტორიის პრეფერნეციებზე.

გამოიკვლიე შენი ამჟამინდელი აუდიტორიის პრიორიტეტები, ჩართულობის მაჩვენებელი, მყიდველის ქცევა და სოციალური მედიის აქტივობა. ყოველივე ეს დაგეხმარება, რომ კომუნიკაციის მიმართულებები განაახლო და შეცვალო.

მარკეტინგული CRM ხელსაწყოები ან აუდიტორიის დაფა დაგეხმარება აუდიტორიის მონაცემების ორგანიზებასა და მასთან დაკავშირებაში, რომ უკეთ შეიტყო მომხმარებლების საჭიროებებისა და სურვილების შესახებ.

  1. გამოიყენე ღია ბარათები, რათა გამორჩეული იყო

 ღია ბარათები კარგი გზაა აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად და იმ მომხარებელთან კავშირის აღსადგენად, რომელთანაც დიდი ხანია აღარ გითანამშრომლიათ.

ღია ბარათებს პასუხის გაცემის შესაძლებობის 50%-მდე გაზრდა შეუძლიათ.

  1. ეთანამშრომლე სხვა ბრენდებს.

იპოვე დამატებითი პარტინიორი, რომელიც იზიარებს შენი ბრენდის ღირებულებებს და დაიწყე მასთან თანამშრომლობა, ეს საუკეთესო გზაა ცნობადობის გასაზრდელად, როგორც ონლაინ ისე მის გარეთ.

გახსოვდეს, რომ მუდმივი განვითარება,შენი ბრენდისთვის ახალი ტაქტიკებისა და მიდოგმების დანერგვა, აუცილებლად დაგეხმარება მომხარებლის ნაკადის, როგორც შენარჩუნებაში, ასევე გაფართოებაში.

იმ რესურსების მაქსიმალური გამოყენება, რომელიც უკვე გაქვს ძალიან კარგია, თუმცა განვითარებისთვის ახალი გზების ძიება და მათი პრაქტიკაში გამოყენება წარმატების მთავარი გასაღებია.

მსგავსი სიახლეები