fbpx




21 თებერვალი 7 წუთში წასაკითხი

რა არის ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინ-ტექნოლოგია 2008 წელს, ანონიმური პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის მიერ შეიქმნა. ეს დეცენტრალიზებული და დამოუკიდებლად მართვადი მონაცემთა ბაზაა. დაცულია კიბერშეტევებისა და ფიზიკური განადგურებისგან, მასში არსებული ჩანაწერები ინახება არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელ მსოფლიოში არსებულ უამრავ კომპიუტერში. 

ბლოკჩეინის მიმოხილვა

ბოკჩეინის ბაზა მასში ახალი ჩანაწერების ან „ბლოკების“ დამატების შედეგად მუდმივად იზრდება. თითოეული ბლოკი შეიცავს დროის ნიშნულს და ბმულს წინა ბლოკზე, ამრიგად იქმნება ჯაჭვიც. 

მონაცემთა ბაზა ქსელის თითოეული მომხმარებელის მიერ იმართება, რადგან ყველას აქვს მონაცემთა მთელი ბაზის ასლი. ამასთან, ბლოკჩეინი არ საჭიროებს ტრანზაქციების საფასურს, დანახარჯები საჭიროა მხოლოდ მის ინფრასტრუქტურაზე. 

ბლოკჩეინის ძირითადი ელემენტები:

  • განაწილებული ტექნოლოგია – ქსელის ყველა მონაწილეს აქვს წვდომა განაწილებულ წიგნისა და მისი უცვლელი ტრანზაქციების ჩანაწერზე. ამ საერთო წიგნის საშუალებით, ტრანზაქციები აღირიცხება მხოლოდ ერთხელ, რაც გამორიცხავს ძალისხმევის გაორმაგებას, რაც ტიპიურია ტრადიციული ბიზნეს ქსელებისთვის.
  • შეუცვლელი ჩანაწერები –  ვერცერთი მონაწილე ვერ შეცვლის მას, რამდენადაც უფლებები თანაბარია. თუ ტრანზაქციის ჩანაწერი შეიცავს შეცდომას, ახალი ტრანზაქცია ხოლოდ შეცდმობის გამოსასწორებლად უნდა დაემატოს.
  • ჭკვიანი კონტრაქტები – ესაა ტრანზაქციების დაჩქარების მიზნით, წესების კომპლექტი, რომელიც ინახება ბლოკჩენზე და ავტომატურად მუშაობს. ჭკვიანი კონტრაქტებით შეიძლება განისაზღვროს, როგორც პირობები კორპორატიული ობლიგაციების გადარიცხვებისთვის, ასევე მოგზაურობის დაზღვევის პირობები და ა.შ 

როგორ მუშაობს ბლოკჩეინი

თითოეული ტრანზაქციისას ის ჩაიწერება, როგორც მონაცემთა „ბლოკი“.

ეს ტრანზაქციები აჩვენებს აქტივის მოძრაობას, ეს შეიძლება იყოს მატერიალური (პროდუქტი) ან არამატერიალური (ინტელექტუალური). მონაცემთა ბლოკს შეუძლია ჩაიწეროს თქვენთვის სასურველი ინფორმაცია: ვინ, რა, როდის, სად, რამდენი და უფრო მეტიც.

თითოეული ბლოკი დაკავშირებულია მის წინ და შემდეგ ბლოკებთან.

ეს ბლოკები ქმნიან მონაცემთა ჯაჭვს, როდესაც აქტივი გადადის ადგილიდან ადგილზე ან როდესაც საკუთრება იცვლება. ბლოკები ადასტურებენ ტრანზაქციების ზუსტ დროს, თანმიმდევრობას და  უსაფრთხოდ უკავშირდება ერთმანეთს, რათა თავიდან აიცილოს რაიმე ბლოკის შეცვლა ან ბლოკის ჩასმა.

ტრანზაქციები ერთად ექცევა შეუქცევად ჯაჭვში: ბლოკჩეინში.

ყოველი დამატებითი ბლოკი აძლიერებს წინა ბლოკს და შესაბამისად, მთელს ბლოკჩეინს. ეს გამორიცხავს მის ხელყოფის შესაძლებლობას – აყალიბებს ტრანზაქციების წიგნს, რომელსაც თქვენ და ქსელის სხვა წევრები ენდობით.

ბლოკჩეინის ბენეფიტები

ბლოკჩეინს ახასიათებს დეცენტრალიზება, დაცულობა და გამჭვირვალობა.

ის დეცენტრალიზებულია, რამდენადაც მისი ფუნქციონირებისა და სისტემის მუშაობის სტილის ცვლილებისთვის საჭიროა ბლოკჩეინში არსებული ნოდების უმრავლესობის თანხმობა და აქიდან გამომდინარე, მათი ინტერესების გათვალისწინება. 

ბლოკჩეინის დაცულობაც დეცენტრალიზებას უკავშირდება, წარმატებული კიბერთავდასხმისთვის დამრღვევი უნდა ფლობდეს კომპიუტერთა 51 პროცენტს მაინც, რაც მოითხოვს დიდი რაოდენობით თანხასა და რესურსებს.

რაც შეეხება გამჭირვალობას, მომხმარებელს უპრობლემოდ შეუძლია  მიიღოს ინფორმაცია განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რადგან თითოეულ ნოდს გააჩნია ჯაჭვების საკუთარი ასლი, რომელიც ყოველ ჯერზე იცვლება ახალი ბლოკების შექმნისას. 

ბლოკჩეინის ქსელის ტიპები

ბლოკჩეინის ქსელის აშენების რამდენიმე გზა არსებობს. ისინი შეიძლება იყოს საჯარო, კერძო, ნებადართული ან კონსორციუმის მიერ შექმნილი:

საზოგადოებრივი(საჯარო)  ბლოკჩეინის ქსელს ყველას შეუძლია შეუერთდეს და მონაწილეობა მიიღოს, როგორც ბიტკოინის შემთხვევაში. 

კერძო ბლოკჩეინის ქსელი, საჯარო ბლოკჩეინის ქსელის მსგავსია. ქსელს ერთი ორგანიზაცია მართავს, რომელიც აკონტროლებს ვის აქვს უფლება  მონაწილეობა მიიღოს, შეასრულოს კონსენსუსის პროტოკოლი და შეინარჩუნოს საერთო წიგნი. ამან კი შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ნდობა მონაწილეებს შორის.

ბიზნესები, რომლებიც ქმნიან კერძო ბლოკჩეინს, ჩვეულებრივ  ნებადართული ბლოკჩეინის ქსელს ქმნიან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საჯარო ბლოკჩეინის ქსელების ნებართვაც შეიძლება. ეს აწესებს შეზღუდვებს, თუ ვის და რომელ ტრანზაქციებში აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს. მასში გასაწევრიანებლად მონაწილეებმა მიმწვევა ან ნებადართვა უნდა მიიღონ. 

კონსორციუმის ბლოკჩეინი იდეალურია ბიზნესისთვის, როდესაც ყველა მონაწილეს სჭირდება ნებართვა და ბლოკჩეინზე საერთო პასუხისმგებლობა. 

ხშირად დასული კითხვები:

რა განსხვავებაა ბლოკჩეინსა და ბიტკოინს შორის?

ბიტკოინი არის არარეგულირებადი, ციფრული ვალუტა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს, როგორც ტრანზაქციის წიგნს.

როგორ არის დაკავშირებული IBM ბლოკჩეინის პლატფორმა და Hyperledger?

IBM ბლოკჩეინის პლატფორმა იკვებება Hyperledger ტექნოლოგიით.

ბლოკჩეინის ამ გადაწყვეტას შეუძლია ნებისმიერი დეველოპერი გადააქციოს ბლოკჩეინის დეველოპერად.

      შეჯამებისთვის, ბლოკჩეინი ქმნის ნდობას, რადგან ის წარმოადგენს რეალურ, საერთო ჩანაწერს. ეს მონაცემები კი სხვა, ახალი ტექნოლოგიების გაძლიერებას, გაზრდას, ეფექტურობას და გამჭვირვალობას უზრუნველჰყოფს. 

მსგავსი სიახლეები