fbpx




18 თებერვალი 6 წუთში წასაკითხი

რა არის DeFi?

DeFi, ვრცლად დეცენტრალიზებული ფინანსები, გამაერთიანებელი ტერმინია სხვადასხვა ფინანსური აპლიკაციებისთვის კრიპტოვალუტაში ან ბლოკჩეინისთვის. ფინანსური ტრანზაქციებისას შუამავლების გამორიცხვა დეცენტრალიზებული ფინანსების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

სანამ ის საყოველთაოდ ცნობილი გახდებოდა,  როგორც დეცენტრალიზებული ფინანსები, DeFi-ს იდეას ხშირად “ღია ფინანსებს” უწოდებდნენ.

DeFi შთაგონებას ბლოკჩეინიდან, ციფრული ვალუტის, ბიტკოინის ტექნოლოგიიდან იღებს, რომელიც საშუალებას აძლევს რამდენიმე სუბიექტს ჰქონდეს ტრანზაქციების ისტორიის ასლი. რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აკონტროლებს მხოლოდ ერთი, ცენტრალური წყარო, ეს კი მნიშვნელოვანია, რამდენადაც ცენტრალიზებულ სისტემებს შეუძლია შეზღუდოს ტრანზაქციების სიჩქარე, ამასობაში კი მომხმარებლებს  ნაკლებად უშუალო კონტროლი შესთავაზოს საკუთარ ფულზე. DeFi განსხვავებულია, რადგან ის აფართოებს ბლოკჩეინის გამოყენებას, როგორც მარტივი ოპერაციებისთვის, ასევე უფრო რთული ფინანსური შემთხვევებისთვისაც.

ბიტკოინი და მრავალი სხვა ციფრული-აქტივი გამოირჩევა ძველი ციფრული გადახდის მეთოდებისგან, როგორიცაა Visa და PayPa. როდესაც კაფეში ყავას საკრედიტო ბარათით იხდით, რეალურად ხომ ფინანსური ინსტიტუტი დგას თქვენსა და ბიზნესს შორის? ის აკონტროლებს ტრანზაქციას, ინარჩუნებს უფლებამოსილებას შეაჩეროს ან შეაჩეროს იგი და ჩაიწეროს მის პირად ჟურნალში. ბიტკოინით გადახდის შემთხვევაში კი ეს ინსტიტუტები საერთო ფოტოში საერთოდ არ არის.

Ethereum აპლიკაციები

დეცენტრალიზებული ფინანსური აპლიკაციების უმეტესობა აგებულია Ethereum-ზე, მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის პლატფორმაზე, რომელიც ბიტკოინის პლატფორმისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი გამოყენება უფრო ადვილია სხვადასხვა ტიპის დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად. ეს გამოწვეულია Ethereum-ის ჭკვიანი კონტრაქტების პლატფორმით, რომელიც ავტომატურად ახორციელებს ტრანზაქციებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში (ბევრად მეტ მოქნილობას გვთავაზობს). Ethereum პროგრამირების ენები, როგორიცაა Solidity, სპეციალურადაა შექმნილი მსგავსი ჭკვიანი კონტრაქტების შესაქმნელად და მათ დასანერგად.

მაგალითად, ვთქვათ რომ მომხმარებელს უნდა საკუთარი ფულის გაგზავნა მეგობრისთვის მომდევნო სამშაბათს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა იქნება კონკრეტულ გრადუსზე – ჭკვიან კონტრაქტში მსგავსი მონაცემები შეიძლება დაიწეროს.

DeFi აპლიკაციების ყველაზე პოპულარული ტიპები მოიცავს:

  •  Decentralized exchanges (DEXs): ონლაინ ბირჟები ეხმარება მომხმარებლებს გაცვალონ ვალუტა სხვა ვალუტაში, იქნება ეს აშშ დოლარი ბიტკოინზე თუ სხვა DAI-ში. DEX არის აქტიური ბირჟა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს პირდაპირ, რათა მათ შეძლონ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ერთმანეთთან, შუამავლის მინდობის გარეშე.

  • Stablecoins: კრიპტოვალუტა, რომელიც დაკავშირებულია კრიპტოვალუტის მიღმა არსებულ აქტივთან (მაგალითად დოლარი ან ევრო), იმისთვის რომ დაასტაბილუროს ფასი. 

  • Lending platforms: ეს პლატფორმები იყენებენ ჭკვიან კონტრაქტებს შუამავლების ჩასანაცვლებლად, როგორიცაა ბანკები, რომლებიც ნახევრად მართავენ მას.

  • “Wrapped” bitcoins (WBTC): ბიტკოინის გაგზავნის საშუალება Ethereum-ის ქსელში, რათა ბიტკოინი გამოიყენებოდეს  Ethereum-ის DeFi სისტემაში. WBTC მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ პროცენტი ბიტკოინზე, რომელსაც ისინი გასცემენ ზემოთ აღწერილი დეცენტრალიზებული დაკრედიტების პლატფორმების მეშვეობით.

  • Prediction markets: ფსონები მომავალი მოვლენების შედეგზე, მაგალითად როგორიცაა არჩევნები. პროგნოზირების ბაზრების DeFi ვერსიების მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს იგივე ფუნქციონირება, მაგრამ ისევ შუამავლების გარეშე.

ზემოთ აღნიშნული აპლიკაციების გარდა, მათ გარშემო გაჩნდა ახალი DeFi კონცეფციები:

  • Yield farming: ეს არის მცოდნე მოვაჭრეებისათვის, რომლებიც მზად არიან გაიღონ რისკი – უმოქმედო აქტივები პროდუქტიულად გამოიყენება პროტოკოლის ფინანსური სერვისების გასაუმჯობესებლად და ლიკვიდობის პროვაიდერები იღებენ ამ პროტოკოლსტოკენს, როგორც ჯილდოს.
  • Liquidity mining: ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიაწოდოს ლიკვიდობა სავაჭრო წყვილს თანაბარი რაოდენობით 50:50 თანაფარდობით. თითოელი ინტერაქცია ამ სავაჭრო წყვილთან დაკავშირებულია საკომისიოსთან და თქვენ რადგანაც ხართ ლიკვიდობის პროვაიდერი ამ საკომისიოს გარკვეულ პროცენტს იღებთ ჯილდოს სახით.

  • Composability: DeFi აპლიკაციები ღია წყაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი კოდი საჯაროა ყველასთვის სანახავად. ამდენად, ეს აპლიკაციები შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი აპლიკაციების შესაქმნელად, როგორც სამშენებლო ბლოკები.

Lending პლატფორმები

ლენდინგ ბაზრები არის DeFi-ის ერთ-ერთი პოპულარული ფორმა, რომელიც აკავშირებს მსესხებლებს კრიპტოვალუტის კრედიტორებთან. პოპულარული პლატფორმა Compound საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისესხონ კრიპტოვალუტები ან შესთავაზონ საკუთარი სესხები. მომხმარებლებს შეუძლიათ ფულის გამომუშავება საპროცენტო განაკვეთისას, მათი ფულის გასესხებიდან. Compound-ი საპროცენტო განაკვეთებს ალგორითმულად ადგენს, ასე რომ თუ კრიპტოვალუტის სესხებაზე მეტი მოთხოვნაა, საპროცენტო განაკვეთები შესაბამისად იცვლება. 

Stablecoins

DeFi-ის კიდევ ერთი ფორმა stablecoin-ია. კრიპტოვალუტები ხშირად განიცდიან ფასების მკვეთრ რყევებს, რაც არ არის მოსახერხებელი მათთვის, ვისაც სურს იცოდეს, რამდენი იქნება მათი ფული მაგალიად ერთი კვირის შემდეგ. Stablecoins კრიპტოვალუტებს და არაკრიპტოვალუტებს (როგორიცაა აშშ დოლარი) აკავშირებს, რათა ფასი აკონტროლოს. მისი სახელიც მიზნის შესაფერისია- ფასების “სტაბილურობა”.

Prediction markets

Ethereum-ზე „მცხოვრები“ ერთ-ერთი უძველესი DeFi აპლიკაცია ეგრეთ წოდებული Prediction markets, სადაც მომხმარებლები რაიმე მოვლენის შედეგზე დებენ ფსონს, მაგალითად „გაიმარჯვებს თუ არა დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?“ და ა.შ

მონაწილეთა მიზანი ცხადია ფულის გამომუშავებაა, თუმცა ამავედროს უნდა აღინიშოს, რომ პროგნოზირების ბაზრებს ზოგჯერ უკეთესად შეუძლიათ შედეგების პროგნოზირება, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდებით, როგორიცაა გამოკითხვა. 

ხშირად დასული კითხვები:

როგორ ვიშოვო ფული DeFi-ის მეშვეობით?

Ethereum-ზე დაფუძნებული საკრედიტო აპლიკაციების გამოყენებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, მომხმარებლებს შეუძლიათ „პასიური შემოსავალი“ გამოიმუშაონ თავიანთი ფულის გასესხებით და სესხებიდან პროცენტის გამომუშავებით.

უსაფრთხოა DeFi-ში ინვესტიცია?

არა, ეს სარისკოა. თუმცა ბევრს სჯერა, რომ DeFi არის ფინანსების მომავალი და რომ ამ ტექნოლოგიაში ადრეულმა ინვესტიციამ შეიძლება გამოიწვიოს მასიური მოგება.

მაგრამ ახალბედებისთვის რთულია კარგი პროექტების გარჩევა ცუდისგან (და ცუდი ნამდვილად ბერვია). 

როგორ იმოქმედებს Ethereum 2.0 DeFi-ზე?

Ethereum 2.0 არ არის პანაცეა DeFi-ის ყველა საკითხისთვის, მაგრამ ეს დასაწყისია. სხვა პროტოკოლები, როგორიცაა Raiden და TrueBit, ასევე მუშაობს Ethereum-ის მასშტაბურობის საკითხებზე.

და ბოლოს, Defi როგორც ბიტკოინი

მაშინ, როცა Ethereum საუკეთესოა DeFi-ის სამყაროში, ბიტკოინის მრავალი მომხრე იზიარებს აზრს ფინანსურ ტრანზაქციებში შუამავლის მოცილებასთან დაკავშირებით, ამ მიზნის შესრულების გზები მათ ბიტკოინის პროტოკოლის გამოყენებით შეიმუშავეს. 

კომპანიები, როგორიცაა DG Labs და Suredbits,  მუშაობენ Bitcoin DeFi ტექნოლოგიაზე, რომელსაც ეწოდება Discreet log contracts (DLC). ეს უკანასკნელი  რთული ფინანსური კონტრაქტების შესრულებას გთავაზობთ.

მსგავსი სიახლეები